Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმატებული ცხოვრებისთვის


ავტორი: ანა მოსაშვილი

21-ე საუკუნეში მშვიდობიანი, თანამედროვე ცოდნაზე დამყარებულიდა ინოვაციური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ისევე როგორც პიროვნული კაპიტალის სრული აქტივაციისთვის აუცილებელია: 1. ცოდნის ეკონომიკა; 2. მერიტოკრატია;

ცოდნის ეკონომიკა წარმოადგენს ევროკავშირის ლისაბონის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესს ნაწილს და მის სტრატეგიულ პრიორიტეტს. თანამედროვე და ცოდნის საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელია ინოვაციური იდეების გენერირება და მათი ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნა, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ფასეულობად ყალიბდება ცოდნის საზოგადოების სახით. რაც მთავარია, ცოდნის ეკონომიკის შექმნა გამორიცხულია მერიტოკრატიული პრინციპების და სოციალური კაპიტალის გარეშე. მერიტოკრატიულ სისტემაში კი მთავარია, პასუხისმგებლობების გადანაწილება ცოდნის და პროფესიონალური კომპეტენციების მიხედვით.

წარმატებული ცხოვრების საწინდარი, წარმატებული ადამიანისთვის უნდა იყოს: ცოდნა, კომპეტენცია და უნარ-ჩვევები. ზემოხსენებული თვისებები წინააღმდეგობაშია ქრონიზმთან და ნეპოტიზმთან, რაც საქართველოსთვის უცხო ნამდვილად არ არის. სწორედ, რომ ცოდნის ეკონომიკის და მერიტოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა არიან დემოკრატიის და კარგი მმართველობის ხელისშემშლელი ფაქტორები.

პიროვნების, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ წარსულს -მომავალი, პერიოდულს-უწყვეტი განვითარება, სტატიკურს-დინამიური, ხოლო რეაქტიულს-პროაქტიული დავუპირისპიროთ.

აუცილებელია, მერიტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, სადაც პასუხისმგებლობები განათლების დონის და კვალიფიკაციის მიხედვით იქნება გადანაწილებული. პიროვნების პროფესიული წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სოციალური თუ მატერიალური სტატუსი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იყოს მიღწევადი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერიტოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით უარს, ასევე ცოდნის ეკონომიკაზე ვამბობთ.

ბუნებრივია, დემოკრატიული საზოგადოება არის მუდმივად ცვალებადი და ამავე დროს საკმაოდ რთული სტრატიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი. დემოკრატიული საზოგადოების წევრები უამრავი ფაქტორით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მოქალაქეები კი მუდმივად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ. რაც შეეხება, მათ ანგარიშვალდებულობას, ისინი გარკვეულწილად კონტროლდებიან საზოგადოების მხრიდან. სწორედ, ეს არის ცოდნის ეკონომიკის არსი, რაც კარგი მმართველობის მოთხოვნებს: თანამონაწილეობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულობას გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია წარმატებული ქვეყნის წარმატებული ცხოვრებისთვის ღირსეული კონკურენტუნარიანი და თანასწორი გარემოს შექმნა, რაც იქნება გარანტი, როგორც მოქალაქის, ასევე ქვეყნის განვითარების და წინსვლის. აუცილებელია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობა ძირეული ცვლილებების განხორციელების და საყოველთაოდ მიღებული მერიტოკრატიული პრინციპების გატარება, რაც იქნება საფუძველი მყარი სახელმწიფო მმართვის ეფექტურობის და კანონის უზენაესობის, რაც საბოლოოდ მდგრადი განვითარების საწინდარია.

ვთვლი, რომ აუცილებელია, ისეთი რეფორმა, რომელიც ზემოხსენებულ პოლიტიკას გულისხმობს და უთანასწორობის დაუპირისპირდება. მხოლოდ მოკლე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებული ხისტი ნაბიჯები, გრძელვადიანი პროგრესის მაჩვენებებელი ვერ იქნება. ასე რომ უმნიშვნელოვანესია, ღირსეული და თანასწორი გარემოს შექმნა, ინოვაციებზე ორიენტირებული განათლებით, რომელიც ღირსეული მოქალაქის და საზოგადოების გარანტიცაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG