Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: სოფო გამდლიშვილი

"ადამიანის გული თუ სხეული მუდამ ერთია,სული კი მასში ორი ან ხუთი კი არა,ურიცხვი ბინადრობს..."

ჰერმან ჰესე

ხშირად მიფიქრია ყველა ადამინი ეგოისტია- მეთქი,განურჩევლად ასაკის სქესის,ეროვნების თუ რელიგიური აღმსარებლობისა... ზოგის ეგოიზმი მისსავე გადამეტებულ თავმდაბლობაში ანდაც მოჩვენებით პირდაპირობაში გამოიხატება... ფაქტი ისაა,რომ ყველას გვჯერა რომ არსებობს ერთი,უნიკალური და განუმეორებელი "მე" ანუ ჩვენი პიროვნება..იმაზე კი ძალიან იშვიათად ვფიქრობთ რისგან შედგება ეს "მე"? თანდაყოლილი ურყევი თვისებებისაგან თუ მრავალი ნაწილისგან,რომელიც გაუცნობიერებლად შემოდის ყოველდღიური რუტინით გადაღლილ ცხოვრებაში..

ყოველი ამოკითხული ფრაზა, ყოველი ბგერა საყვარელი მელოდიიდან, ყოველი გაგონილი სიტყვა,ყოველი მოსახვევი ჩვენი ცხოვრების დახლართული ბილიკისა, უჩინარად იპარება ჩვენს ქვეცნობიერში და თავის ადგილს მტკიცედ იკავებს..მერე კი ამაყად ვიტყვით ხოლმე:

ეს "ჩემი" წიგნია..

ეს "ჩემი" ქუჩაა..

ეს "ჩემი" ცხოვრებაა..

ასეთი ემოციის განცდა მხოლოდ მე შემიძლია...

სხვა ვერ გაიგებს რა არის სიყვარული...

მე ყველაზე მგრძნობიარე ვარ..

მე ყველაზე მეტად მიყვარს წვიმა..

მე სულ სხვა ვარ...!!

მართალია დედამიწაზე არ არსებობს აბსოლუტურად იდენტური წყლის წვეთიც კი..მაგრამ ადამინი იმას უფრო ადვილად დაუშვებს რომმთვარე დედამიწაზე დაეშვება,ვიდრე იმას,რომ ვინმე შეიძლება იგივეს განიცდიდეს რასაც თვითონ ( უფრო უარესი თუ ის ვინმე სრულიად გაუნათლებელი და უწიგნური არსებაა ) სინამდვილეში ყველა ჩვენთაგანი რაღაც უხილავი ძაფთ არის დაკავშირებული.. შეიძლება შენზე უფრო მეტად განიცდიდეს და აფიქრებდეს ამ ცხოვრების ამაოება ვიღაცას ვისაც არ წაუკითხავს ჰამლეტი,პატარა უფლისწული,გნებავთ იდიოტი,მაგრამ ცხოვრებამ ბევრად უფრო მწარე გაკვეთილები ჩაუტარა და სამუდამო დაღი დაასვა .. ერთხელ მაინც დაუშვი რომ შეიძლება მასაც უფრო სტკივა,მას:

მეტროს სადგურში შეყვარებული წყვილის მომლოდინე იების გამყიდველს..

დედაშენს,რომელმაც ნაადრევად თქვა უარი ოცნებაზე,იმიტომ რომ 27 წლის ასაკში დაქვრივებული,ორი შვილით მარტო აღმოჩნდა ცხოვრებასთან...

შენს მეგობარს, რომელიც არასოდეს არის მოწყენილი და სახიდან ღიმილს არ იშორებს..

მამაშენს,რომელის საკუთარი სარკეში საკუთარი თვალებით გიმზერს..

ანდა იმ მათხოვარს გუშინ გვერდით რომ ჩაუარე და არ დაეხმარე (ხურდა რა თქმა უნდა გქონდა )

საიდან მოდის ეს "მე" ნუთუ ყველა ადამინშია მიმოფანტული და მთელი ცხოვრება ან ნაწილების ძებნაში ვატარებთ? ისიც კი საოცრებაა რომსადღაც,პეტერგურგის მიყრუებულ გარეუბანში შენი საყვარელი მწერეალი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ წერდა იმაზე რაც მერე შენ მოსვენებას დაგაკარგვინებდა...

ბუნდოვანია"მე" ...

ადამინს საკუთარი თავის ბოლომდე ჩაწვდომის უნარი რომჰქონდეს აღარასოდეს დაინტერესდებოდა სხვისი ცხოვრებით დაუამრავ კითხვაზე პასუხს იპოვნიდა,მაგრამ რეალობა ისაა რომ ბევრს ეს "მე" ისე აშორებს დანარჩენებისგან რომ მერე ეგოცენტრიზმის მსხვრეპლი ხდება...

"მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ..."

ოსკარ უაილდი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG