Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი შეიარაღებული თავდასხმა ირანში


ირანის პარლამენტი
ირანის პარლამენტი

თეირანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ირანის პარლამენტის შენობასა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე - ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის და სააგენტო ტასნიმის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში ცეცხლი გახსნა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა. წინასწარი მონაცემებით, მოკლულია პარლამენტის დაცვის თანამშრომელი და დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი.

სააგენტო როიტერის ცნობით, პარლამენტის შენობაზე თავდასხმიდან დაახლოებით ნახევარ საათში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთან. წინასწარი ინფორმაციით დაიჭრა 5 ადამიანი.

ადგილობრივი მედიასაშუალებები ირანის მთავრობის პრესსამსახურის უფროსზე, ალი ხალილიზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მავზოლეუმთან სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG