Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე, ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი


ავტორი: ლევან ჭანტურია

როგორც მასწავლებლები, მშობლები და ახლო ნათესავები იტყოდნენ: "მე ვარ ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი". მე მაქვს შესაძლებლობა, ვიშოვო მილიონი, მაგრამ რეალურად ზარმაცი ვარ და ესეც კი ძალიან მეზარება. მე თავისუფლად შემიძლია გავხდე უდიდესი ფილოსოფოსი, ბიზნესმენი, დურგალი ან ჩავუდგე ქვეყანას სათავეში, მაგრამ... რა თქმა უნდა, მეზარება. ჩემი კარის მეზობლები ფიქრობენ: მე ვარ საუკეთესო "კომპიუტერჩიკი" ან "ტექნიკათმცოდნე" თუ მე მათ კომპიუტერში ჩავწერ სკაიპს და ხმაჩაწეულ ტელევიზორში კვლავ ილაპარაკებს ზაალ უდუმაშვილი. მანდვე ამინდის პროგნოზსაც ერთად მოვუსმენთ ყურადღებით, შემდეგ ამაყად შევაბიჯებ სახლში და ვახარებ, რომ მე ეს შევძელი, გავაბედნიერე დას მონატრებული და საინფორმაციოს მოწყვეტილი მეზობლები. რა თქმა უნდა, ისევ გავილანძღები, იმისათვის, თუ როგორ უაზროდ გავანიავე ჩემი ეს ფენომენალური ნიჭი, როგორ არ დავუჯერე მრჩევლებს და როგორ არ ჩავაბარე ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მოვისმენ ვიღაც ფრიდონის ისტორიას, რომელმაც ატიშნიკობით უკვე მესამე ბინა იყიდა თბილისში. "ტვინია, ტვინი! მაგრამ რად გინდა ჭკუა არააქვს თავში!" ასე ჩაერთვება უკვე გათანამედროვებული ბებიაჩემი, რომელიც მესენჯერში დედაჩემს ელაპარაკება. მეც ასე, "ვნანობ", ვპასუხობ წინა მეზობლის ზარს, უკვე გემრიელად წამოწოლილი, ბუზღუნით წამოვდგები და შევდივარ მის სახლში, რათა ვუთხრა, რომ უბრალოდ განახელბას აკეთებს ვინდოუსი, ის კი ეჭვის თვალით მიყურებს და სახლში არ მიშვებს, რათა ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 100% პროცენტს მიღწეული განახლება კი, ჩემი ძილის მომასწავებელია. ვიღვიძებ დილით და კვლავ, ხმადაკარგულ ტელევიზორს "ვეჩალიჩები", რადგან უკვე 15 წუთია დაიწყო "ნამსხვრევები". ამ სერიის დადუმება მთლიანად მიკარგავს სამეზობლოში მოპოვებულ რეპუტაციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG