Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ენა ბავშვის აღზრდის რეალობაში


ავტორი: ანი ბაზირაშვილი

ქართველი მეცნიერები თავგამოდებით ამტკიცებენ ქართული ენა სინამდვილეში ქურუმების ენა იყოო და მასში დამარხული თუ დასამარებული საიდუმლოს ამოცნობაზე იმტვრევენ თავებს. რეალობაში კი ეს ენა ძირითადად სალანძღავად, საგინებლად, საქილიკოდ და საჭორაოდ გამოიყენება. ანუ ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ როგორი ნეგატიური ფორმით გამოვხატავთ სათქმელს. არა და თავდაპირველად იყო სიტყვა, ყოველ შემთხვევაში ხმა და ის პოზიტიური ენერგიით რომ არ ყოფილიყო აღსავსე, ეხლა აქ არც ვიქნებოდით.

დღევანდელ საქართველოში კი დაწყევლა და ძალადობა აღზრდის შემადგენელ ნაწილად იქცა. ყოველდღიურად სკოლაში, ქუჩაში, ეზოში, სახლში გვესმის: თუ კარგად არ მოიქცევი, დაგსჯი! დაალაგე, თორემ მოგკლავ იცოდე! ჭკვიანად იყავით, თორემ დაგხოცავთ ყველას! შე სასიკვდილე! ანუ ჩვენ ბავშვებს თავიდანვე ნეგატიური ენერგიით ვმუხტავთ და მეტიც, კოდს ვუდებთ ქვეცნობიერში: თუ ჩემებურად არ მოიქცევი, მაშინ გაგანადგურებ.
და შედეგიც სახეზეა.

ერთხელ, ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემს შვილებს სკოლიდან გამოყოლილი ფრაზებით დავუწყე დამოძღვრა. მაგ.: დავალება რომ დაგრჩა სახლში, რატომ თავი არ დაგრჩა?
და მივხვდი რამხელა დაკვირვება უნდა მშობელს და მასწავლებელს ბავშვებთან საუბრისას, რომ სამუდამოდ არ დამახინჯდეს ბავშვის ფსიქიკა, არ დაბინძურდეს ენა.

გერმანიაში დაბადებიდანვე მადლიერებას და მოწიწებას უნერგავენ ბავშვებს. ყველა წინადადებას “თუ შეიძლებათი” იწყებენ და ბოლოს “მადლობით” ამთავრებენ. ძალიან თვალში საცემია, რომ ყოველთვის “თუ შეიძლებას” არ ვამატებ ყველა წინადადებას. უბრალოდ ეს არ მისწავლია. არა და ძალიან მარტივია ამ კულტურის დანერგვა და ასე ძალადობაც თავისთავად გამოირიცხება.

ნუთუ არ შეიძლება ასეთი მარტივი ნაბიჯებით დავიწყოთ ახალი პოზიტიური თაობის აღზრდა? შეიძლება. ოღონდ ვიღაცამ ეს უნდა დაინახოს და სხვებსაც გაუზიაროს.
სწორედ ეს მქონდა სათქმელი და იმედია ჩემს მოსაზრებას გაიზიარებთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG