Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავად შეღებილი დროის მანქანა


ავტორი: დათა დადუნაძე

-დე რა გვინდა?

-ვისგან შვილო?

-აი სამშობლოსგან..ჩვენი სამშობლოსგან რა გვინდა?

-სამშობლოსგან? რა უნდა გვინდოდეს.პირიქით სამშობლოს ვჭირდებით,დღიდან კაცობრიობის შექმნისა,განსაკუთრებით გასაჭირის ჟამს.

-გასაგებია,მაგრამ მაინტერესებს მაქვს თუ არა ლეგიტიმური უფლება ,საკუთარი მოთხოვნები წავუყენო სამშობლოს?აი წარმოიდგინე: გარეთ გავიდე და ხმამაღლა,დახრჩობამდე ვიყვირო :“საქართველო გაიღვიძე!აზრზე მოდი!“

-მერე?მაგით რას მიაღწევ?ან ვის მოუწოდებ? ისევ საზოგადოებას მიმართავ,პირველ რიგში მე,ოჯახს,მეგობრებს,ნათესავებს! სამშობლოს სულს და გულს დიდი ხანია თან დასდევსის ტანჯვა და ვარამი,რაც ჩვენს გვაქვს გამოვლილი.მდიდარი კულტურით და აზროვნებით დაჯილდოვებული ქვეყნის ხვედრია იწვალოს ,ისევე როგორც ჩვენ ვწვალობთ.ეხლა კიდევ შენი ჩივილები და უკმაყოფილობები დაუმატე !

-იქნებ არ გსურთთავი დამნაშავედ იგრძნოთ.

-რაშიშვილო?

- სამშობლოს და საკუთარ თავებს ერთმანეთთან აიგივებთ.არ გინდათ, რამე ცუდი ვთქვა,რადგან არანაირი გამამართლებელი საბუთი არ გაგაჩნიათ.არადა ამ ბოლო დროს საშინლადარ მომწონს ჩემი ქვეყნის ფერები დე.,,ნელნელა აღარც შენ მომწონხარ!

-დროებითია...შვილო ჩვენი უბედურება.გადაივლის,როგორც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ხოლმე.

-იცი რა მაინტერესებს,აი რატომ უნდა ვემსახურო მაინცდამაინც საქართველოს?ვიცი მისგან რა მინდა?ან თქვენ რატომ იბრძოდით დღიდან კაცობრიობის შექმნისა?იქნებ თავად არ გესმით , რა სურს მას..!

-მიმოიხედე,როცა ქვეყანა საარსებოდ დალოცვილ მიწას გაჩუქებს და მსგავსი სილამაზით დაგაჯილდოვებს,განა არ ვართ ვალდებულნი ვემსახუროთ მას?

-გასაგებია,მაგრამ ოდესმე ომახიანად უთქვამს თქვენთვის,საერთოდ უნდა თუ არა რომ ვემსახუროთ ან თუ უნდა,აუხსნია,როგორ უნდა რომ ვემსახუროთ?არ გეშინიათ რომ ერთხელ სკამს გვერდზე გაწევს,წამოდგება, ხმას ამოიღებს და გადაგთელავთ? ვეღარ აიტანს თქვენს მიერ გაცვეთილი და დასისხლიანებული ნიადაგით სუნთქვას ?იცი ამ დრო რამოუვა მას?

- მომისმინე , თუ არ მოგწონს აქ ცხოვრება,შეგიძლია სადმე კუნძულზეწახვიდე მაგალითად....

-დე შენი აზრით როგორ მოიქცევა პატრონი,როცა შინაურ ცხოველებს ვეღარ აიტანს?

-წარმოიდგინე ზღვაზე მარტო განდეგილივით,არც მე დაგირეკავ ხოლმე,არც ახალ ამბებს მოისმენ ,არც სუფრები და ინტერესთა კვეთა,კითხვა,ცეკვა,ნათესავები,მეგობრები.იქნები შენთვის და მეც აღარ შემაწუხებ მსგავსი კითხვებით!

-ჯერ მიპასუხე რა მოსდის პატრონს და შემდეგ წავალ ,დაგტოვებ!

-არვიცი,ალბათ დაკეტავს და ცხოველებს გააგდებს ...გადააშენებს.... გაააველურებს,,,თუ ამის გაგება გინდოდა!

-არა და არა დე....შეეგუება...აიტანს ...დაიძარღვება ....გაოფლიანდება....ოხშივარი აუვა.....სულ სხვა მიმართულებით დაიწყებს სუნთქვას , თავი რომ აგვარიდოს ერს-ბერს, დააა... ამ დროს...ამ დროს ჩვენ რა გვინდა მისგან?აი რა გვინდა?

-არაფერი,,არაფერი არ გვინდა!

-BRAVOOO და მაშინ რაღატომ ვბორგავთ?რატომ უმატებთ იმ ზედმეტ იარებს,რასაც შემდეგ ვერ უხორცებთ.მართალი ხარ გარკვეულ საკითხებში,იმაში,რომ სამშობლო ჩვენი სარკეა ,ჩვცენი ანარეკლია. აბა მოდი მომიახლოვდი,ჩაიხედე სარკეში ..გთხოვ.....ჩაიხედე?რას ხედავ?კარგად დააკვირდი შენს თავს.

-რას და....ღმერთო ჩემო....სულ დავბერებულვარ....დავნაოჭებულვარ..თითქოს აღარც მაღალ მთებზე ასვლა და თვალუწვდენელი ჰორიზონტზე ყურება მსურს,არც გაუკვალავ ტყეში წოლა და ცის სიდიადით ტკბობა...ყოველი დღე ბოლო გახდა ჩემთვის..ყოველი ხმა, შენგან წამოსული ,ჩემო ქვეყანავ,მუსიკის უკანასკნელ ნოტებს გავს,ტკბილად რომ ჩამესმოდა ერთ დროს...დავბერდი....ვეღარც მომავალზე ფიქრი მაძლიერებს.ვიღაცამ ის მაგნიტი აიღო და გაანადგურა,რაც ჩვენ ესე გვაერთიანებდა მომავალო.....დროის მანქანა,რომელსაც მხოლოდ წარსულში გადავყავართ..შავად შეღებული დროის მანქანა....

-მართალი ხარ ,სარკეში ჩახედვამ გაგზარდა უცებ, უნდა ვისწავლოთ სიმართლის თქმა,მხოლოდ მაშინ გავიგებთ,რამდენად შორს ვყოფილვართ სამშობლოსგან..

-ალბათ მასეა....

-მოვა დრო და მე შენ აუცილებლად დაგასაფლავებ მიუხედავად იმისა,რომ მე არც ის ვიცი შენგან რა მინდა,, ყველა რიტუალსაც დავიცავ,მამულის მიერ ბოძებულ მიწასაც დაგაყრი,ოღონდ ერთი პირობა შემისრულეთ ,მანამ სანამ შენც წახვალ ამქვეყნიდან და მეც გადავიხვეწებიკუნძულზე,მანამ სანამ იქ წავალ, სადაც ჩემი ხვედრია!სთხოვე ყველას ნათესავებს,დეიდაშვილებს,მამიდაშვილებს,მეგობრებს,პოლიტიკოსებს,პრეზიდენტს,მუსიკოებს,ექიმებს,ინჟინრებს,არქიტექტორებს,უბრალოდ კაცებს და ქალებს,ცხოველებს,დედებს ,მამებს შენნაირებს და სხვანაირებსაც,ბებიებს ,ბაბუებს..სთხოვე არა ჩასჩურჩულე შენთვის ჩუმად: საკუთარი ნებით თავს ნუღარას დროს მოიკლავენ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG