Accessibility links

არჩევნების კვალი ქუჩებში


ავტორი: დავით წიკლაური

თუკი ბნელ ღამეში, სახლთან ან ქუჩაში, შენიშნეთ ახალგზარდათა ჯგუფი, რომლებიც ელვისებური სისწრაფით აჭრელებენ მიმდებარე ტერიტორიას არ გაგიკვრიდებათ, რომ არჩევნებია კარს მომდგარი. რაც უფრო ახლოსაა არჩევნები, მით უფრო იმატებს ქალაქში სააგიტაციო მასალა. აღნიშნული ახალგაზრდათა ჯგუფები, რომლებზეც შევაჩერეთ ჩვენი ყურადღება, სამწუხაროდ ნამდვილად არ გამოირჩევიან ესთეტიკურობით, დიდ ყურადღებას იმასაც არ აქცევენ სად ათავსებენ სააგიტაციო მასალას. სწორედ ამის შედეგად, დილით ქალაქში გამოსვლისას ვხდებით გადაჭრელებულ ფასადებს, ერთმანეთზე გადაკრულ პლაკატებს და ასე შემდეგ. საჯარო სივრცის გარდა, აღნიშნული სააგიტაციო მასალა კერძო ტერიტორიებზეც ურცხვად ჩნდება და სამწუხაროდ პასუხის მომკითხველი არავინაა. ამას ერთვის სხვადასხვა ფერებში გადაჭრელებული სადარბაზოები. უამრავი ბროშურა, რომლებიც სადარბაზოს შესასვლელებში ჩნდება ხოლმე იქამდე რჩება ადგილზე, სანამ ვინმე ადგილობრივი არ მოიცლის და არ მოათავსებს მათ სანაგვე ურნაში.
საინტერესოა როგორია ამ ყველაფრის მიმართ კანონის დამოკიდებულება, არეგულირებს თუ არა ის სააგიტაციო მასალის ქუჩებში განთავსების პირობებს და მოქმედებს თუ არა ის რეალურად. ამის დადგენა, მარტივად, საარჩევნო კოდექსში ჩახედვით შეგვიძლია. აღნიშნულ დოკუმენტში გარკვევითაა გამოყოფილი ადგილები სადაც შეიძლება სააგიტაციო მასალის განთავსება და ასევე ადგილები სადაც აკრძალულია კამპანიის წამოწყება. ფაქტია, რომ აღნიშნული კანონი მივიწყებულია ყველა პარტიისა და და ინდივიდის მიერ. მართალია არსებობს საჯარიმო სანქციები არასწორად განთავსებული სააგიტაციო მასალის გამო, თუმცა სპეციალური სამსახური ამაზე აქცენტს ნამდვილად არ აკეთებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული მდგომარეობის დარეგულირება ზედამხედველობის სამსახურის საქმეა. ისინი უნდა აკონტროლებდნენ ქუჩებში სიტუაციას, უზრუნველყოფდნენ საჭირო სანქციების გატარებას და გაბინძურებული გარემოს დასუფთავებას. თუმცა სიტუაციის შესაფასებლად და იმის გასარკვევად როგორ ასრულებს საქმიანობას ზედამხედველობის სამსახური, საკმარისია ქუჩებში თვალი შევავლოთ წინა წლების პოსტერებს, რომელთა ჩამოხსნაც აზრად არავის მოსვლია.
ის რომ საკუთარი ქალაქის მოვლის სურვილი, წილი პასუხისმგებლობა არ გვაქვს გათავისებული მოქალაქეებს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებელია,რომ ამ თემას შევეხოთ მოკლედ. ის რომ საზოგადოება მიჩვეულია არსებულ გარემოს და თითქოს ამ გატრეტილ და ერთმანეთზე გადაკრულ პოსტერებს ყურადღებასაც არ აქცევს. ის რომ ჩვენ არ გვაწუხებს ეს, წარმოშობს იმ ფაქტს, რომ შესაბამისი სამსახურებიც არ იწუხებენ თავს დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. არადა ნამდვილად, რომ მოქმედებდეს კანონი და აღნიშნული აგიტატორები დამსახურებულ ჯარიმებს იღებდნენ, აუცილებლად შეიცვლებოდა სიტუაცია. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ გამკაცრებული კანონი ღვედთან დაკავშირებით. სანამ კანონი ამოქმედდებოდა მანქანების უმრავლესობას ღვედიც კი გაუქმებული ქონდა. დღესდღეობით კი სულ სხვა სიტუაციას ვხედავთ. აშკარაა , რომ მსგავს სიტუაციაში კანონის გამკაცრებამ პოზიტიური შედეგი მოიტანა. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოტროლის გამკაცრებისა და სანქციების ამოქმედების შემთხვევაში გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს და ცოტა ხანში ჩვენთვის არჩევნები ხეებზე, გაჩერებებზე, კერძო ტერიტორიებსა და მაღაზიების ვიტრინებზე გაკრულ მრავალ პლაკატებთან აღარ იქნება გაიგივებული.

თუ გადავხედავთ, იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, პირველი ყოველთვის შეგვხდება სპეციალური სტენდი. ფაქტია სტენდი მართლაც, რომ იდეალური გამოსავალია აღნიშნული სიტუაციიდან და საარჩევნო კოდექსში მას საკმარისი ყურადღება ეთმობა. თუმცა რეალურად იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს სტენდებს, მათი განთავსება ძირითადად სიმბოლურია და ვერ ასრულებს დანიშნულებას.
საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა უზრუნველყოს. Ⴑაიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საარჩევნო სუბიექტს შესაძლებელია ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინიტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დააკისროს: „კონკრეტული სანქცია სამწუხაროდ კანონში გაწერილი არ არის, რაც ქმნის ამ პრობლემას. საარჩევნო პერიოდის შემდეგ საარჩევნო სუბიექტები აღარ ხსნიან სააგიტაციო მასალებს, იგნორირებას უკეთებენ, თუმცა ვალდებული არიან“.

მართლაც, რომ ამ მხრივ კანონის მოქმედება სუსტია და გასუფთავდება თ არა ქუჩები თავად კერძო პოლიტიკოსებისა და ადგილობრივი თვითმართველობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ გვხედა ისეთი ფატებიც, როდესაც საარჩევნო კანდიდატებმა არჩევნების შემდეგ დახარჯეს საჭირო დრო და რესურსი და დაასუფთავეს ქუჩები აღნიშნული მასალისგან. ამის კარგი მაგალითია ახალციხე, სადაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თანაგუნდელებთან ერთად თავად ასუფთავებდა ქუჩებს სააგიტაციო მასალისგან. „ბუნებრივია ერთ და ორ დღეში მთელ სააგიტაციო მასალებს ვერ ჩამოვწმენდთ, მაგრამ ეტაპობრივად სოფლებშიც გადავინაცვლებთ. უშულოდ ვიქნები ამ პროცესებში ჩართული“, – აცხადებს ქართული ოცნების გამარჯვებული მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე. ძნელია იმის დადგენა სრულად დასუფთავდა თუ არა ქუჩები, თუმცა წამოწყება მისასალმებელია. თუმცა იგივე ახალციხიდან შეგვიძლია მოვიტანოთ ნეგატიური მაგალითიც. როგორც აღმოჩნდა შედეგებით გაწბილებული ოპოზიციური მხარე სულაც არ ღელავს სააგიტაციო მასალით ქალაქის დაბინძურებაზე და სამწუხაროდ ვერ გრძნობს წილ პასუხისმგებლობას.„არ ჩამოგვიხსნია და არც ვაპირებთ“, – ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე. თუმცა უფრო საინტერესოა მეორე კითხვაზე პასუხი, რომელიც კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ახსენებდა ბატონ გელას: „რა ვიცი, გადაწყვიტოს სასამართლომ, ან ვისაც ეგ ხელეწიფება, ჩამოხსნას არ ვგეგმავთ“.

სწორედ არსებული რეალობიდან გამომდინარე გასაკვირი აღარაა თუ რატომ აკრავენ სააგიტაციო მასალებს ქუჩებში გვიან ღამით. თითქოს კანდიდატებმა წინასწარვე იციან, რომ არჩევნების შემდეგ არ დაასუფთავებენ გარემოს და პასუხისმგებლობის აღებას არიდებენ თავს. არიან ერთეული პიროვნებები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილი ნების გამოხატულებაა. ხოლო როდესაც საქმე კანონს ეხება, უნდა არსებობდეს ვალდებულება და არა კეთილი ნება. არსებული სიტუაციიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი იქნება კანონის გამკაცრება, მონიტორინგის სამსახურის ამოქმედება და კანონდამრღვევების სათანადოდ დასჯა. საწყის ეტაპზე მხოლოდ ჯარიმის შიშით მოხდება ქუჩების დასუფთავება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სააგიტაციო მასალისგან ქუჩების გაწმენდა აუცილებლად გახდება ქართული პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG