Accessibility links

ავტორი: ანა მოსაშვილი

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისშემდეგ, საფრანგეთის პოლიტიკური მარათონია. 2017 წლის 23 აპრილს, შესაძლოა არა მარტო საფრანგეთის, არამედ ევროპის ბედიც კი გადაწყდეს. ელისეს სასახლის დასაკაველად იბრძვიან: ეროვნული ფრონტის ლიდერი: მარინ ლე პენი, რესპუბლიკელი ფრანსუა ფილონი და დამოუკიდებელი კანდიდატი ემანუელ მაკრონი; უახლესი გამოკითხვების მიხედვით კი ლიდერობენ: მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი. ე.წ. უკიდურესი რადიკალი ქალბატონი, ფრანგებს დასაქმებას, ემიგრანტებისგან დაცვას, ევროკავშირში დარჩენის თაობაზე რეფერენდუმს და ნეოლიბერალური კომპანიების დაბალანსებას ჰპირდება. ქალბატონ ლე პენს თუ 5 წლის წინ ღირსეულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა, დღეს ყველა ხაზს უსვამს, რომ ის იმაზე მეტად აღმოჩნდა მოხერხული პოლიტიკოსი, ვიდრე ვინმეს უწინ წარმოედგინა. უცხო არც ის არის, რომ ლე პენი ყირიმს, უბრალოდ ყოველთვის რუსეთად თვლის და პუტინსაც ღია მხარდაჭერას უცხადებს. ბუნებრივია, მას მოსწონს დონალდ ტრამპი და ბრექსითიც.

ემანუელ მაკრონი კი უმეტესად სოციალური და ეკონომიკური სახის დაპირებებით არის ცნობილი და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ლიბერალურ ღირებულებებს და ევროკავშირის იდეას ის კვლავ მხარს დაუჭერს, თუმცა ამავე დროს არავინ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთთან გარკვეული სახის კომპრომისებიც იყოს მომავალში.

ფრანსუა ფილონი კი ერთგვარად „ოქროს შუალედის“ დაჭერას ცდილობს, არც რუსეთს ეუბნება კარგ და ნაყოფიერ ურთიერთობებს უარს და ამავე დროს არც, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და შტატების ღია მოწინააღმდეგეც არაა. მისთვის ყველაზე მთავარი ბალანსის დაცვა და შენარჩუნებაა, რასაც, ალბათ, ლავირებით თუ მოახერხებს გამარჯვების შემთხვევაში.

2010 როგორც ცნობილმა პოლიტოლოგმა დონალდ ასმუსმა აგვისტოს ომზე წიგნი დაწერა: „პატარა, ომი, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო“. დონალდ ასმუსმა აღნიშნა ,რომ საფრანგეთის გეოპოლიტიკური ინტერესი არასდროს ყოფილა შავი ზღვის რეგიონი. ეს ნათლად გამოჩნდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც საფრანგეთის და ევროკავშირის იმჟამინდელი პრეზიდენტი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტით იყო დაინტერესებული და საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მომავალი სრულებით არ აინტერესებდა. ასევე სარკოზის საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა მხოლოდ 2011 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს თუ გაახსენდა თბილისში ვიზიტისას თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად.

2016 წელს სულ ცოტა 2 უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა მოხდა: დიდი ბრიტანეთი პოლიტიკურად გაეყარა ევროზონას და თეთრ სახლიც მოულოდნელად, ტრამპს ხვდა წილად. იმ შემთხვევაში, თუკი მარინ ლე პენი გაიმარჯვებს, რაც ნამდვილად არ იქნება მოულოდნელი, სავარაუდოდ პოლიტიკური დრამა შეიძლება ევროპულ ტრაგედიად გადაიქცეს და ევროკავშირთან ერთად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბედიც საფრთხის ქვეშ დადგეს,. უკვე ცხადია, რომ საქართველოს ინტერესებიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. აშკარაა, რომ საფრანგეთში აქტიური და სწორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, თუმცა, ყველაფერი ალბათ, საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

მოულოდნელი კი, არც ის აქ იქნება, თუკი მეორე ტური გაიმართება ლე პენსა და მაკრონს შორის. აი, ამ შემთხვევაში კი არავინ იცის ხმები საბოლოოდ, რომლის სასარგებლოდ გადანაწილდება. თუმცა ყველა შემთხვევაში, რომ ევროპაშიც, პოლიტიკურ ძალთა, ღირებულებათა და ინტერესთა უჩვეულო გადანაწილებაა აშკარაა. საბოლოოდ, ალბათ, ეს ყველაფერი კვლავ ახალი საერთო სისტემის და გეოპოლიტიკური პოზიციების გადანაწილებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეს ყველაფერი ევროპაში რაღაცის დანგრევის ხარჯზე აუცილებლად მოხდება, მაგრამ საინტერესოა, რომელი პრეზიდნეტი გააკეთებს ამას ელისეს სასახლედან, უბრალოდ ხელშიჭიქა ყავით და ფრანგული კროასანით მომღიმარი...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG