Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აი, კიდევ ერთი ახალი წელი


ავტორი: ანა ჯაფარიძე

წელი ილიას სიტყვებით უნდა დავიწყო “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. ყოველ წელს ველოდებით, ყოველი წელი ახალია, ყოველი წელი ახალი ემოციებითა. განწყობის თეორიას კი რაც შეხება წლების მანძილზე განსხვავდება. ამ წელს არატიპიურად შევხვდი, არ დავემსგავსე ქართველ დიასახლის რომელიც 12-მდე ჯერ კიდევ მოუმზადებელია. გამორჩეული ახალი წელი ერთხელ შემორჩენილია მეხსიერებაში თოვლი მოვიდა, ტელევიზორის თავზე იდგა საბჭოთა ნაძვის ხე, რომელიც თითქმის 2000 წლამდე მედგა, ვთამაშობდი მაშინდელი ფერადი წვიმებით, თან ვუყურებდი საწოლზე წამოწოლილ მამჩემს... პროგრამები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, რუსული ესტრადა ალა პუგაჩოვას “დელა ვრემია” (არ გეგონოთ სათაური არ ვიცოდე ასე მირჩევნია დავწერო). მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩეხური ფილმის ნახვა იყო, ყოველ პირველი რიცხვი იწყებოდა “სამი კაკლი კონკიასთვის”. მგონი ყველას გონებაში ეს ფილმი დარჩება სახალწლო ზღაპრად და საბჭოთა მოგონებების გამაღვივებლად. გასული წლის კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მეორე ნაწილის, თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე. საზღვრებსაც გავცდი თან როგორი გზები გადავკვეთე, წინა სტატიებში მოვიხსენიე ყველაფერი, ახლა ჩამოთვალს არ მოვყვები. ახალ წელს უნდა დავუბრუნდე, საცივში ჩხვირი არ ჩამიყოფია, არც არასდროს მიცდია. ზომიერება ყველგან და ყველაფერში. ბოლო წლები ისეთი ემოციებით და აჟიტირებული აღარ ვეგებები წლებს. ერთი რაც სიხარულია ძმიშვილის მოვლენა მისი დაბადება ოჯახის დიდი ბედნიერება და სიხარული იყო. მართალია რომ იძახიან ახალი სიცოცხე ცვლის ყევლაფერს. მათ შორის ხასიათსაც, განწყობასაც, სტიმულიზატორია ბევრი კარგი რამის. ყველაფერს წონის დადებითისკენ. ოჯახში სიმშვიდე და სიკეთე ბევრი რამ საწინდარია თავად ქვეყნისთვის. საქართველო ხომ ერთი პატარა სოფლია, ოჯახი.. მისი კოპლექსიანია, მშიშარა წევრებით, ტრადიციებით ბოლომდე სმაში, გოჭის ბარკალით და ინდაურის ფრთიანი საცივით. ხოდა ამ ოჯახში ბოლო დღეებში რაც ხდებოდა მეტად სამარცხვინო ფაქტია. პარლამენტიში ცემა-ტყეპა მოლოცვის საოცარი ფორმა იყო. ლელა კაკულიას თქმის არ იყოს გიორგი ბრწყინვალეს ხედავს მომავალში, ალბათ ის გიორგია მერე მუშტებს რომ მოიგერიებს ასეთი შემთხვევების დროს. როგორ დაიწყო ახალი წელი? როგორც წინა წლები, განსხავავება ისა რომ მეტად შობას ველოდებოდი, ვიდრე წელის ფოირვეკებს, ხმაურს და ლოთობას. მართლაც სასწაული ფოირვერკი იყო ახალი წლის ღამეს ასე ხმარიანი ღამე ჩემს უბანში ჯერ არ ყოფილა. შემდეგ დღეები ჩვეულებრივ ჩაიარა, თუ იმ ტრაგიკულ მოველენას არ ჩავთვლით რაც საფრანგეთში მოხდა. ჩემი მხრიდან კოლეგიალობის გათვალისწინებით მართებული არ იქნებოდა გვერდი ამეარა. განსხვავბეულს არაფერს ვიტყვი, უფრო კოპეტენტურები უფრო ვრცლად განიხილავენ ამ ამბავს, მხოლოდ აღვნიშნავ ფაქტის შემზარავ გამოხმაურებას, იმ ჟურნალისტების მაღალ პროფესიონალიზმს, ასეთ რისკზე შენი საქმის სიყვარულის გამო წახვალ, უფრო მეტსაც აიღებ თავის თავზე. ხშირად მეც გამჩენია ცხელ წერტილებში წასვლის სურვილი. იმდენად აზარტულია, ვერ გადმოვცემ სრულყოფილად. თვით რეალიზაცის შანსია შენივე თავში, რწმენის გარღმავებაა, იმედიანად ხარ არაფერი მოგივა და თან შენს მოვალეობას საზოგადოების წინაშე პირნათლად ასრულებ. ჯარისკაცის სამსახურს არ ჩამოუვარდება. სიკვდილს უყურებ თვალებში. ამგვარი ტრაგედიის მერე კიდევ ერთხელ რწმუნდები რა უსური ხარ ამხელა დედამიწაზე, დაუცველი ხარ სადაც არ უნდა იყო. დაუცველობის სინდრომი კი ოქროს შუალედის არ გამოძებნის პრობლემაშია. ნებისმიერ საქმინობაში თუ პირადში ეს შუალედი ბებიაჩემის ჭაღარა თმებივით ხდება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მართალია დროსი ხანგრძლივობა განსაზღვარას შენს გადატანილს ემოციებს. შარლის ტრაგედიაც ჩაივლის როგორც ირლანდიელი ტერორისტის არ იყოს. ოპერატიულ ქრონიკებს არ ვგულისხმობ ისედაც წამიერი განწყობით რომ გამოირჩევა. ტკივილიც ის ემოცია, რაც სიხარული უბრალოდ ადამიანები ხშირად უარყოფით ემოციებს იტოვებენ ამიტომაცა რჩებათ ის დადებითი გვერდზე, თითქოს იმ განსაზღვრული ფროიდისეულ სქემაში “ეგო”, “მე” და “იგი”. აბა დაკვირდით ფიზიოლოგიურად ის ემოციებია, რასაც განიცდით ორივე შემთხვევაში. გამოიხატება შიშით, წამოხურებით, კრთობით.. გაგრძელება აღარ ღირს ისედაც ნათელია. განსჯა ყველაფრის კი იმდენად რთულია, პრაქტიკა მარტივად მოგეჩვენება. იდეალური არც პლატონის სახელმწიფო ყოფილა, ეს მას მხოლოდ წარმოსახვაში ჰქონდა, არც ნიცშესეული ღვთის განმარტება გამართლებული. ფაქტებით ვსჯელობთ მაგრამ განმარტება მოიკოჭლებს “ჩვენში”. ტოლერანტობა სრული დაცვით ფროიდისელი გონებით ვერ ყალიბდება. ბევრი ფიქრით საქმე პრაქტიკაში უხეირო ხდება ჯობია გაგარძელო რომ სიმჟავე არ მოეკიდოს. ადამიანი მთავარია დაუკრეფავში არ გადავიდეს, ისე აიცილოს ურთიერთობის ცდუნება. რწმენა ბევსრ გადალახინებს ცხოვრებაში იმ ცდუნებასაც დაბრკოლებს, რაც სხვას არ მიაჩნია რამედ. ამიტომაც ბევრჯერ ვახსენებს ფროიდს არა იმიტომ რომ ვიზირებ მის თეორიებს არამედ მის ერთერთი თეორიის მუხლია რწმენით მკურნალობა. ბევრი გვინახავს სიბოროტისგან შეპყროფილი და აგრესორი განკურნებულა. შეიძლება ხშირად ვიმეორებ ამას თეორიულად, მაგრამ ეს პრაკიტაში განსაცდელია. შენდობით იწყება და ასევე მთავრდება ისეთი რთული ბარიერები რაც თვითეულ ჩვენგანშია. შენი თავი უნდა გამოცადო მრავალჯერ სხვადასხვა საკითხში, აი მაშინ უფრო გაშლი ხელებს იოლი გახდება რთული რაღაცების გადატანა, ერთი სიტყვით მართივად მოგეჩვენება ის აგრესია, მწარე ხუმრობა, შური და ბოროტება, რომელიც დაფარულშია ჩვენში ღვივდება არაერთგზის. სიტუაციები თითქმის ერთმანეთს გავს. ბოლო წლებმა დამარწმუნა რომ მრავალ ადგილას უნდა წახვიდე რათა შეიცნო ცხოვრების გემო და სუნი. მოგონებები კი ადამიანისთვის სიმდიდრეა. ახალი ურთიერთობა, უცნობი სახეები მალე ნაცნობად რომ იქცევა, ტალახიანი თუ მშრალი ბილიკები, გზები მოსიარულე გადალახური ფეხებით თუ გადაულახავი, ადგილები შენს გონებაში ჩარჩენილი, ქვეცნობიერში დამალული თუ ძილის დროს ამოხეთქილი სიზმრებით, გაღვიძების მერე მძაფრი ემოციით, სიხარულის.. ტკივილის თუ ბედნიერების ახალი განცდებით...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG