Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ესმა გუმბერიძე

დასაქმების გარემოსთან დაკავშირებით საქართველოში იკვრება ე.წ მოჯადოებული წრე: ბიზნესის წახალისებისა და, მაშასადამე, სამუშაო ადგილთა ოდენობის გაზრდის, მიზნით უარი ითქვა თითქმის ყოველგვარ რეგულაციებზე, დასაქმებულთა უფლებების დაცვის ყოველგვარ გარანტიებზე. სარეგულაციო მასა მინიმუმამდე იქნა შემცირებული. სამუშაო ადგილები გაჩნდა, თუმცა რეგულაციების ნაკლებობის გამო ამ ადგილებზე ანაზღაურება არის მინიმალური, სამუშაო გარემო არ არის უსაფრთხო და რიგითი დასაქმებული მოკლებულია მისი უფლებების დაცვის თუნდაც მინიმალურ გარანტიებს. არაპროპორციულად დაბალი ანაზღაურების გამო, რომელიც, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ხშირად საკმარისიც კი არ არის არათუ ოჯახის, არამედ თვითონ თუნდაც მარტო დასაქმებულის, სარჩენად და უზრუნველსაყოფად. ამ არაპროპორციულად დაბალი და შეუფერებელი ანაზღაურების გამო ხდება საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა დემოტივაცია. ადამიანები ხვდებიან, რომ საქართველოში დასაქმება არ არის თავის რჩენის გზა, მუშაობა ვერ გამოგკვებავს. შესაბამისად მცირდება კვალიფიციურ მუშაკთა ოდენობა. ხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან; ადგილობრივი მოსახლეობა იწყებს თავის რჩენის ალტერნატიული საშუალებების ძიებას. მაგ. კრიმინალური ანდა ნახევრადკრიმინალური საქმიანობა, გადასახადებისთვის თავის არიდება, სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემით ბოროტად სარგებლობა, უცხო სახელმწიფოებში თავშესაფრისა და მასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიების მოპოვებისკენ მისწრაფება, თუნდაც საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში. სამუშაოს შესრულებისთვის უნარების/კვალიფიკაციისა და მოტივაციის ნაკლებობის გამო, რაც არაადეკვატური ანაზღაურების მოლოდინითაა გამოწვეული, გამოწვეულია თავის მხრივ ის, რომ ამ დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის დასაქმება ვერ ხერხდება. ამავდროულად ვინაიდან აუცილებელია ამ სამუშაოების შესრულება და ბიზნესს აქვს კადრებზე მოთხოვნილება, ხდება კადრების მოზიდვა საზღვარგარეთიდან შესაფერისი და მოტივირებული ადგილობრივი კადრის პოვნის შეუძლებლობის გამო. უცხო სამუშაო ძალის (რომელიც ხშირად მზადაა, უფრო დაბალ ანაზღაურებაზე და მეტი დატვირთვით იმუშავოს ადგილობრივ სამუშაო ძალასთან შედარებით, რაც განსაკუთრებით ეხება ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და სხვა ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოებიდან მოზიდულ მუშებს) შემოდინება ქვეყანაში კი იწვევს სამუშაო ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მუშახელის კიდევ უფრო მეტ დემოტივირებას. ყოველივე ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჩამოშორებას სახელმწიფოში არსებული შრომის ბაზრისგან, მის მარგინალიზაციას. მოსახლეობის ჩამოშორება შრომითი ბაზრისგან კი თავის მხრივ იწვევს მეტ სოციალურად დაუცველს, მეტ მოთხოვნილებას სოციალურ დაცვაზე. ჩნდება გადასახადების გაზრდის აუცილებლობა ამ მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. ჰოდა მაინც ვბრუნდებით იქვე,საიდანაც ვიწყებდით: მაინც მივდივართ იქითკენ, რომ ბიზნესზე ზეწოლა გარდაუვალი ხდება თუ დასაქმებულთა უფლებების უზრუნველსაყოფად რეგულაციების დაწესების გზით არა, გადასახადების გაზრდის გზით მაინც. ჰოდა არ ჯობია, დავაწესოთ მინიმალური ხელფასი, სამუშაო დრო დავარეგულიროთ, უცხოეთის მოქალაქეთა დასაქმება შევზღუდოთ, დავაწესოთ სამუშაო გარემოს სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები, შევქმნათ შრომის ქმედითი ინსპექცია იმას, რომ მოსახლეობა ბოლომდე მოვწყვიტოთ შრომით ბაზარს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG