Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ლაზარე გობეჯიშვილი

მიხაელ შუმახერს უთქვამს: „ადამიანი არ მეგულება, სისწრაფე თავისუფლების განცდას რომ არ უქმნიდესო.“ რთულია არ დაეთანხმო ლეგენდარულ ფოლადის კაცს. ასეა, სიჩქარე თითქოს გვათავისუფლებს, ოღონდ რისგან ამას კი ვერ ვხვდებით... (სავარაუდოდ სიცოცხლისგან) მართალია სიჩქარით გამოწვეული თავისუფლების განცდა ერთობ „გოიმურია“ და თავისუფლების იდეასთან ნაკლებად აკავშირებს რამე, მაგრამ ისე, რომ ვაღიაროთ ადამიანებიც საკმაოდ „გოიმები“ ვართ და სულაც არაა ჩვენგან გასაკვირი თავისუფლების ასეთი აღქმა. 180 კმ/სთ - ით რომ გადაადდგილდები საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ არც ისეთი მხდალი, უსუსური და უნიათო ხარ, როგორადაც სამყარო გაგრძნობინებს თავს , 240-ზე უკვე მაგარი ტიპი ხარ, საკუთარ თავთან დამტკიცებული გაქვს სიძლიერე და სხვებზე ახდენ შთაბეჭდილებას, აი 300-ზე... ოოო, 300-ზე უკვე ნამდვილი გმირი ხარ, არა რა გმირი... სამყაროს მეუფე ხარ, ნამდვილი ღმერთი ხარ (შენი შეზღუდული აზროვნებით). არადა სწორედ ამ მომენტში ერთი გამოშტერებული მოკვდავი ხარ, რომელიც გამალებით აკაკუნებს საიქიოს კარზე და მხოლოდ იმის იმედადაა ანგელოზი გაუღებს თუ არა ამ კარს. გასაგებია, რომ ხანდახან ყველას გვიჩნდება სიცოცხლის გმობისა და სიკვდილთან თამაშის სურვილი, მაგრამ საკუთარ სიკვდილ-სოცოცხლეს ეთამაშეთ, სხვისას თავი დაანებეთ ბატონო!! მაგრამ სადაა ადრენალინით ტკბობისა და თვითგანდიდების დროს აზროვნების უნარი?! დაბინდული აქვს კაცს გონი... სიჩქარე აზრისა და განსჯის უკუპროპორციულია, რაც უფრო იზრდება სიჩქარე, მით უფრო მცირდება აზროვნებისა და განსჯის დონე. ესაა ამ პატარა საქართველოში ამდენი უბედური საგზაო შემთხვევა რომ ხდება, ხშირად მსხვერპლის სისხლით იღებება აზარტი და მძიმე შედეგებით სრულდება საბედისწერო გატაცება. არადა სულ მიკვირს, ამ ზარმაც, უსაქმურ, უმუშევარ და „გაჭირვებულ“ ხალხს სად გვეჩქარება ასე ძალიან??! სად ხალხო?! ერთდაერთი პასუხია ისევ და ისევ საიქიოში მიგვეჩქარება! აბა ქართველს რად უღირს სიცოცხლე?! ქართველად და საქართველოში დაიბადა, მიწიერი სამოთხე უკვე ნანახი აქვს, რაღა აკავებს აქ, დროა იმიერში გადაინაცვლოს, თანაც ასეთი უგუნური გზით!! მოკლედ მეგობრებო, ნუ ჩააქრობთ სიცოცხლის სხივს, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, ნუ გაიმეტებთ ნურც ერთმანეთსა და ნურც საკუთარ თავს ჯართის გროვაში სულის განსატევებლად!!

გაუფრთხილიდით სიცოცხლეს, ისე ყველაზე ღირებულია, თვით სიჩარეზეც კი...

არ დაივიწყო, სახლში გელოდებიან!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG