Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, იდეალთა ჭიდილში


ავტორი: მარიამ მამალაძე

ჩემო მკითხველნო, როგორც მოგეხსენებათ უკვე წლებია ქართული საზოგადოების არჩევანია ევროპული ცივილიზაციისკენ ორიენტირი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კაპიტალისტური ეკონომიკის ელემენტები, სადაც ბაზარს არა სამთავრობო დირექტივები, არამედ უხილავი ხელი არეგულირებას, სადაც ნებისმიერი ადამიანი გამოხატვისას თავისუფალია და სადაც საზოგადოება ჰუმანურობის პრინციპით მოქმედებს. განა ეს არ იყო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რომლისთვისაც ბრძოლამ უამრავი სისხლი შეიწირა? მაშახლა როდესაც ასრულდა ჩვენი წინაპრების დაუცხრომელი სურვილი სასურველი ყოფისთვის, რატომ ვაწყდებით მოსახლეობაში საერთო მზაობის ნაკლებობას” სანატრელი რეალობის ”მისაღებად? ნუთუ ამაში წარსულის რევანშს მიუძღვის დიდი წვლილი, ან კიდევ იმთაობის ადამიანების გავლენას, რომლის წევრებმაც საკუთარი სიხლით მოგვიტანეს თავისუფლება?

საქართველოსთვის ,როგორც გარდამავალი პერიოდის ქვეყნისთვის, დამახასიათებელი ელემენტები საკმაოდრთულად მისაღები და გასამკლავებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის. საბჭოთა წყობილების ვითომ რაციონალურ სტერეოტიპებს შეჩვეული ხალხისთვის, რთულად გასააზრებელი აღმოჩნდა კაპიტალიზმისკენ მიმართული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა,სადაც ყველაფერი კონკურენციის კანონებს ემორჩილება,სადაც სამთავრობო რეგულაციები არ არეგულირებს მოთხოვნა -მიწოდების პროცესს, სადაც ადამიანების სურვილი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოითხოვსიმაზე მეტიგონებრივიპოტენციალის გაღებას ,ვიდრესხვები ახდენენ, სადაც ეკონომიკა არასტაბილურია, რომელზეც გავლენას საერთაშორისო მდგომარეობათან ერთად ინვესტიცების რაოდენობა ახდენს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო არენაზე დადებითი პოლიტიური იმიჯის შექმნასთან, სადაცსაზოგადოების წევრების ქმედება არ ექვემდებარება საბჭოთა დრომოჭმულ იდეოლოგიებს.

შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს მიზეზები საკმაოდ ადეკვატურია იმ რეაციების გასამართლებლად ,რასაც საბჭოთა მენტალობაში გაზრდილი ადამიანები გამოხატავენ. ფაქტია, რომ რთულად გასააზრებელი და მისაღებელი აღმოჩნდა, გარდამავალი პერიოდის სირთულეებთან გამკლავება ქართული სოციუმისთვის, რამაც თავისთავად საფუძველი ჩაუყარა ნიჰილიზმს, ქსენოფობიასა და ინერტული პოზიციის შენარჩუნებასგარდამავალი პერიოდის არსებულ ბარიერებთან ბრძოლაში. ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, საერთო მზაობის ნაკლებობა არსებულ ყოფასთანმიმართებაში შეაძლოა მივაწეროთ , როგორცზემოთ ხსენებულ მიზეზებსსა და ასევე ჰომოსოვეტიკუსებისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ადამიანების გავლენას , რომლებიც ჩვენივე საზოგადოების წევრები არიან. შესაძლოა, ეს საკითხი იმდენად სენსიტიური არ არის ჩემი თაობისთვის, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს შექმნასთან ერთად ვიზრდებოდით, არც ჩვენი მშობლების თაობისთვის, რომლებმაც საკუთარი ძალიხმევით მოგვიპოვეს თავისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსესუსი არსებული რეალობის მისაღებად რაც, ჩვენივე ქმედებებში აისახებადა რაცსაბოლოო ჯამში დიდ საფრთხეს უქმნის მომავლისკენ სავალი გზების ეფექტურად გავლას.

დიდი ისტორიული პროცესები მიმდინარეობს საქართველოში,რასაც თითოეული ჩვენთაგანის გონებრივი ორიენტირის შეცვლა, საბჭოთა მენტალობისგან განთავისუფლება და კონსესუსის მიღწევა სასიცოცხლოდ სჭრდება. თუ გვინდა რაიმე ცვლილების მოხდენა საზოგადოებაში, ცვლილება სწორედ, რომ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ. სწორედ ,რომ უკეთესი მომავლისკენ სავალი გზა ,რომ შევამოკლოთ და ” ვარდი ეკლებისგან” გავათავისუფლოდ, საჭიროა მოვახდინოთ არასწორიიდეოლოგიების ტრასფორმირება ქვეყნის საკეთილდღეოდ, იმ ნეგატიური ემოციებისგან დაცლა და ჰომოსოვეტიკუსთა რეალობისგან თავის დაღწევა, რაც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროში, ინტეგრაციას აფერხებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG