Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამალვა დანაშაულია


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ქუჩაში ხომ უამრავ რამეს გაიგებ, ცუდსაც და კარგსაც, საკვირველსაც და თუ გნებავთ დაუჯერებელსაც. ჰოდა სიცუაცია თბილისი, სამარშუტო ტაქსი. ორი მგზავრის საუბარი.(როგორც ჩანს ახლობელი ადამიანები არიან). ,, ჩემი ძმა და რძალი, ჩემი 3 წლის ძმის შვილთან ერთად გუშინ დაბრუნდნენ ვიღაც ექიმბაშისგან თუ მკითხავისგან. გიგი აღარ კონტაქტობს გარესამყაროსთან და ოჯახის წევრებთან. ექიმებმა აუტიზმი დაუდგინეს. ეს ტრაგედია კი შეუძლებელია ვინმეს გაუზიარო. ამიტომ ბავშვი იზოლირებული გვყავს და ვცდილობთ მოვარიდოთ ყველას და ყველაფერს. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს მკითხავია.“

შეუძლებელია ამ საუბრის გულგრილად მოსმენა. ალბათ ასეთი შემთხვევა არცთუ ისე იშვიათია. მეგონა თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ინფორმაციაზე თუ ახალ აღმოჩენებზე ყველას გვაქვს წვდომა, მსგავს სიტუაციებს აღარ შევხვდებოდით, თუმცა დასანანია... ნამდვილად დასანანი ...

რას ვიზამთ, ადამიანი, უკლებლის ყველა, აკადემიკოსი იქნება ის, მუსიკოსი, გლეხი, მხატვარი, დიასახლისი თუ უბრალო მუშაკი ყველა დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობისანი ვართ. ზოგს ხატვა არ შეუძლია, ზოგს მუსიკალური რიტმის შეგრძნება არ გააჩნია, ზოგი სწრაფი აზროვნებით გამოირჩევა, ზოგიც – ნელი. ზოგი ჩაკეტილია, ზოგი კი პირიქით კონტაქტური. ყველას ინდივიდუალური ნიჭი და მონაცემები გვაქვს. განსხვავებული და უნიკალური. ყველას როდი შეუძლია მუსიკალური ჰანგების როიალზე გაცოცხლება, ანდა ხელის მსუბუქი მოძრაობით, ფანქრითა თუ საღებავებით გამოსახულებების ტილოზე გარდასახვა. შეუძლებელია ყველას ესმოდეს მიწის და ნიადაგის ისე დამუშავება, რომ მან საუკეთესო მოსავლით დაგვასაჩუქროს. ერთნი საკუთარი ტანის როკვით და საუკეთესო ტექნიკით ცეკვის სამყაროს გვაზიარებეს, სხვათა ვოკალური შესაძლებლებობი კი უსაზღვროა და მსოფლიოს იპყრობს. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენებით ამაყობს, ზოგისთვის კი ადამიანის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

ნამდვილად ასეა. ყველას გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობები გაგვაჩნია. ზოგი რაშია უნიკალური და ზოგი რაში... და მაშინ რა გამოდის, რა უნდა ვქნათ. ჩავიკეტოთ, მოვწყდეთ გარესამყაროს? თუ პირიქით ვიურთიერთოთ და ვიმეგობროთ ერთმანეთთან? რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი ქმედება სჯობია. ჩაკეტილი ადამიანი კი გალიაში გამომწყვდეულ ცხოველს ჰგავს, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის და რომელთა შესაძლებლობები მართალც შეზღუდული ხდება ნელ– ნელა. იგი იბრძვის თავისი უფლებებისთვის და ველად გაჭრისთვის, სადაც ფრთებს გაშლის და თავის უნიკალურ შესაძლებლობენს წარმოაჩენს.

მაშ, მშობლებო, მეგობრებო, დეიდებო, მამიდები, ბებიებო და პაპებო (ბაბუებო), ნუ შეგვრცხვება ჩვენივე შეზღუდული შესაძლებლობების. ვფიქრობ სასირცხვილო სხვა რამეა..თუ რამე განსხვავებულს შევამჩნევთ ჩვენს შვილს პანიკა და ისტერიკა არ არის საჭირო. მივუდგეთ მას, როგორც ერთადერთს და უნიკალურს, რადგან ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ და ყველას გვჭირდება თანადგომა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ავიმაღლოთ თვითშეგნება და განათლება და ყველაფერი უკეთესად იქნება. დამალვა გამოსავალი არ არის. ვფიქრობ ამ საუკუნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაც ინკლუზიური ურთიერთობები და ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა იყოს. მაშ „მივცეთ ნიჭსა გზა ფართო“ და ადამიანის სიცოცხლეს და შესაძლებლობებს თავისუფლება, რადგან დამალვა დანაშაულია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG