Accessibility links

ერდოღანის ახალი თურქეთი


ავტორი: ანა მოსაშვილი

თურქეთში ისტორიული რეფერენდუმის შედეგად, რეჯენ თაიფ ერდოღანმა გამარჯვება მცირედი უპირატესობით მოიპოვა. ქვეყანაში მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ერდოღანი, სავარაუდოდ, მმართველობას 2029 წლამდე გაიხანგრძლივებს. რეფერენდუმის შედეგებმა დაპირისპირება გამოიწვია თავად თურქულ საზოგადოებაშიც, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარება თურქეთის ხელისუფლებას ფართო მოქმედების საშუალებას აძლევს. არაა გამორიცხული, რომ მალე მეორე რეფერენდუმიც გაიმართოს, სადაც მოსახლეობა სიკვდილით დასჯით აღდგენის საკითხს გადაწყვეტს. თუკი ეს ასე მოხდება, არაა გამორიცხული თურქეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატურა დაკარგოს და მისი პოლიტიკური გზა იზოლაციისკენ წავიდეს. თუმცა, არა მგონია ერდოღანისთვის ეს დიდი პრობლემა იყოს, რადგანაც მას არაერთხელ განუცხადებია, რომ თურქეთი თავად იტყვის ევროპაზე უარს.

რეფერენდუმში გამარჯვება პრეზიდენტ ერდოღანს შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მიულოცა. არაა გამორიცხული, თურქეთ-შეერთებული შტატების ურთიერთობების სირიის საკითხთან დაკავშირებით ახალ ფაზაში გადავიდეს სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ერდოღანის და პუტინის პოლიტიკური ფლირტი დასასრულს უახლოვდება.

პრეზიდენტ ერდოღანს უკვე დიდი ხანია, რაც ევროპისთვის პოლიტიკური დარტყმის მისაყენებლად ორი „პოლიტიკური კოზირი“ ხელში უჭირავს: 1.ლტოლვილები; 2. გაზსადენი; ევროპა თურქეთიდან მიგრანტთა ახალ ტალღებს ვეღარ გაუძლებს და მათთვის არც თურქეთ-რუსეთის ახალი გაზსადენია ახლო პერსპექტივაში მისაღები. ერდოღანი ღიად აცხადებს, რომ ევროპა ავადმყოფ კაცს ჰგავს და არც ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკას ერიდება.

რაც შეეხება, საქართველოს, რომლის უპირველესი ინტერესიცაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ მეზობელ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობები მრავალ სფეროში კვლავ გააგრძელოს, ბუნებრივია თურქი ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს. ამავე დროს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა იყოს, ვინაიდან თურქეთი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს, როგორც შავი ზღვის, ისე კასპიის ზღვის რეგიონში.

რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს თურქეთში, სახეზეა, ორად გაყოფილი თურქული საზოგადოება. გვერდს ვერ ავუვლით, იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ერდოღანი პოლიტიკური ძალაუფლების არეალს ყოველდღიურად აფართოვებს. უამრავი განსხვავებული პროფესიის ადამიანი სახელმწიფო უწყებებიდან არ დაითხოვეს ან უბრალოდ ტუსაღებს მიღმა დიდი ხნით მიუჩინეს ადგილი. რეპრესიები შეეხო ასევე თავისუფალ მედიას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

ბუნებრივია, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პარტნიორია. ის ერთადერთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრია ქვეყანაა, ვისთანაც ჩვენ სახელმწიფო საზღვარი გვაქვს. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა,რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამხდარიყო და ევროკავშირთანაც პირდაპირი საზღვარი გვქონოდა. თუმცა, სამწუხაროდ როდის მოახერხებს ან თუკი კიდევ მოისურვებს თურქეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას-ეს უცნობია. მეორეს მხრივ, თურქეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირ შეიძლება აისახოს საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებზეც. ასევე, ჩვენთვის არც ისეთი მეზობელია სახარბიელო, რომელიც ავტოკრატული მმართველობისკენ იხრება და დემოკრატიულ ღირებულებებს უბრალოდ უგულებელყოფს. აქედან გამომდინარე, თურქეთში არსებული დადებითი თუ უარყოფითი პოლიტიკური მოვლენები საქართველოსთან პირდაპირ კავშირშია, უფრო მეტიც თურქეთში მიმდინარე მოვლენები არა მარტო კავკასიაზე, არამედ მთელ მსოფლიოზეც მკაფიოდ აისახება, რაც თავის მხრივ არსებული პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლასაც მომავალში არ გამორიცხავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG