Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსრულებელი ოლიმპიადა


ავტორი: მარტინ იდენი

რიო 2016 დასრულდა, თუმცა ოლიმპიადა არასდროს სრულდება.წელს ბრაზილიაში ჩავიდა 11 000-ზე მეტი სპორტსმენი 207 ქვეყნიდან. მათ უკან კი რამდენი გლშემატკივარია, ამის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია. შეუძლებელია ოთხი წელი ეყოს ამდენი სიხარულისა და სევდის გაზიარებას. იმ ემოციების განელებას, რომელიც თითოეულმა ადამიანმა გადაიტანა. ეს მუდმივი პროცესია და არასდროს სრულდება. სწორედ ამიტომ არის ყველა სპორტსმენისთვის(გამონაკლისი რამდენიმე სპორტის გარდა) მნიშვნელოვანი.

ჩემი ოლიმპიური მეხსიერება 2004 წლიდან იწყება. მაშინ, ზურაბ ზვიადაურმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოიგოქალაქში, საიდანაც ეს თამაშები იღებს სათავეს, მოუგო იაპონელს, რომლის წინაპრებმაც გამოიგონეს ძიუდო და მოიგო ქულათა მასქიმუმით, ანუ სუფთად. მახსოვს ფეხზე დამდგარი, როგორ ვჭიდაობდი მასთან ერთად, როგორ ვნერვიულობდი და როგორ გავიმარჯვე.

მეორე ოქრო გიორგი ასანიძესთან ერთად ავიღე.მასთან ერთად ვწევდი შტანგებს და მასსავით ვუყვიროდი აზიელს, რომ ვერ აეწია ის სიმძიმე, რომელიც ქართველს ოქროს წაართმევდა.

მახსოვს დამარცხება ნესტორ ხერგიანთან ერთად ფინალში დაეგვიპტელთან განწირული რამაზ ნოზაძე. ეს ის წუთებია, რომელსაც ვერავინ წამართმევს თვით ეს სპორტსმენებიც კი.

2008 წლის ოლიმპიადა კი, ცუდად მახსოვს. რა თქმა უნდა ვიცი ვინ რა სინჯის მედალი აიღო, თუმცა მაშინ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვკვდებოდი. დიახ, ზოგჯერ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მრავალჯერ მოკვდეს. ეს უფრო მძიმეა, ვიდრე გულის გაჩერება და ტვინის გათიშვა. ჩემთვის ის სპორტსმენები, ვინც მაშინ გამოვიდა ისეთივე გმირები არიან, როგორც ქართველი ჯარისკაცები.

2012 წელსაც გამიჭირდა თვალის მიდევნება პირადი ცხოვრებისეული პრობლემების გამო, რომელიც საინტერესო არ არის. მაშინ ოლიმპიადასთან ერთად ბევრ რამეს ჰქონდა აზრი დაკარგული.

აი, 2016 წელს კი, თითქმის ყველა ქართველი სპორტსმენის შეჯიბრება ვნახე. მეტი შეგვეძლო ეს ის ფრაზაა, რომელიც აქ უადგილო ნამდვილად არ არის. თუმცა ამასყოველთვის ვიტყვით, რადგან მაქსიმალისტები ვართ. წელსაც იგივე მოხდა, რაც 2004 წელს მთლიანად მათთან ერთად ვიყავი. არაერთი სიხარული გვაჩუქეს ჩვენმა სპორტსმენებმა,თუმცა ახლაც ჩამესმის ჭრიკიშვილის განწირული ხმა და ვხედავ ატირებულ ლიპარტელიანს-მაქსიმალისტს!იცით ეს რა მომენტია? როცა ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა და აღარაფერი შეგიძლია. როცა ხვდები, რომ ოთხი წელი რისთვისაც ემზადებოდი, ოფლსა და სისხლს ღვრიდი, რეალური კანდიდატი იყავი, ერთმა შეცდომამ დაამსხვრია. ისღა დაგრჩენია იყვირო, მაგრამ ეს გრძნობა არასდროს მოგეშვება, არ დაგაძინებს და მთელი ცხოვრება გაგყვება. განსაკუთრებით პირველ თვეებში.საბედნიეროდ ორივე სპორტსმენს და სხვა დამარხებულებსაც კიდევ აქვთ შანსი მომავალ ოლიმპიადაზე.

ზოგადად ძიუდო ძალიან რთული სპორტია, ბევრ სხვა სპორტში გამოასწორებ შეცდომებს და თუ ძლიერი ხარ მოწინააღმდეგეზე მეტი შანსი გაქვს აჯობო, თუმცა აქ დამთავრებული არასდროს არის, სანამ ბრძოლა მიმდინარეობს, ყველაზე სუტსაც კი,შანსი აქვს, უფრო მეტი ვიდრე სხვა რომელიმე სპორტში. ალბათ, ამიტომ აქვს ასეთი ფასი ჩემპიონობას.

ძალიან მწყინს ხოლმე, როცა ქართველ სპორტსმენებს სიზარმაცეში ადანაშაულებენ, ან არასათანადო მონდომებაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რადგან მათ თვალებში ჩანს ის შრომა, მონდომება გამარჯვების და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის. თუ, რომელიმე ვერ ახერხებს თავისი მაქსიმუმის გამოყენებას, ან მისი მაქსიმუმი არაა საკმარისი ტურნირში მოსაგებად, არც ეს არის გასაკრიტიკებელი და ხაზგადასასმელი.

როგორც ჩვენი გარეგნობა განსხვავდება, ისევე ნიჭი და ფსიქოლოგია. ყველა სპორტსმენი ყოველთვის მზად არ არის ასეთი სტრესისთვის, ამიტომ არ უნდა ვუთხრათ მათ, რომ იზარმაცა ან არ მოინდომა, როცა მრავალი საათი აქვს გაატარებული იმ სპორტში დაოსტატებისთვის, რომელსაც მისდევს.

თუმცა, ხალხს გამარჯვებულები აინტერესებს, გვარები მედლების გასწვრივ, ისტორიასაც მხოლოდ ეს რჩება. მომენტები კი, იმ მცირე ნაწილ სპორტსმენსა და ადამიანებშია, რომლებმაც ერთად განიცადეს გამარჯვება და მარცხი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG