Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა მოსაშვილი

შეერთებული შტატები და მსოფლიოს მოაზროვნე საზოგადოება ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ გამორჩეულ ანალიტიკოსს და მოაზროვნეს–ზბიგნევ ბზეჟინსკის დაემშვიდობა. ბზეჟინსკიმ ამერიკულ ოვალურ კაბინეტში სამ ამერიკელ პრეზიდენტთან: ლინდონ ჯონსონთან. ჯონ კენედისთან და ჯიმი კარტერთან იმუშავა. სწორედ, რომ მისი პოლიტიკური გამჭრიახობის წყალობით გამოირჩეოდა შტატების საგარეო პოლიტიკა გეოპოლიტიკური მოქნილობით ცივი ომის პერიოდში. ზბიგნევ ბზეჟინსკი არის ავტორი „ქორისებური სტრატეგიის“, ალ–ქაედას შექმნის ინიციატორი ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგდა აქტიური მონაწილე ყველაზე დრამატული მოვლენის ირან–შტატების ურთიერთობაში 52 მძევლის გათავისუფლების მცდელობაში. ზბიგნევ ბზეჟინსკი თვლიდა, რომ მსოფლიოსთვის ალ–ქაედაზე დიდი საფრთხე უბრალოდ საბჭოთა კავშირი იყო, ამიტომაც პრეზიდენტი კარტერი დაარწმუნა ოსამა ბინ–ლადენისთვის ფინანსური დახმარება გაეწია. ბზეჟინსკის ამერიკული ჰეგემონიის მუდამ სწამდა და თვლიდა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ან საერთაშორისო ურთიერთობებში კონსენსუსის მისაღწევად მხოლოდ სხვისი აზრის „ჩაგვრა“ მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, უპირატესობას დიალოგზე აკეთებდა, ოღონდ საკუთარი აზრის და ინტერესების მაქსიმალური დაცვის პრინციპით.

ამერიკელი თეორეტიკოსი ასევე თვლიდა, რომ ევროპის ზონის დაცვით და სტაბილურობით საერთაშორისო სისტემა ძლიერდებოდა, ამიტომაც შტატების ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე იყო. კაცობრიობის ყველაზე დიდ მტრად ტერორიზმი მიაჩნდა და თვლიდა, რომ შიშს და ძალადობას მსოფლიოში ძლიერი გლობალური მმართველობა უნდა დაპირისპირებოდა. ტერორიზმი მისთვის სტრატეგიაა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ხარჯზე გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევას ლამობს.

საინტერესო იყო, ასევე მისი ნააზრევი სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ბზეჟინსკის მიაჩნდა, რომ ახალ ერაში ქვეყნების უმრავლესობა სუვერენული მინიმალურად იყო.

უკანასკნელ წლებში ჯორჯ ბუშის( უმცროსი) საგარეო პოლიტიკას ერაყში და ახლო აღმოსავლეთ უკიდურესად აკრიტიკებდა. ასევე თვლიდა, რომ შტატები, როგორც გლობალური მმართველი ლიდერობას კარგავდა.

ზბიგნევ ბზეჟინსკის იყო ამერიკელი, რომელსაც უბრალოდ სწამდა ამერიკული ღირებულებების, თავისუფლების, იდეალიზმის ან თუნდაც ამერიკული რეალიზმის. მისი გარდაცვალებით კი ‘დიდ საჭადრაკო დაფაზე“ მეფე–ამერიკის შეერთებული შტატები, ლაზიერის გარეშე დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG