Accessibility links

არაფერი, როგორც მგზავრობა ყველაფერში


ავტორი: პაატა ტურაშვილი

რა ხდება მაშინ როდესაც დრო პირობითია, სიცოცხლე პირობითია, სიკვდილი პირობითია, ეს ყველაფერი აქ ამ სამყაროში რჩება, და შენ ამ ყველაფრის მიღმა გადიხარ და იკარგები, არ იკარგები, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო! არ მცნობო შეგრძნებავ ნაცნობო! არა არაფერი, არა რა, არაფერი ყველაფერი, იწყებ მეტყველებას შენს გამოგონილ ენაზე შენს ცეკვას ცეკვავ, არსად, ყველგან, შენს გრძნობებს ეთამაშები უცხოდ ნაცნობს, რა ლამაზია სუნთქვა აქ, სხვაგან, როდესაც გრძნობ გონების ცურვას ჰაერში რომელიც შენია და არც შენია, არც სხვისია, ფიქრები გაიშალა როგორც უსასრულობაში ღრუბლები, სამყაროს ბოლოში ხეტიალობ და გრძნობ, ამ სამყაროს მიღმა სხვა სამყაროა, იმ სამყაროს მიღმა კიდევ მომდევნო სხვა, რაც საერთო ჯამში ერთ დიდ სამყაროს ბურთს ქმნის, ამ ყველაფრის მიღმა არის უსასრულო სივრცე რომელსაც მატერიას, ან უფროს სხვა სიტყვას ეძახი რომელიც შენ დაარქვი, მაგრამ არ გახსოვს სახელი, შენი არსების უმთავრესი არსი გრძნობაა.., შენ გრძნობ და მარტო უსასრულო სიცარიელე გგონია უსასრულო სიყვარულის მრავალფეროვნება გამოხატვის ფორმა, არცერთი ასოსგან შემდგარი, ეს უსასრულო სიცარიელე და მისი მომდევნო შეგრძნება, უთვალავი სიცარიელე, ერთ დიდ მრავალფეროვნებას გულისხმობს, არა სასრული არა რა, შემდეგ უდაბნოდ გეჩვენება ეს მრავლის მეტყველი სიცარიელე და თავს გრძნობ ისე როგორც მტვრის ნაწილიაკი, რომელიც აზროვნებს და ამ სამყაროზე ფიქრობს მაგრამ უფრო გრძნობს რადგან ფიქრები უფრო სიმყარისკენ მიდის, შეგრძნება გაქვს არამყარი უსახელო, და ეს შეგრძნება მოდის ახლოს, ცდილობ მასთან შეხებას ეფერები და იყვარებ მსხვერპლს რომელიც მანამდე გიყვარდა სანამ აქ არ იყავი, თავიდან ფრთხილად აკვირდები როგორც ნადირი აკვირდება თავის მსხვერპლს გარედან ეთამაშები შემდეგ შიგ შედიხარ და სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად არღვევ ამ სივრცეს,ეს ტელეპორტაციას გავს სხეულის გარეშე, შემდეგ ხდება ის უცნაური ნაცნობობა რასაც ჩავლა და ინტერესის დაკარგვა ქვია, უსახელო წამიერება, წამის უკან აკვირდებოდი და საინტერესო იყო შემდეგ უინტერესო ხდება ისევ ჰაერში ხარ ისევ შიმშილის გრძნობით იმ ცხოველივით მსხვერპლს რომ დააგემოვნებს და ვერ დანაყრდება, ისევ სხვა მსხვერპლის ძებნა დაიწყე, შენ სახლი არ გაქვს, შენ სამშობლო არ გაქვს, შენ წვიმაში მოყოლილი ჩიტი ხარ რომელმაც არ იცის სად არის მისი სახლი, მაგრამ ეს პრობლემა არ არის შენთვის რომ იპოვო მალე მოგბეზრდება და ვეღარ იფრენ ვერასდროს იპოვი და არც პოვნა გინდა, შენი სახლი შენ ხარ. შენი ამინდი არსად არის ,შენი ოცნება არ გინახია, შენი გამოგონილი საგნები ჰორიზონტის მიღმა არსებობენ გინდა ჰორიზონტის პირზე აღმოჩდე, და ჩავარდე შემდეგ ჰორიზონტის იქით სადაც ჩავარდნა პირობითია და არც ჩავარდნაა.. და არც ამოვარდნაა.. როგორც იმ უსასრულო მატერიაში სადაც მიმართულება პირობითია არც ჩრდილოეთია არც სამხრეთი არცერთი მხარე არ არის, შენ ვერ გძნობ სიცივეს არც სითბოა არც სინათლეა არც სიბნელეა, უბრალოდ ვერ დაარქმევ ამ სიტყვებს, რითიც აქ გამოითქმევა ის რაც უკვე იგრძენი წამის მემილიონედში, ნაცნობი უცნობი ნაცნობია, არც მიახლოვებულია რაიმე ნაცნობ საგანთან ფერთან გრძნობასთან, სანამ დაიბადებოდი ეს უკვე იყო შენში, შენ არ იყავი მაგრამ შენ გრძნობ შენი დაბადების უკან შენს არსებობას გახსენდება ის რაც არსებობს არ გაგივლია ამ ყოფიერების ვიწრო სრუტეებში, შენ იცინი, ჩუმად ხარ და ცდილობ ტელეპორტაცია მოახდინო საკუთარი განცდების, სულის, ან იმ წარმონაქმნის რასაც ადამიანებმა სული დაარქვეს, სხეულის რეაბილიტაცია სხვა სივრცისთვის, დაიყვირო ისე რომ ყველა საზღვარს გაცდეს ბგერები, გაიფანტოს იქ რასაც უკვე არაფერი ქვია, ყველაფერი დაიწყო და ყველაფერი დასრულდა, წრფემ იპოვა თავისი ბოლო და შემდეგ ახალი წრფე დაიწყო, წრფეზე სიარული არ ნიშნავს გადახვევების გარეშე სიარულს ეს ხომ შენი შინაგანი ხმის ნაბიჯებია რომელსაც ტვინი არ მართავს ეს თვითნაბადია და თავისთავად მოდის თავისთავად ჩერდება დრო და დრო რომ მიმოიხედოს დატკბეს ყველაფრით მაგრამ არ გაოცდეს რადგან არაფერია ისეთი რამ რაც უნდა გაოცებდეს და ეხვეოდე, გახსოვდეს ამგვარი ჩახუტება უკვე მცდარია დამოკიდებულება ორნაირია, ხოლო მეორე უკვე მცდარია, პირველი უბრალოდ დამოკიდებულებად რჩება. რომ არ იყვეს სახელი წვიმა და რომ არ ერქვას წვეთს წვეთი, შენ გახსოვს ეს შენი დაბადების წინ რა დაარქვი და როგორ გსიამოვნებდა გახალისებდა ეს ბავშვივით ყოფნა, შემდეგ მოხვდი აქ მაგრამ ისიც არ დაგიტოვია ბოლომდე შენ საერთოდ ვერაფერს ტოვებ რასაც სახელი ვერ მოუძებნე, და აქ წამიერ გაელვებებში არც ისე ხშირად თუ იჭერ დრო და დრო იმ სასიამოვნო შეგრძნებებს რომელსაც წარსული არ ქვია არც მომავალი, არ არსებობს არც მომავალი არც წარსული არც აწმყო, ეს გამოიგონეს და ამ სივრცეში რასაც გრძნობ რასაც დროს ვეძახით ადამიანურ ენაზე უბრალოდ არ არსებობს, სხვა სახელს დაარქმევდი მაგალითად სიტყვას რომელიც არცერთი ასოსგან შედგება, დრო პირობითია შენ უკვე დროს და სივრცეს აჯობე, და უკან დატოვე სახელები და ნაცნობი მე, შენ შენი ჰორიზონტთან დამოკიდებულებით, რადგან შეუძლებელი შესაძლებელია აქ და ჰორიზონტის პირზე დგომა, რაც უკვე ჰორიზონტად აღარ ითვლება , უკვე ჰორიზონტი არ არის, ეს ერთი დიდი მთლიანი სივრცეა რაშიც გრძნობ არაფერს ან რაც იმ სიტყვას გამოხატავს რომელიც ასოებისგან არ შედგება. შენ იგრძენი სისხლის ადუღება ცხელ უდაბნოში, სხვა სიტყვებით მეხუთე სეზონში დედამიწის არა სხვა დედამიწის შიგნით და გარეთ, სხვაგან, შენთან, ახლოს შორს, შენ ხარ ეშმაკი მაგრამ სინათლის მასხივებელი, რომელიც სიმშვიდეს ანგრევს, არღვევს და არაფრის კეთებით ყველაფერს აკეთებს, უკაცრიელს უდაბნოში სადაც გამაოგნებელი ყვირილი უდიდეს სიწყნარით მეტყველებს, შენ ყველა ნახე, შენ ყველას შეხვდი, შენ იღიმი, შენ თვალებში უყურებ არაფერს, შენ სუნთქავ, შენ გრძნობ, შენ ბედნიერი ხარ ამით შენ შეიყვარე სიტყვები ასოების გარეშე, შენ შეიყვარე ყველაფერი და შეეხე ტელეპორტაციით საკუთარი განცდიდან, გრძნობიდან, ყველაფერი, ყველაფერი დაატრიალე როგორც მორევი მთლიან სამყაროში

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG