Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუსფიდის ამბებზე და პირველ რიგში ბათუმის შესახებ


ავტორი: გიორგი ბერიძე

მინდა თანამედროვე საქართველოზე, ჩვენს საზოგადოებაზე, სოციალურ მდგომარეობაზე დავწერო, ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ვფიქრობ წერილებს ნამდვილად აქვს თავის დადებითი მხარე, აქ ბევრად უფრო თავისუფლები ვართ ვიდრე აუდიტორიებში, კამპუსებში, მეგობრებთან კამათშიც კი, აქ არ გვაქვს ვალდებულება დიალოგის ფორმაში აზრების გამოთქმის, აზრების გადახარისხების, რაღაც ნაწილის ‘’ჩვენთვის’’ დატოვების და რაღაც ნაწილის გამჟღავნების, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება არსებითად პირველ ნაბიჯებს დგამს, თან უკვე 26 წელია, ისინი, ვინც ამბობენ რომ 2000 წლოვანი ისტორია აქვს საქართველოს და ამის დასაცავად მოჰყავთ არგუმენტად ‘’სუფრის’’ მაგალითი რომელიც სხვათაშორის დღეს ‘’არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსით’’ გამოარჩიეს, არადა, თუნდაც 300-400 წლის წინ, მითუმეტეს უფრო ადრე, არ ჩანს რაიმე სპეციფიკური განსაკუთრებულობა ქართული სუფრის, საშინელებაა, ერთ დღეს, ერთ ნიუს ფიდში რომ ნახულობ სუფრის ამ ‘’აღიარებას’’ და მეორეს მხრივ იგებ როგორ იღუპება ადამიანი რომელიც გუშინ სუნთქავდა, ფიქრობდა, თავის სადარდებელი ჰქონდა მხოლოდ იმიტომ რომ ცუდ პირობებში უწევდა მუშაობა ისევ თვითგადარჩენისთვის, ახლა ამ ადამიანის ადგილზე სიცარიელეა ოჯახისთვის, ახლობლებისთვის მაგრამ დამსაქმებელი ადვილად ჩაანაცვლებს მას სხვა მშრომელით, ვგულისხმობ ბათუმის სიტუაციას, საშინელებაა რომ ყოველწლიურად საქართველოში თითქმის იმდენი ადამიანი იღუპება ავარიაში, რამდენიც აგვისტოს ომში დაიღუპა, საშინელებაა რომ იმედგაცრუებული, გაბოროტებული ხალხი, ვინც ბათუმში სასტიკი მეთოდებით გადაწყვიტა პროტესტი, ახლა უფრო გაბოროტებულები ელოდებიან დიდ სასჯელებს, სპეცრაზმელების ‘’არანაირი ცემა’’ ამ შემთხვევაში ძალას კარგავს და არსებითად არარ გამორიცხავს ძალოვანი უწყებების დეჰუმანიზაციის უწყვეტობას, საშინელებაა რომ ორ ახალგაზრდას არც თუ ისე საშიში ნარკოტიკების გამო 8 და 5 წელი ციხეში მოუწევს დროის გატარება, ეს ყველაფერი რამდენიმე, 2-3 დღის ნიუს ფიდია.

ნიუს ფიდს მივყვეთ, საინტერესოა მასობრივი კომუნიკაციების განვითარების კვალდაკვალ რამდენად ფენომენალურად ვითარდება ადამიანის გონება, შესაძლებლობები, ინფორმაციები, დღეს შესაძლოა მე მეტი ვიცოდე ვთქვათ ამერიკის სამხრეთის მუსიკაზე (ვგულისხმობ ბლუზ მუსიკას) ვიდრე იქ მცხოვრებმა რომელიმე აფრო-ამერიკელმა, რომელსაც ამისთვის დრო შესაძლოა არ ჰქონდეს და რომელიმე მშენებლობაზე მუშაობდეს ისევ მინიმალური ანაზღაურებით და თვითგადარჩენისთვის.

ნიუს ფიდი როგორც თეორიული ჩარჩო .. მაგრამ რატომაც არა, ამგვარი წერილებისთვის მართლაც საინტერესოა ნიუს ფიდის მნიშვნელობის წინ წამოწევა, მაგალითად გუშინ, ვუყურე ვიდეოს, როგორ კლავს 2-3 (!!!) წლის ბავშვი ისლამური სახელმწიფოს მიერ შეპყრობილ სამხედრო ტყვეს .. ან როგორ მიდის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ჰოსპიტალის ექიმი დანაღმული ჰამერით მტრის პოზიციებში თავის ასაფეთქებლად, სამწუხაროა რომ დეჰუმანიზაცია მსოფლიოს რიგ რეგიონებში ასე მასობრივია, სამწუხაროა რომ კაცობრიობას ისევ აქვს პრობლემები, დღეს ვუსმენდი ‘’Funkadelic’’ - ის ერთ-ერთ ალბომს ‘’Cosmic Slop’’, და ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, ვფიქრობდი იმაზე რომ ადამიანები ხანდახან მარტივად ივიწყებენ საკუთარ ადამიანობას და ხანდახან განსაკუთრებით წინ წამოწევენ ხოლმე, ვფიქრეობ სოციალურ მოძრაობებზე, რომლებიც ცოტათი ‘’თავხედურიც’’ კი არის, იმიტომ რომ ადამიანურ ორსახოვნებას უპირისპირდება და ცალსახად პოზიტიურ მოთხოვნებს აყენებს დღის წესრიგში, თუმცა გავიხსენოთ, ბათუმში მეამბოხეებს არ ჰქონდათ იმის საშუალება რომ ესწავლათ, მოხვედრილიყვნენ რომელიმე უნივერსიტეტში და ამდენი ფიქრის ან კარგი მუსიკისთვის მოესმინათ, შესაბამისად აჯანყდნენ უხეშად, აჯანყდნენ მარტო, აი მაგალითად ‘’აუდიტორია115’’ კი აჯანყებულია თანმიმდევრულად, ცოდნით, კამპუსის კედლებიდან, საიდანაც აქვს ინსტიტუციონალური წონა, რის გამოც ძნელია მათი ისე დაჩაგვრა, როგორც ეს ხდება ბათუმელების (!!) შემთხვევაში.

დღეს, პროკურატურამ დაიბარა აუდიტორიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც წინა კვირას ლექციას ჩემთან ერთად უსმენდა, ისტორიას ‘’აჯანყებულები’’ ქმნიდნენ, ‘’კონფორმისტები’’ კი მასშივე იკარგებოდნენ, რაღაც ამგვარი კონტექსტი იყო, ამ აუდიტორიელს კი თვალები გაუნათდა ..

იქნებ ის, რაც ბათუმელებს შეემთხვათ მარტო მათი დანაშაული არ იყოს, იქნებ პასუხისმგებლობა უფრო შორს მიდის და მათ შორის ჩვენს აზრებთან, ჩვენს გონებასთან, ჩვენს ყოველდღიურობასთან ?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG