Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გვანცა იმერლიშვილი

ჭადრაკის დაფა, თითქოს რაღაცნაირად ცხოვრებასთან ასოცირდება!მეფე და პაიკი,თეთრი და შავი,წარმატება და წარუმატებლობა,იღბალი და უიღბლობა,სიძლიერე და უმეცრება.თამაშის დაწყების წინ ყველას ერთი მიზანი აქვს–გამარჯვება,თუმცა ხანდახან ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვგონია.ცხოვრება ხომ თეატრია?!ყველას თავისი როლი აქვს.....ოდესღაც ყველა საიდანღაც იწყებს:პირველი ნაბიჯი,რომლის გადადგმაშიც მშობლები გვეხმარებიან....მერე შენით იწყებ სამყაროს შენებას,რომელსაც რაღაცნაირად შენი სახელი ჰქვია,შენი ტემპერატურა აქვს ,მასში შენი შრომა,ნებისყოფა,გონიერება,მიზანდასახულობა დევს.ეს შენი ციხე–სიმაგრეა,რომელსაც მთელი ცხოვრება დაცვა და მოფრთხილება ჭირდება,დაცვა :ნგრევისგან,ბოროტებისგან,ღალატისგან და ვერაგობისგან....

დრო გადის და თანდათან გამოცდილებას იძენ,გამოცდილება ძალას გმატებს,ძალა რომელიც მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში გჭირდება.ამასობაში კი შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები ერთმანეთს ცვლიან...სხვადასხვა ეტაპზე კი სხვადასხვა თაობის, შეგნების, განსხვავებული ზნეობრივი ფასეულობების ადამიანებთან კომუნიკაცია შენში კვალს ტოვებს.ყველასგან და ყველაფრისგან რაღაცას სწავლობ. ღირსეულისგან– ზნეობას,უზნეოსგან–რომლის დეფიციტიც ცხოვრებაში არასდროს არის–როგორი არ უნდა იყო და უფრო მეტიც , თუ მისთვის ნიღბის ჩამოხნა მოახერხე უფრო მეტად მიჯნავ ადამიანში სინათლეს და სიბნელეს...

გადაშლი ცხოვრების კიდევ ერთ ფურცელს და გაუჩერებლივ მიდიხარ წინ და ხვდები ,რომ წლებთან ერთად შენ უფრო ძლიერი ხდები.ცდილობ აიხდინო ის ოცნებები,რომლებიც წლების წინ მხოლოდ ,,ოცნება,,გეგონა.უფრო მეტად ამაყი ხარ რადგან ეს ყველაფერი,სიკეთის,ნებისყოფის,შრომისმოყვარეობის და ღვთის გზაზე სიარულით შეძელი....

ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის რომ ყველაფერი ცვალებადია!რა საოცარია სამყარო ცხოვრებაში ყოფილა მომენტები,დროის ეტაპები,როცა ხვდები რომ დაიღალე და ტაიმაუტი გჭირდება...გჭირდება სიმშვიდე,ბუნება,მუსიკა,კეთილი თვალები,რომელსაც ადამიანში ჰარმონია შემოაქვს და ერთადერთი ვისაც შენს სულში შეღწევის უფლებას აძლევ ეს მზის სხივებია.. სულის სიმშვიდის ხმა ყველაზე ამაღლებული მელოდიაა.სიმშვიდეში ადვილია ფიქრი,ქუჩაში მოსიარულემაც კი შეიძლება ერთი ჩვეულებრივი დღის ისტორია შექმნა.დადიხარ აკვირდები შემხვედრ ადამიანებს,მათ თვალებში ერთმანეთს ცვლის:ტკივილი,სიხარული,სიყვარული,შიში და მაინც ყველაზე სუფთა თვალები ბავშვის თვალებია,სულ რომ გინდა უყურო ..ბოლოს ხვდები რომ ყველა ემოცია,გრძნობა პარალელურად არსებობს სამყაროში,ამიტომ უნდა შეძლო და გაფილტრო სიმშვიდე ხმაურისგან.

თუმცა რაც დრო გადის ხვდები რომ ხანგძლივი ტაიმაუტს,სიმშვიდესაც აქვს თავისი ლოგიკური დასასრული.ცხოვრებაში ეპილოგი პროლოგის დასაწყისია...ძნელია ისევ რიტმში ჩადგომა,ისევ ფეხზე დადგომა,შენი კუთვნილი ადგილის დაკავება,,მზის ქვეშ,,მაგრამ რაც რთული არ არის ცხოვრებაში ის საინტერესოც არ არის..

...როცა მზე შენთვის ყოველდილით ანათებს,როცა მზის სინათლე და სითბო შენშია,როცა შენს სიტყვას ძალა აქვს,როცა სიკეთეს აკეთებ და შენში კეთილი ბოროტს ამარცხებს,როცა ამ მძიმე ,,კლიმატში ,,სიცოცხლის სუნს გრძნობ,როცა თავისუფლება შენშია,როცა ბევრი ერთგული მეგობარი გყავს და ეს კავშირი სუფთა და უანგაროა.როცა მტერი დამარცხებულია ,მუხლმოყრილია და შენ იმდენად ძლიერი ხარ,რომ მისი პატიება და წამოყენება შეგიძლია,როცა ღმერთი და იღბალი შენს მხარეზეა,როცა ადამიანი ხად და ხვდები რას გავალებს ადამიანად ყოფნა....როცა შენში ჰარმონია,სიმშვიდე და სიკეთეა სწორედ მაშინ ხარ მზად ცხოვრება გააგრძელო....

ყველაფერი მცირედიდან იწყება....

,,ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, ოცნების უნარის დაკარგვაა. ამ უნარის გარეშე, ცხოვრება უბრალოდ ბანალურ ყოფას ემსგავსება. ნატვრა არის ის, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს.
მხატვრები ნახატებს ქმნიან, მუსიკოსები - მუსიკას. მე კი ჩემი ცხოვრების შექმნა მიყვარს - განუმეორებელი, მრავალფერი ნახატის, რომელიც ჩემი ოცნებებისგან იხატება და შემდეგ რეალობად გარდაიქმნება.საკუთარი ოცნების ასრულების უნარი, დიდი ბედნიერება და ცხოვრების მთავარი აზრია!,,

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG