Accessibility links

სიყვარული სმოგის დროს


ავტორი: ნინო მარღანია

კატაკლიზმებსა და სამყაროს აღსასრულზე გადაღებული ფილმების ნახვისას, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მოვიდოდა ის დრო, როდესაც ჰაერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნებელი გახდებოდა. ერთ-ერთი ფილმის სიუჟეტის მიხედვით,გარემოს დაბინძურებას დედამიწელები სხვა პლანეტაზე გაექცნენ. დღეს ამ სცენარმა, ეკრანებიდან უკვე ჩინეთის ქუჩებში გადმოინაცვლა.

2014 წელს პეკინში ყოფნისას, ჰოლანდიელ დიზაინერსა და გამომგენებელს Daan Roosegaarde, ჰაერის გამწმენდი აპარატის შექმნის იდეა დაებადა მაშინ, როდესაც ხილვადობა მისი სასტუმროს ფანჯრებიდან სმოგის გამო შეზღუდული იყო.

როტერდამში დაბრუნებისას Daan Roosegaarde საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა. თავდაპირველად ეს არტ ინსტალაცია უნდა ყოფილიყო, რომლის ფუნქციაც დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკების შეგროვება და ამ ნარჩენების ბეჭდად ქცევა წარმოადგენდა. ერთი ბეჭედი 1 000 კუბური მეტრი სუფთა ჰაერის ექვივალენტს შეადგენდა. იდეის ავტორი იწრმუნებოდა, რომ აპარატს 30 000 კუბური მეტრი ჰაერის გასუფთავება ერთ საათში შეეძლო. (იხ. პროექტის ლინკი smog free project Beijing )

მოგვიანებით, მისმა პროექტმა ჩინეთშიც გაითქვა სახელი. პროექტს მხარს უჭერდა და აფინანსებდა ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრო. მოსახლეობა ჰაერის გამწმენდი მოწყობილობის დასრულებასა და დამონტაჟებას იმედით თვალით უყურებდა. თავად დიზაინის ინსპირაცია კი ჩინეთში ნანახი პაგოდა გახდა და ეს პაგოდის ფორმის 7 მეტრიანი მოწყობილობა ორ წელიწადში ჩინეთში გადასატანად მზად იყო. 2016 წლის ზაფხულში Daan Roosegaarde-მ როტერდამში ორ კვირიანი სატესტო შემოწმება ჩაატარდა და მოგვიანებით, პეკინში ერთ დღეში დაგროვებული ჰაერის ნარჩენები, როტერდამში ორ კვირანახევრიანი ნარჩენების რაოდენობას აღემატებოდა.

2016 წლის 29 სექტემბერს პეკინის 798 არტ ზონაში მსოფლიში ყველაზე დიდი ჰაერის გამწმენდი აპარატი საზემოიმოდ დაიდგა. იდეის ავტორი იმედოვნებდა, რომ მომავალში პეკინში 25-მდე აპარატის დადგმას შეძლებდა და 10-15 წელიწადში ჰაერის დაბინძურების პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ჰაერის დაბინძურებას ეწირება და ისეთი დაავადებების პროვოცირებას უწყობს ხელს, როგორებიცაა ფილტვის კიბო, გულის და რესპირატორული დაავადებები, ინსულტი, ბრონქიტი და მწვავე ინფექციები. ამ დაავადებების რიცხვი კი დღითიდღე მატულობს. ჟურნალ Nature-ს კვლევების შედეგად, 2050 წლისთვის ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიოანობის რიცხვი გაორმაგდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, 1 კუბურ მეტრ ჰაერში PM 2.5 (წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკი) 25 მიკრომეტრს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როცა ჩინეთში ეს მაჩვენებელი 600 მიკრომეტრს ცდება.

ჩინეთის მთავრობა არაერთ რეგულაციასა თუ შეზღუდვას აწესებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში დადგინა განგაშის უმაღლესი “წითელი” დონე, რომელიც მაშინ ცხადდება, როდესაც ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) ოთხი დღის განმალობაში, 200-ს აჭარბებს. პეკინში პირველი ე.წ “წითელი” განგაში შარშან დეკემბერში გამოცხადდა და მაშინ მთავრობის განკარგულებით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი შეწყდა, აიკრძალა ქვანახშირზე მომუშავე სწრაფი კვების ობიექტების მუშაობა და მანქანების გადაადგილება, ხოლო ქალაქის გარშემოსაწარმოების დროებით შეჩერების ბრძანებაც გაიცა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა ჩვეულ რიტმში განაგრძობს ზრდას. ბიზნესმენებმა და დიზაინერებმა ჰაერის დაბიძურების პრობლემას არაერთიპროდუქცია თუ გამოფენა მიუძღვნეს. პეკინში რამდენიმე ბრენდი მხოლოდ ნიღბების დიზაინზე მუშაობს. გამუდმებით იქმნება სახლისა და ოფისის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები.

ერთ-ერთი კანადური კომპანია, რომელიც ადგილობივი კურორტის ჰაერს ბოთლებით ჰყიდის, აცხადებს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთიდან გაიზარდა.

Vitality Air-ის ინფორმაციით, 500 კონტეინერი, რომელიც მთიან ქალაქში “აავსეს”, ჩინეთში გაიგზავნა და სულ რაღაც 2 კვირაში მთლიანად გაიყიდა. პროდუქციის თითო ბოთლის ფასი 14-დან 20 დოლარამდე მერყეობს.

The Smog Free Tower-ის დამონტაჟებიდან რამდენიმე თვეში, გარემოს დაცვის თემებზე მომუშავე ჟურნალისტების ფორუმმა (CFEJ) გამოაქვეყნა დასკვნა (დასკვნის ლინკი ჩინურად), სადაც ნათქვამია, რომ ჰაერის გამწმენდი თავის სამუშაოს “ეფექტურად” ვერ ასრულებს და მასში გადახდილი თანხა ბიუჯეტის არამიზნობრივი გაფლანგვა გამოდგა. რა თქმა უნდა არც ამ დასკვნას და არც აპარატის დაყენებას მოჰყოლია დიდი აჟიოტაჟი, რადგან რეალობა ყოველ დილით სხვა რამეს გვეუბნება. ზამთრის სიცივეებთან ერთად, ჰაერის დაბინძურება უფრო და უფრო მატულობს, რადგან ქვეყანა მთლიანად ქვანახშირზე მუშაობს. სულ უფრო მეტი უცხოელი ტოვებს პეკინს, რადგან ეს მაჩვენებელი ჩრდილოეთის პროვინციებში უფრო მაღალია.

პეკინელების მორიგი იმედი - ჰაერის გამწმენდი როტერდამიდან ფუჭი გამოდგა და ახლა მოახლოებულ “წითელ” (ან ნარინჯისფერ) განგაშს პეკინელები მხოლოდ ნიღბების ამარა ხვდებიან. ქალაქი კი ჩვეულ, სწრაფ ტემპში განაგრძობს სვლას და პეკინელების ცხოვრების სტილს ნაცრისფერი სმოგი ვერაფერს აკლებს. გამთენიისას, მოედნებზე ისევ შეხვდებით ტაი ჩის მიმდევრებს, აქ ისევ ისე უყვართ, როგორც უწინ და იმაზე მეტი ბავშვია, ვიდრე smog free პეკინის დროს. ამას ხელი “ერთი შვილის” პოლიტიკის გაუქმებამაც შეუწყო (პოლიტიკა "ერთი ოჯახი - ერთი შვილი" 1979 წელს მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვის მიზნით დაინერგა. 2015 წელს კი ეს შეზღუდვა გაუქმდა). დღითიდღე იზრდება მოსახლეობის რაოდენობა და მცირდება დედამიწის მარაგი. სადამდე მივა განვითარებული ქვეყნების შესაძლობლობები და გაუმკლავდებიან თუ არა 21-ე საუკუნის ამ გამოწვევას?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG