Accessibility links

ქალაქს, რომელსაც აღარ სჯერა


ავტორი: ანა ფაცაცია

მე თბილისში დავიბადე. როდესაც მეკითხებიან რომელი ქვეყნიდან ხარო, ვეუბნები საქართველოდან და ხაზს ვუსვამ რომ თბილისიდან. თბილისი არის ქალაქი, რომელიც თან მიყვარს და თან მისგან მუდმივად გაქცევას ვცდილობ.

არ მიყვარს ზაფხული თბილისში, რადგან ზაფხული ყველაზე კარგად წარმოაჩენს ჩვენს მანკიერებებს, ზაფხულში ვგრძნობთ იმ ბუღსა და დარდს, რომელიც ზამთარში იმდენად არ იგრძნობა, რადგან სიცივე ინახავს და მალავს მას.

მიყვარს ძველი თბილისი, მიყვარს თავისი დანგრეული შენობებითა და გარუკვევლად შეკეთებული ფასადებით. არ მომწონს, რომ ეს შენობები მალე გაქრებიან თავიანთი ამბებით.

ბავშვობის თბილისი იყო სხვანაირი, ბავშვობის თბილისში მახსოვს ნაკლები ახალი შენობა, ნაკლები არქიტექტურული ალიაქოთი და მეტი სიძველე. თბილისმა სითბო დაკარგა და გაურკვევლად დაიწყო სუნთქვა.

მე მინდა გაქცევა ჭრელი ნაგავსაყრელიდან და მინდა მოვძებნო ის ქუჩები და ის შენობები, რომლებიც სულს ღაფავენ, მაგრამ გადარჩენისთვის იბრძვიან.

თბილისში ყველაზე მეტად თბილისს სწორედ ძველ თბილისში ვპოლობთ და არა იმ ბეტონის შენობებში, სადაც ადამიანებს არ აქვთ სურვილი გარეთ გახედვის.

თბილისში ხეები და შენობები ჩუმად აპროტესტებენ გადაშენებას. ისინი გრძნობენ, რომ მალე გაქრებიან და მათ აღარ უყვართ ადამიანები.

ქალაქს, შია და სწყურია, სწყურია ჰაერი და სწყურია სივრცე, სივრცე, რომელსაც ართმევენ და უტოვებენ მხოლოდ წარსულსა და დეტალებს, დროს, როდესაც შენს სახლსა და შემს სახლს შორის იყო მანძილი და ამ მანძილზე შეეძლოთ შენობებს ერთმანეთთან საუბარი. შენობებს დაუკარგეს საუბრის სურვილი, რადგან მათ შორის კედელი ამოაშენეს.

ქალაქი დიდხანს ელოდა გადარჩენას, თუმცა ქალაქი ინგრევა და ვანგრევთ ჩვენ.

ქალაქი ინგრევა მაშინ როდესაც სასუნთ გზებს ვუჭრით, როდესაც ვაყურებინებთ ბავშვებს, რომელთაც სცივათ და სადღაც ქვაფენილი იმახსოვრებს მოხუცს, რომელიც იბრძვის ლუკმისთვის და სადღაც ახლოს იყიდება ახალი სივრცე, რომელშიც სახლდებიან ადამიანები, რომელთაც არ ადარდებთ ქალაქი.

ქალაქი მიხვდა, რომ ის არ ადარდებთ. არავის არ ადარდებს და პირველ რიგში ამ ქალაში მცხოვრებლებს.

ქალაქი ხედავს რომ სწორედ ჩვენ არ ვზრუნავთ მასზე, სივრციდან სივრცეში გადასაადგილებლად ვბუღავთ იმ ჰაერს, რომელიც ძლივს მისაწვდომია ქალაქის ფილტვებისთვის.

ქალაქი ხედავს, როგორ ვყრით ნაგავს ქუჩებში, იმასაც ხედავს რომ ყუთში ჩაყრილი ნაგავიც არ მიდის სწორი მიმართულებით, ქალაქი ყველაფერს ხედავს.

ქალაქი ხედავს სიძულვილს, მტვერსა და ბუღს. ქალაქი დაიღალა და ალბათ მიეჩვია კიდეც რომ მისთვის აღარ იბრძვიან ან აღარ რჩებათ დრო, რადგან დღეს, ამ ქალაქში იბრძვიან ლუკმისთვის.

ქალაქი აღარც ახალ თაობებს ელოდება და აღარც ახალი სიცოხლის დაბადება უხარია. დაიღალა, დაიღალა უიმედობით….

ქალაქი ადამიანების იმედად იყო, ადამაინები, სხვების, ცალკეული ჯგუფების იმედად, რომელთაც არაფერი უნდათ გარდა ქალაქის სივრცის გაყიდვისა.

იყიდება სივრცე, რომელშიც თბილისი სუნთქავდა.

იქნებ ეს ქალაქის სიჩუმე პროტესტია და დროა მივხედოთ ქალაქს, ქალაქს, რომელსაც ჩვენი აღარ სჯერა.

უნდა მივხედოთ ჩვენ და არა სხვებმა..

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG