Accessibility links

ავტორი: ვალერი ბუკია

8 წლის ვიყავი მაშინ..... 9 აპრილი, დღე რომელმაც მოიტანა ჩვენს ქვეყანაში შიში, სიამაყე და ერთიანობა ერთად. მახოვს, როგორ ჩამსვეს ჟიგულიში შეშინებულ თვალებიანმა მშობლებმა და გამაქანეს რაიონული ცენტრის ფოსტისკენ, რომ ჩემი აბიტურიენტი დისთვის დაერეკათ, ჩვენ გადავრჩით, ის იქ არ ყოფილა იმ ღამით, ჩემებმა მშვიდობით ამოისუნთქეს. მერე იყო ტელეგადაცემები, სადაც აჩვენებდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს თბილისის ქუჩებში, თბილისის საავადმყოფოებში უცნობი გაზით მოწამლულ მომიტინგეებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდნენ, საბჭოთა ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნიჩბებით აჩეხილ გვამებს. იყო აღელვებული ხალხის სახეები, ლექსები 9 აპრილზე, რუსთაველის გამზირი ტიტებით მოიფინა. შეიქმნა სიმღერა - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. მისი ტექსტები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, იყო ფოტოები სტუდიიდან, სადაც იწერებოდა ეს ლამაზი სიმღერა, მახსოვს მოთხრობა ერთ-ერთ ჟურნალში, ავტორი არ მახსოვს, თბილისში იმ დამსჯელი რაზმის ერთ-ერთ ჯარისკაცს გული აუჩუყდება, ამას მისი მეთაური შენიშნავს და დაუღრიალებს, ჯარისკაცი ბრძანებას არ ემორჩილება და მას იქვე ცხრილავენ, ჯარისკაცი ბალტიისპირელია, სიუჟეტი მოგონილს უფრო გავს, თუმცა მწერლის სურვილი ნათელია, დაგვანახოს სოლიდარობა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანას შორის, ცოტა ხანში მათაც მიადგნენ, იქაც დაღვარეს უდანაშაულო ხალხის სისხლი. 1991 წლის 9 აპრილიც მახსოვს, ჩვენი თანასოფლელი, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგოც შეეწირა რუსი ჯარისკაცის მიერ შესხურებულ გაზს, მისი სახელობის წყარო გახსნეს სოფლის ცენტრში, იყო გამოსვლები, წარჩინებული მოსწავლეები მგზნებარებით კითხულობდნენ პატრიოტულ ლექსებს, სკოლის გუნდის წევრებმა შავლეგო იმღერეს, ფრიალებდა სამფეროვანი დროშები, იმ დღეს წვიმდა ჩემს სოფელში, წყაროს გახსნიდან სახლში მობრუნებულებს ტელევიზიით გვამცნეს, რომ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაუვიწყარია კადრი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებები ატრიალებდნენ - მუშტმოღერებული ზვიად გამსახურდია და მისი ფრაზა: „დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG