Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა მოსაშვილი

არავისთვის არ არის ახალი, რომ ვლადიმერ პუტინი დღემდე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და ძლიერ მმართველად ითვლება და ალბათ, უახლოეს მომავალში პოლიტიკური სურათიც რუსეთშიც დიდად არ შეიცვლება. უკვე ნათელია, რომ პუტინი მისი მმართველობის ვადას მაქსიმალურად გაახანგრძლივებს, სავარაუდოდ, 2024 წლამდე . კითხვაზე არის თუ არა ის დღეს ყველაზე გავლენიანი ლიდერი მსოფლიოში?-დიახ. პუტინის გავლენაც და მისი პერსონის რწმენაც, მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კრემლის ხილული თუ არა ხილული ხელი მთელმა მსოფლიომ დაინახა. უნდოდა თუ არა მას დონალდ ტრამპის უპირობო გამარჯვება, ამაშიც პე პირადად ეჭვი მეპარება. ტრამპი პუტინისთვის მეტად უხერხული კოლეგაა. კომპრომისზე წასვლა არცერთს არ უყვარს და არც რომელიმე მათგანი თუ კმაყოფილდება მიღწეული შედეგით მარტივად.2001 წელს, როდესაც შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, პუტინი სტუმრად ეწვია, გოლფის თამაშის შემდეგ,ორიოდე დღეში ერთმანეთს საჯაროდ „კარგ მეგობრებს“ უწოდებდნენ და მსოფლიოშიც ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის თანამშრომლობას აპირებდნენ. თუმცა მათთვის კრიტიკული მომენტი ბევრჯერ დამდგარა, როდესაც ორივე მათგანს საკუთარი ინტერესებისთვის კომპრომისზე წასვლა გასჭირვებია.

კითხვაზე იყო თუ არა მისთვის ჰილარი ქლინტონინაკლებად მისაღები კანდიდატი-დიახ.2011 წელს, როდესაც მოსკოვში ოპოზიციური ძალები პუტინის მმართველობასდა არჩევნების შედეგს აპროტესტებდნენ, კრემლის მმართველმა ქლინტონი რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის საჯაროდ დაადანაშაულა და თითიც მკაცრად დაუქნია. ასევე ორ ქვეყანას შორის ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკაც“ ყირიმის ანექსიით და უკრაინის კრიზისით დასრულდა.

არის თუ არა პუტინი ყველაზე გავლენიანი ლიდერი მსოფლიოში?-რასაკვირველია არის. პუტინი დღემდე შესანიშნავად ლავირებს და ამის მაგალითია, ის ფაქტიც, რომ ანკარასთან ურთიერთობები ისე დაალაგა, რომ სირიის კრიზისზე ერთად მუშაობენ. სამაგიეროდ, ვაშინგტონსა და ანკარასს შორის ძალიან გაფუჭდა. დღეს პუტინი ერდოღანისთვის კარგი მეგობარია, ხოლო შტატების მთავრობა ფეთჰულა გიულენის არ გადაცემისთვის კრიტიკას იმსახურებს.

პუტინს არ სჭირდება მაინცდამაინც ტანკებით პირდაპირ კიევში ან თბილისში შემოსვლა. ანექსია, სახელად და პრინციპით „გათიშე და იბატონე“ კვლავ შეუცვლელია. მისი უხილავი გავლენა არ რჩება შეუმჩნეველი არც შტატების და არც საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

პუტინმა კარგად იცის, რომ მის წინააღმდეგ დღეს ევროპის ლიდერებიდან არცერთ მათგანს არ ძალუძს, რომ გადამწყვეტი და საბედისწერო დარტყმა მიაყენოს. პირიქით, დღეს მსოფლიოში ანტი-ტერორისტულ კამპანიას პუტინი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის საუკეთესოდ იყენებს.

დიახ, დონალტ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს პიროვნულად შეიძლება, ძალიან მოსწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ ისინი კრემლში და ვერც თეთრი სახლში საკუთარი სიმპატიების მიხედვით, გეოპოლიტიკურ კურსს ვერ გაატარებენ. ტრამპი არაა ის პიროვნება, ვინც „ვიღაცის ჩრდილქვეშ“ ყოფნას დიდხანს მოისურვებს და საკუთარ პერსონასაც ზიანს უმოქმედობით მიაყენებს.

დიახ, დღეს პუტინი ძლიერია, რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს. თუმცა, ისტორიიდან გვახსოვს, რომ ხშირად ერთი მმართველის გამარჯვება, მეორეს მარცხის დასაწყისი ყოფილა. ვლადიმერ პუტინს, ამ დრომდე ღირსეული მეტოქე საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყოლია. ასე, რომ ბრძოლის მოგებით, ომი არ მთავრდება. მისი ძალაუფლება კი მანამდე იქნება შეურყეველი, სანამ მისი საპირწონე მეტოქე პუტინის მიერ დამკვიდრებულ თამაშის წესებს არ შეცვლის და საკუთარს არ დააწესებს. პუტინმა ეს ყველაზე კარგად იცის, ამიტომაც მას ამ პოლიტიკურ ვითარებაში მომგებიანი პოზიცია უჭირავს . თუმცა მან ისიც კარგად იცის, რომ დაუსრულებელი არაფერია და თუკი თვლის, რომ რუსეთს საზღვრები უბრალოდ არ აქვს, მისი მმართველობის დასასრული, შესაძლოა სწორედ, მისი ავტოკრატული და განუსაზღვრელი ძალაუფლება აღმოჩნდეს, რომელიც რაც არ უნდა დაუსრულებლად მოეჩვენოს, მაინც ამოწურვადია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG