Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პროწივზე“ გასული ქართველობა


ავტორი: ანი ციცქიშვილი

ტაქსით მგზავრობისას დაუსრულებელი საცობი შეგხვდა... მეჩქარებოდა და გავიფიქრე, ოხ, ნეტა გადამაფრინა-მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი მძღოლი თუ მგზავრების ფიქრებს კითხულობდა. საპირისპირო ხაზში გადავედით, მივაპობდით და დაუბრკოლებლად ვლახავდით კილომეტრებს, ვუვლიდით გვერდს საცობში ასობით პატიოსნად მდგარ მანქანას.

წამოვიწიე მძღოლისკენ, რომ მეთქვა, უხერხულია, იქნებ სხვასაც უნდა გაფრენა და მოდი, ახლა სხვისი ჯერი იყოსთქო, რომ შემხვედრი მანქანაც გამოჩნდა. მოულოდნელობით შეშინებულმა მძღოლმა ძლივს აგვიარა გვერდი და ხელით ანიშნა ჩვენს ტაქსისთ „რას აკეთეებო“. ჩვენმამძღოლმა „მამაკაცური“, გაწელილი ხმით ჩაილაპარაკა „რა ხელებს მიქნევ, ბიჭოო“ და უცვლელად განაგძო გზა..

და აი, მაშინ მივხვდი მთავარს..

ნამდვილი ქართველობის ხიბლი სწორედ „პროწივზე“ სიარულშია. ამ დროს ჩანს მთელი ჩვენიეროვნული სიმდიდრე:ქართველი კაცის მოხერხებულობა, სითამამე, ღირსება, თავ მომწონეობა, უშიშრობა, გმირობა....

ზოლიდან ზოლში გადავა-გადმოვა, გაუსწრებს-გამოუსწრებს, ტროტუარზე ავა, თუ ამანაც არ გაამართლა, საპირისპირო ზოლში გადავა დააჩვენებს კლასს საცობში მორჩილად მდგარ მანქანებს.

„პროწივზე“ მიმავალი საკუთარ გზაზე მომავალ მანქანას არ შეუშინდება და გზასაც დაათმობინებს.

თუ ვინმე უკმაყოფილო სახით, ხელების ქნევით შებღალავს მის ღირსებას, მანქანიდან გადმოიყვანას და ყველას დასანახად აუხსნის, რომ „პროწივზე“ სათამაშოდ არ არის გადმოსული...

მის გაზჩაყენებულ „ბიემდაბლიუს“ თქვენ არ იცით რა შეუძლია“ ხოდა „პროწივზე“ გასული მაგასაც დაგიმტკიცებთ...

220-240-ით მიმავალმა იცის, რომ შეიძლება არ გაუმართლოს, მაგრამ ის მაინც იცის, რომ წინაპრების მსგავსად, გმირულად და ღირსეულად დაიღუპება.ასე ურჩევნია საცობში მორჩილად დგომას.

და ასე ყოველდღე ვკარგავთ ქართველ გმირებს.

მოუთმენლობისთვის, უსარგებლო უშიშრობისთვის, სასაცილო სიმამაცისთვის, „ვითომ ეჩქარებათ“-თვის, კრედიტით ნაყიდი მანქანით თავის მოწონებისთვის, კაი ტიპობისთვის...

და ასე ყოველდღე:

მაგისტრალი...

მერე საცობი მაგისტრალზე..

მერეე ძარღვებში მოწოლილი ქართველობა..

მერე ..200..

მერე 240

და მერე....

სხვი შვილი..სხვისი დედა..სხვისი ძმა..

სხვისი ერთადერთი ნათესავი..სხვისი საუკეთესო მეგობარი..

...სხვისი საკუთარ ქორწილში მიმავალი ცოლი...

სხვისი ჯერ არ დაბადებული შვილი...

და ასე ყოველდღე....

ძვირფასო გმირებო, ჩვენ არ გვინდა გმირული სიკვდილი...

მშობლებთან ყოფნა გვირჩევნია...

ჯერ შვილები გვყავს გასაზრდელი...

უმცროს ძმას კალათბურთის თამაშის სწავლას შევპირდით...

პატარძლები ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და გმირობისთვის არ გვცალია...

მალე მამები გავხდებით და...მოდი, გმირობა მერე იყოს...

სკოლას ვამთავრებთ, პროფესია გვაქვს ასარჩევი..

ჯერ მუცელში ვართ, არც კი დავბადებულვართ და გმირობა არ ვიცით რა არის..

ხოდა, #იარენელა ჩვენი სიცოცხლისთვის !!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG