Accessibility links

მერკელის პოლიტიკური დრო


ავტორი: ანა მოსაშვილი

2015 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დასახელდა. ამ ფაქტს ბუნებრივია, კრიტიკაც მოჰყვა. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ მერკელი 2015 წელს ისეთი გავლენიანი არ ყოფილა, როგორიც მაგალითად დღეს არის. მერკელს ხშირად ბრალს სდებდნენ იმაში, რომ კრემლის პოლიტიკის მიმართ ლოიალური იყო. თუმცა დღეს, ქალბატონი კანცლერი არის, ის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელმაც ზუსტად იცის „პუტინის ენა“ დაგარდა იმისა, რომ რუსულად გამართულად საუბრობს, პუტინის შორსმიმავალი მიმავალი ძალისმიერი პოლიტიკის განჭვრეტაც შეუძლია და რაც მთავარია, უბრალოდ მოვალეობად თვლის, რომ ყველაზე მძიმე მომენტშიც პუტინთან დიალოგი აწარმოოს.

რაც შეეხება ევროკავშირს, გერმანია დღეს ევროზონის დე-ფაქტო ლიდერია. უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, ნათლად ჩანს, რომ მერკელი არის ის ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირის მომავალში დარწმუნებულია და ფრანგი საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით ევროპის შეერთებული შტატების შენარჩუნების მომხრეა. მერკელი არის ასევე ლიდერი, რომელმაც ლტოლვილებს ევროპაში გერმანიის კარი ფართოდ გაუღო და რომელმაც საბერძნეთის კრიზისის დროს მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროზონა საბერძნეთით ან საბერძნეთის გარეშე არსებობას კვლავ გააგრძლებდა.

ორიოდე დღის წინ ანგელა მერკელის და დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში. უდავოა, მერკელი შეახსენებდა ბატონ ტრამპს, მიუხედავად იმისა,რომ შტატების ლიდერი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას აქტიურად უჭერს მხარს, დანარჩენი ევროპისთვის ევროკავშირი ჯერ კიდევ პოლიტიკურ ღირებულებათა გამაერთიანებული სისტემაა, რომლის ალტერნატივაც ჯერ კიდევ არ არსებობს.

რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, მერკელის სადარდებელი ამ შეთხვევაში ალიანსის სამხედრო ბიუჯეტია და ტრამპთან საუბრის ერთ-ერთი თემაც ბუნებრივია ეს იყო.

მერკელს პოლიტიკური ფრონტი მრავლმხრივ აქვს გახსნილი. სახეზეა, ერდოღანის მკაცრი განცხადებები არა მარტო გერმანიის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართაც.

უახლოეს მომავალში ქალბატონი კანცლერი მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეპიცენტრში იქნება. მას უახლოესი პარტნიორი ევროპაში სჭირდება, თუმცა საფრანგეთის პოლიტიკური ბედი ჯერ გაურკვეველია და ამიტომაც უახლესი პარტნიორის ძებნა, რომ ევროპის კონტინენტის ფარგლებს გარეთ დაიწყო, გასაკვირი ნამდვილად არაა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მან ჯერ ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი უნდა დაიწყოს და შემდეგ წარმატებულად დაასრულოს,ისე რომ საკუთარი პოზიციები არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ შეარყიოს.

მსოფლიო გეოპოლიტიკაში ანგელა მერკელს თავისი პოლიტიკური სიტყვა ნამდვილად აქვს უკვე ნათქვამი და უახლოეს მომავალშიც ბევრჯერ იტყვის. მისგან განსხვავებით შტატების პრეზიდენტი ჯერ კიდევ მსოფლიოში მიმდინარე ვითარებას აკვირდება და ცდილობს, როდესაც დრო დადგება,როგორც ზე-სახელმწიფოს ლიდერმა თავისი ქმედითი პოლიტიკური სიტყვა თქვას და მაქსიმალურად მზად იყოს, რომ ეს ნაბიჯითიც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის შესაფერისი იყოს. მანამდე კი, მსოფლიოში ნამდვილად მერკელისპოლიტიკური დროა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG