Accessibility links

წარმოსახვითი თავისუფლება


ავტორი: ირინა რურუა

ალბათ სამამდე დათვლა და არჩევანის თავისუფლად გაკეთებაც არ დამცალდა ისე მომაჩეჩეს საკუთარი სხეული სქესთან და სხვა წვრილმან პირად აუცილებლობებთან ერთად.
ალბათ იმიტომ რომ არაფერი მსგავსი აღარ ახსოვს სხეულს, ინსტიქტების სახით და რა მოვთხოვო გონებას რომელმაც მოკლა დაბადებამდე მომხდარი ამბების გახსენების შესაძლებლობა.
ვიღაც აუცილებლად არმომხდარი ამბების წარმოდგენას დამწამებს და უცნაური ჩემი თავი უხერხულობის შეგრძნებებს დატოვებს.
საღამოს მოულოდნელად მოსული წვიმა ჩამორეცხს ყოველგვარ გაუგებრობას და დარჩენილ
ლაქებს მზე გაახმობს მინის კიდეზე.
ესეც ბუნებრივი მცდელობები წარსული ამბების გადასარჩენად.


ავტობუსის გაჩერებები.

ყვითელი ავტობუსის გაჩერებები. ადგილები სადაც მზე ყველაზე ნაკლებად გვაწვდის სხივებს. ჟანგი ჭამს რკინის მოაჯირებს, უხეში გაცრეცილი სკამის საზურგეს და ყავისფერი სუნი, ობივით შთანთქავს ხელის მტევნებს თითების მოძრაობასთან ერთად.
გამხმარ ამინდებში, მტვრიან მინებზე სახეაკრული ჩვენი თავია შველას რომ გვთხოვდა და ვერ შევძელით.
როგორც დამსკდარი მიწის გულები გადაგვექცა გამომშრალ სევდად ზაფხულის მიწურულს.

ჯერ
ბორბლების შეკრულ წრეებს ვითვლიდი და ჩუმად სარკიდან მძღოლის მოწითალო უხეშ სახესაც ვუთვალთვალებდი.
ვებრძოდი ძილს და გათენებულ ღამეებს.
არასაჭირო თემებზე საკუთარ თავთან დიალოგებს ვერ ვარბევდი დამაჯერებელი ტექსდებით და ყოველი ასეთი იმედგაცრუება ბორბლებთან ერთად ხაზავდა წრეებს
მეორე დღეს, ყვითელ ვაგონში.
შემდეგ
ვითვლიდი თითებს და გადამქონდა მზერა მოპირდაპრე მხარეს, ჩემგან ზურგით მჯდარ
-ლურჯ ზამთარში გახვეული სხეულისაკენ.
ნახევრად გარდცვლილი თმების წარმოსახვით გაცოცხლება და ნაცრისფერი უგულოდ დავარცხნილი სევდის გადათვლა,
მეტისმეტი უძილობაა, არ უარვყოფ.
თუმცა სიჩქარისგან გადღაბნილი კადრების დამახსოვრება შესაძლოა შვებადაც იქცეს.



ვიბადებით და უძლურებისგან სხეული გველევა
უამრავ საკუთარ თავში ვიკარგებით, ქალაქები და სახლები გვერევა
დავდივართ და ვაწყობთ დაკარგული სხეუილის ნაწილებს
დავდივართ და ვაწყობთ იქნებ მოვასწროთ.
ჩარჩოს გარეშე დარჩენილი კადრები,
ჩვენი პირადი დოკუმნტური, ყოველდღიური ყოფა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG