Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპიუმით გაბრუებული საქართველო


ავტორი: ლაშა ზედგინიძე

მოცემული სტატიის დაწერა მაიძულა ერთმა შემაძრწუნებელმა ფაქტმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 2016 წელთან შედარებით , ე.წ. „ციანიდის საქმის“ მიუხედავად, არ შეცვლილა საზოგადოებრივი აზრი საქართველოს მართლმადიდებლული ეკლესიის საქმიანობის მიმართ, რომელსაც გამოითხულთა 88% დადებითად აფასებს.

მოდით ნუ ვიდავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს მოცემული კვლევითი ინსტიტუტის ავთენტურობა, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია თუ რაოდენ დიდ ძალაუფლებას და გავლენას ფლობს საპატრიარქო არსებულ რეალობაში. ყველაზე დიდი დისონანსი ისაა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმე“ ნამდვილად არ იყო უმნიშვნელო მოვლენა ქართულ რეალობაში, მას გარკვეული გავლენა უნდა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც მინიმუმ დაფიქრდებოდა ამ საკითხზე და შეეცდებოდა საკმაოდ მწვავე კითხვების დასმას საპატრიარქოსადმი, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა ქართველი ერი ისევ და ისევ ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, შესაძლოა გაჟღერდეს, რომ ასეთი შეფასებისთვის სრული სურათია საჭირო, მაგრამ არა ეს აშკარაა, რომ რელიგია ისევ და ისევ ხალხის ტკივილ გამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც ვარდისფერ ფერად უხატავს სამყაროს ქართველ ერს, მაგრამ გამკვირვებია ქართველი ერის დასავლური იდეოლოგიისკენ სწრაფვით, რომელსაც ვერ გაუცნობიერებია დასავლური ღირებულებები და იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთი საუკუნით უკან იმყოფება.

მინდა კიდევ შევეხო სამგორის რაიონის მხრიდან 145 000 ლარზე მეტი თანხის გამოყოფას ეკლესიების კეთილმოწყობისთვის და ეს იმის ფონზე, როდესაც საპატრიარქოს მრავალ მილიონიანი ბიუჯეტი გააჩნია, მაგრამ ანტაგონიზმი იცით რა არის? გარემოვაჭრეები, რომელთა სავაჭრო სივრცე, რამდენიმე დღის წინ დაარბიეს, შესაძლოა მათი სოციალურ-მატერიალური გაჭირვების მიუხედავათ საპატრიარქოს სასარგებლოდ აძლევდნენ ხმას, ნუ რა შეიძლება ითქვას ამაზე უბრალოდ თვალსაწიერის შემოკლებასთან გვაქვს საქმე, თან იმის ფონზე როდესაც ოპიუმით გაბრუებული ქართველები გამუდმებით იმეორებენ ზურაბ ჟვანიას სიტყვებს: „მე ვარ ქართველი, მასაშადამე მე ვარ ევროპელი“.

ნამდვილად შემთხვევით არ გამომიყენებია კარლ მარქსის სიტყვები: „რელიგია ხალხის ოპიუმია“, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული რეალობის შესანიშნავი ასახვაა. მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს ეს ნამდვილად არ მახარებს, მაგრამ უახლოეს მომავალში სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG