Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ახალგაზრდების როლი პარტიულ პოლიტიკაში


ავტორი: ანანია დევსურაშვილი

პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას და რაც მთავარია განაპირობებს საჭირო გამოცდილების შეძენას იმ თაობისთვის რომელიც დღეს-ხვალ ჩაანაცვლებს არსებულ ხელისუფლებას. ამ ბლოგში კი შევეცდები სწორედ ამ საკითხის გარშემო ვიმსჯელო და დავსვა საჭირო აქცენტები.

პირველ რიგში განვიხილოთ ახალგაზრდების დაინტერესება პოლიტიკური პოცესებით საქართველოში, უდნა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ არსებობს პოლიტიკური ნიჰილიზმის ტენდენცია რაც ახალგაზრდობაში ფართოდაა გავრცელებული, გამოკითხვები აჩვენებს, რომ სამოქალაქო მოვალეობაზე მეტად პოლიტიკა „ბინძურ საქმედ“ მიაჩნიათ, ასევე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ძირითად საშუალებად არჩევნებში მონაწილეობს თვლიან რაც შეეხება აქტივიზმის სხვა ფორმებს როგორიცაა პარტიის წევრობა, დემონსტრაციები ან არასამთავრობო ორგანიზაციებში გაერთიანება ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მსგავსი ნიჰილიზმის ერთერთი მიზეზი შეიძლება ისიც გახლდეთ რომ ქართულ პოლიტიკური კულტურა არასოდეს შეიცავდა იმგვარ ელემენტს რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პოცესში ახალგაზრდულ აზრს ითვალისწინებდა, თუმცა სამწუხაროდ არც არასოდეს ჩაეყრება ამ ტენდენციას საფუძველი თუ არ მოხდა გააქტიურება და სამოქალაქო აქტივიზმის ყველა ბერკეტის ადეკვატური გამოყენება. მსგავსი სიტვაციაა შიდა პარტიულ სისტემებშიც, კვლევები აჩვენებს რომ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთებში გაწევრიანების მთავარი მიზეზი უმეტესწილად არა იდეოლოგიურია, არამედ ან რაიმე რესურსებზე წვდომა ან გარკვეული პრივილეგიების მიღების იმედი, სწორედ იდეოლოგიური კავშირის ნაკლებობაა იმის მიზეზი რომ ახალგაზრდულ ფრთებში გაერთიანებული ახალგზრდები არ ჩერდებიან დიდხანს პარტიაში. ეს ხდება შემდეგ იმის მიზეზი რომ პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებში ხშირად შეინიშნება გამოცდილების ნაკლებობა, ამაში კი დიდია პოლიტიკური პარტიების ლიდერების როლი რადგან რეკრუტირების ჯანსაღი, ბუნებრივი პოცესის ნაცვლად ლიდერების მიერ ერთპიროვნულად ხდება კანდიდატების შერჩევა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შიდაპარტიულ პოლიტიკაში.

არსებობს რიგი მიზეზები იმისა თუ რატომ ვერ ახერხებენ ახალგაზრდები ფეხის მოკიდებას ქართულ პოლიტიკაში:

  • პოლიტიკური პარტიები ხშირად მანიპულირებენ თავიანთი ახალგაზრდული ფრთებით, ეს გამოიხატება მათთვის გარკვეული „ბინძური საქმის“ შესრულების მოთხოვნაში. ალბათ არაერთხელ გინახავთ ახალგაზრდული ფრთების რადიკალური ქმედებები როდესაც ისინი გარკვეულ აგრესიას ამჭღავნებენ ან თუმდაც პროტესტს უკიდურესი ფორმებით გამოხატავენ, სამწუხაროდ ზოგჯერ ადგილი აქვს სხვადასხვა პარტიათა ახალგაზრდული ფრთების წარმომდგენელთა სიტყირ თუ ფიზიკურ დაპირისპირებასაც, ეს იმაზე მიანიშნებს რომ პარტიულ ელიტას არ სურს სკანდალში გახვევა და ცდილობს ახალგაზრდა მოტივირებული და ენერგიული წევრებით მანიპულაციას რათა თავად ხელები არ გაისვარონ. რამდენიმე მსგავსი დავალების შესრულების შემდეგ ხშირად აცნობიეებენ ახალგაზრდები რეალურ სურათს და ესეც ერთერთი იმ მიზეზაგანია თუ რატომ ტოვებენ პარტიებს ახალგაზრდები, ან ზოგშემთხვევაში ისეც ხდება რომ მოგვიანებით თავად უპირისპირდებიან ამ პარტიას.
  • კომუნიკაციის არარსებობა არის შემდეგი მიზეზი რაც გარკვეულ გაუცხოებას ქმნის პარტიებსა და ახალგაზრდობას შორის, სამწუხაროდ არარსებობს რიამე პლატფორმა რაც უზრიუნველყოფს პარტიების მიერ კარგვეული კომუნიკაციის მცდელობას ახალგაზრდობასთან, იმისათვის რომ მოისმინონ მათი აზრი, გაიგონ მათი დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ რომელიც მათ ეხებათ და მისცენ საშუალება სამომავლოდ ჩართონ გარკვეულ პროცესებში, როგორც წესი ამ კუთხით აქცენტი კეთდება მხოლოდ სტუდენტობაზე ისაც წინასაარჩევნო პერიოდებში, როცა ცდილობენ გარკვეული ნიშნით ჯგუფების დაყოფას და მათი ხმების მისაღებად საჭირო დაპირებების შემუშავებას თუმცა უდნა აღინიშნოს რომ ეს დაპირებებიც ხშირ შემთხვევაში არაა ახლოს იმ პრობლემებთან რაც რეალურად აწუხებს მათ დღესდღეისობით, იმისათვის რომ მოხდეს სწორი აქცენტების გაკეთება იმაზე თუ რა საჭიროებები არსებობს ამ ჯგუფის შემთხვევაში უნდა ქონდეთ მრავალფეროვანი და ძლიერი ახალგაზრდული ფრთა რომელიც მიაწვდის მსგავს ინფორმაციას ან გარკვეული პლატფორმა რომ ეს ინფრომაცია უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით მიიღონ, თუმცა რაცარუნდა სამწუხარო იყოს ქართულ პარტიებს ამ ეტაპზე არცერთი მათგანი არ აქვთ განვითარებული საჭირო დონეზე.
  • შემდეგი მიზეზი გახლავთ არასაკმარისი მოტივაციის ასპექტი, ამასი იგულისხმება ის რომ მოტივაციის წყარო ხშირად გახლავთ ფული, კარიერული წინსვლა ან რაიმე სახის რესურსებზე წვდომა თუმცა როდესაც საქმე ახალგაზრდებს ეხებათ ყველაზე ძლიერი მოტივაცია რამაც შეიძლება ისინი პროდუქტიულები გახადოს არამარტო პარტიისათვის არმეთ მთლიანად ქვეყნის შიდა პოლიტიკური პორცესებიადმი, ესაა იდეოლოგიური ასპექტი, რომ არსებობდეს პოლიტიკური პარტიები რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული მყარი იდეოლოგიური საფუძველი და ასოცირდებოდნენ კონკრეტულ იდეოლოგიებთან მათ ეყოლებოდათ გულანთებული, მოტივირებული და საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდული ფრთა რომელიც პირველ რიგში იქნებოდ იმ მიზნების და იდეების ერთგული რაც მსგავსი იდოლოგიის პარტიას უდნა გააჩნდეს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა პარტიის ეფექტურ მოღვაწეობას და მისცემდა მეტ შანსს ახალგაზრდებთან ერთად ძალაუფლების დემოკრატიულად მოპოვებისა და შენარჩუნებისა.

საბოლოო ჯამში ნათელია რომ აუცილებელია პარტიების პლურალისტულად დაკომპლექტება რათა შეძლონ ეფექტურად აწარმოონ პარტიული პოლიტიკა, რადგან პარტიული ორგანიზაციაც სახელმწიფოს შემცირებულ სახეს წარმოადგენს და რამდენადაც თითოეული ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მოქალაქეთა ჯგუფია ახალგაზრდობა, იმდენად აუცილებელია პარტიაშიც ასებობდეს ასეთი ჯგუფი შესაბამისი ფუნქცია მოვალეობებით. ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა ნამდვილად არ არის შეუძლებელი მეტიც ქართულ ახალგაზრდობას ნამდვილად გააჩნია იმის რესურსი რომ დღეს თუ არა ხვალ შექმნას ნამდვილი დასავლური ტიპის დემოკრატია, ამისათვის კი საჭიროა პირველ რიგში სურვილი და ასევე როგორც პარტიები ისე ახალგაზრდები სწორი კუთხით მიუდგნენ აღნიშნულ საკითხს, გამონახონ საერთო ენა და კონსტრუქიული თანამშრომლობის საფუძველზე მიაწიონ დასახულ მიზნებს როგორც პარტიულ ისე ეროვნულ დონეზე. აუცილებელია ასაკობრივი როტაცია რათა პარტიული კადრების რეკრუტირების პოცესმა ჯანსაღი სახე შეიძინოს, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი პარტიის სწორ განვითარებას სამომავლოდ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG