Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე III (მგინებელა)


ავტორი: დათა გვასალია

ფოტოზე ვაპირებდი, მიმეწერა რაღაცები, მაგრამ მიხვდებით მის დატვირთვას პოსტის წაკითხვის შემდგომ… პატივისცემით: gvasalius.

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………

ოოოოო, კიდევ კაი, კიდევ კაი, პატრული არ ვარ!!! რთულია პატრულობა ჩვენს ხანაში, ხან უფროსი გაგინებს, ხან უფროსის – ვიღაც -… ხან უფროსის – მეორე ვიღაც – და ხანაც – ეკა. საინტერესოა… არა, მაინც რა უნდოდა იმ პატრულს? რას მიქვია, პეკინზე დაინახო და ვაჟაზე გააჩერო… მოსახსნელია ნამდვილად… თან ვის, ბიჭო, ვის აჩერებ? ეკაააას?

ავტორის მიმართვა – ეკას.

- ეკა, ოღონდ შენ არ მაგინო, ოღონდ შენ არ გამწირო…. პატრული არ ვარ… ეს თუ წაიკითხე, მაინც არ მაგინო… ოღონდ არაფერი მაკადრო და მერის დედაც ვატირე, გალაკტიონმაც კი შენზე დაწერა, უბრალოდ, აერია მერე…

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, ეკა…

ეკა, იმ ჯიპში შენ თავლთა კვდომა,

სანდომიანი პატრულის ჭექა,

მწუხარე იყო – ვით შემოდგომა.

ახლა, ეკა…??? ხო აღარ მაგინებ, პატრული არ ვარ, თან მეც დავითი მქვია… დათას კი მეძახიან, მაგრამ დავითი ვიქნები დღეს… მე გიცხადებ თანადგომას და ვიტყვი, რომ – je suis EKA.

……………………………………………………………………………………………………………………………………….

ეკა: არდავიწყება დავითის, აროდეს მიზამს ზიანსა.

გასტეხს პატრულსა „მაგარსა“ ეკა ტყვიისა ლბილისა.

ეკა vol.2: ვინაც დავითსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

თუ პატრულს წონა არა აქვს, გასტანჯავს ეკას გინება.

…………………………………………………………………………………………………………………………….

ჩემო საყვარელო მკითხველო, მე მოგიყვები უცნაურ ამბავს, რომ ის ორნი, ეკა და პატრული, ჩარჩნენ ზღაპრის იმ ფურცელზე, სადაც სულაც არაფერი არ – ეწერა, თუმცა ვერ გავიგე, რატომ ადარებენ ამ სახელოვან კაცს (ერეკლეს)… (იმ სიტყვას მე არ ვიტყვი)… მოკლედ, პატრული და ეკა ჩარჩნენ ზღაპრის იმ ფურცელზე, სადაც არაფერი არ ეწერა, ახლა წერია ის, რასაც ეკა გვიყვებოდა… და ბლოს, მე მოგიყვებით უცნაურ ამბავს, რომ ის ორნი აღარ არიან ზღაპრის იმ ფურცელზე, უფრო სწორედ, ეკა მოაჯდა საკუთარ X5 – ს და გაუდგა გზას, პატრული კი კვლავ იმ გინებებშია ჩარჩენილი, იმ ზღაპრის ფურცელზე…

……………………………………………………………………………………………………

პირადი მოგონებებიდან.

პატარა რომ ვიყავი (7-8 წლის), ბოროტმა ენებმა მომიტანეს ამბავი და მამცნეს – ეკატერინე მე-2-ს შესახებ… ადრე ეკატერინეზე და ეკაზე, ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ეკა ჰქვია, მაგრამ ასე იყო, სულ ეკატერინე მე-2 მახსენდებოდა, ახლა კი მადლობა ქართველ ეკას. შერაცხულს – ეკატერინე III (მგინებლად) და ერთი ფაქტორია საგულისხმო, ჩვენი ეკას მეტაფორმოზი, თანაც პროგრესული.

მისი წინამორბედის ისტორია ყველამ იცის, მაგრამ ვატყობ, როლები შეიცვალა და ძნელი გასაგებია დღეს, ვინ, ვინ არის… ეკატერინეს როლში უფრო მეტად პატრულია??? ანუ, ჩვენი ეკა – ცხენია… მოკლედ, ძაან ავირიე… აბა, წავედი მე… ვინ ვის ….. რას, როგორ, ვერ გავიგე….

………………………………………………………………………………………………………..

აბა, უაფორიზმებოდ როგორ წავიდოდი, ჩემო მკითხველო, ჰოდა აგერ, ბატონო :

პატრულსა სძლია ეკამან, არსება დავითის გრძელია…

დავით, ეკას არ გასწირავს, პატრულისგან გაწირულსა.

პატრულმა ეკა თხარაო, დავითი გამოთხარაო…

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG