Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დიდია ეკლესიის, როგორც „ინტერესთა ჯგუფის“ გავლენა პარტიულ პოლიტიკაზე


ავტორი: ანა ჭელიძე

დღეს იმის გაფიქრებაც კი , რომ ეკლესია პოლიტიკაში არ ერევაარარეალისტურია. ყველამ, უკვე თუ არა, უარი უნდა ვთქვათ გულუბრყვილო სეკულარიზმზე. ეკლესია შეიძლება წარმოვიდგინოთ , როგორც ძლიერი სოციალური ძალა , გაიგივებული „ინტერესთა ჯგუფთან“, რომელიც ცდილობს მთავრობის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ,მასზე ზეგავლენის მოხდენას.

საქართველოც არ არის გამონაკლისი და ჩვენს ქვეყანაშიც გვხვდება ფაქტები, როდესაც ეკლესია ცდილობს სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედების მოხდენას , ამ საკითხზე ალბათ არავინ კამათობს და ეს გასაკვირიც არ არის , მთავარი საკითხი ისაა თუ რამდენად დიდია ამ „ინტერესთა ჯგუფის“ გავლენა ქართულ პარტიულ პოლიკაზე.

უკვე „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ზოგიერთმა სასულიერო პირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში. თავისუფლების მოედანზე ტრიბუნიდან გამოვიდა დეკანოზი ზაზა თევზაძე, ასევე დეკანოზი ბასილ კობახიძე. ამ ფაქტიდან მოყოლებული იწყება ამ პარტიისა და ეკლესიის ურთიერთკავშირი . ეს პარტია უდავოა , რომ ეკლესიას ანგარიშგასაწევ სოციალურ ძალად აღიარებდა და ყველანაირად გაურბოდა მის განაწყენებას , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიციასთან ალიანსის ეშინოდა.ცნობილია , რომ ხელისფლება ეკლესიას დიდი თანხებით აფინანსებდა . იმის გამო , რომ ეკლესიას მხარი დაეჭირა ამ მოძრაობისთვის , 2008 წლის ომის შემდეგ მათ სააკაშვილმა დაფინანსება სამჯერ გაუზარდა , ხოლო2010 წლისთვის თითქმის 12 მილიონ ლარს შეადგენდა საპატრიარქოსთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაცემული თანხა.

ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ხვდებოდა თუ რამხელა ძალა იყო ეკლესია პოლიტიკაში , იმის გამო რომ მათ არ უნდოდათ ეკლესიის გადაბირება და ოპოზიციასთან დაკავშირება 2011 წლამდე მათი სურვილისსაწინააღმდეგოდარაფერი მოუმოქმედია, მაგრამ მაშინ,როდესაც ხელისუფლება დარწმუნდა რომ რეალური ოპოზიციური ძალა არ არსებობდა ქვეყანაში2011 წლის ზაფხულში , „ნაციონალების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა, მართლმადიდებელი ეკლესიის ნების წინააღმდეგ რელიგიურ უმცირესობათა კონფესიებს შესაძლებლობა მისცა, რეგისტრაცია გაევლოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რომლის დროსაც არ გაითვალისწინა მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია . მაშინ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდა ვეტო დაედო აღნიშნული კანონისთვის , რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა.ამ ფაქტის შემდეგ ეკლესიამ აღარ მოინდომა მათი მმართველობის დროს ბალანსი დაეცვა და 2012 წლის არჩევნებში აშკარად ოპოზიციის მხარეს დადგა , შესაბამისადმის გამარჯვებაშიც დიდი როლი ითამაშა.

„ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის მჭიდრო კავშირის დამყარების მაგალითი იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, უპირველესად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ეწვია. რომელმაც მას ძვირფასი ხატი აჩუქა , ხოლო ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა , რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო.

ამხელა მხარდაჭერის გამო„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ლიდერები ვალდებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ ეკლესის მოთხოვნებითვის. მაგალითად , როგორიცაა კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებასთან დაკავშრებით პატრიარქ ილია მეორის იდეის პრაქტიკაში განხორციილებეა ან თუნდაც თუნდაც მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ანტიდასავლური დისკურსის გაზიარება და ანტიდისკრიმინაციული კანონიდან პუნქტების ამოღება.საქმე ისაა , რომ არცერთი მათგანი რეალურ პოლიტიკაში არ განხორციელებულა . „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოანტიდისკრიმინაციული კანონი. ეკლესიამ თავისი ავტორიტეტი და გავლენა შეაგდო სასწორზე მის დასაბლოკად, მაგრამ თავისი ძირითად მოთხოვნა–სექსუალური უმვირესობის და გენდერული იდენტობის ამოღება კანონის „დაცული მუხლიდან“ ვერ გაიტანა.

პარლამენტის სხდომას კი არაერთი სასულიერო პირი დაესწრო.

ასევე იყო შემდეგი ფააქტი , როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დაარსებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენზიაზე ივანიშვილმა ეკლესიის კრიტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა , პირველი კომენტარი, რომელიც ეკლესიის ოფიციალურ პოზიციად იქნა აღქმული, მკაფიოდ გამოთქვა : „ააშენო ტაძარი, არ ნიშნავს იყო ტაძრის შვილი“

საბოლოო ჯამში მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი ხელმძღვანელის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია და ლიდერი ცდილობდა დაეფიქსირებინა თავისი სიახლოვე ეკლესიასთან . ისინი ცდილობდნენ ხაზი გაესვათ , იმისთვის , რომ იყვნენ მართლმადიდებლები. შესაბამისად საეკლესიო მხარდაჭერა შეიმჩნეოდა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ , თავის მხრივ „ქართული ოცნებაც“ არ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ თუ ჩვენ პრაქტიკას გადავავლებთ თვალს , ხელისუფლებაში მოსული ყველა პარტია აღიარებდა ეკლესიის, როგორც ყველაზე დიდი „ინტერესთ ჯგუფის“ გავლენას და ძალას, იზიარებდა მის სურვილებს გარკვეულ დონეზე , მაგრამ როდესაც საკითხი ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე მიდგა , როგორც ერთ შემთხვევაში რელიგიურ კონფესიების თემა იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ანტიდისკრიმინაციული კანონის რედაქტირება, არცერთმაპარტიამ არ გაიზიარა ეკლესიის მოთხოვნა. გამოდის , რომ ეკლესიას დიდი სურვილი მიუხედავადჩაერიოსპარტიულ პოლიტიკაში , ამის გაკეთბის საშუალებას პარტიები მხოლოდ იქამდე აძლევენ სადამდეც ეს თვითონ მმართველ პარტიებსსჭირდებათ.

რაც შეეხება„ქრისტიან-დემოკრატებს“. წესით და რიგით ყველაზე დიდი კავშირი ეკლესიას ამ პარტიასთან უნდა ჰქონდეს . მათ ყველაზე დიდი წარმატება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს ,სადაც მათმა კანდიდატმა ხმების 8,66% მოაგროვა. მაგრამ ყველასდა გასაკვირად ამ პარტიას არასდროს ჰქონია მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან, ამის მაგალითია ის, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ითხოვდა, რასაც თავად ეკლესია გაემიჯნა და არსებული კონსტიტუციური შეთანხმების პირობები საკმარისად მიიჩნია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG