Accessibility links

კაცი, რომელიც კოშკში იჯდა


ავტორი: ედიშერ ბერაძე

სუბიექტივისტური წარმოდგენით მცნება „მე ვხედავ“ (I see) პირდაპირ გულისხმობს მცნებას „გასაგებია“ (I understand). სრულიად აშკარაა, რომ ასეთი კომბინაცია მიიღება მხოლოდ გარემოს მიმართ რაციონალური დამოკიდებულების პერსპექტივიდან. ადამიანი, რომელიც საგანს აღიქვამს ყოველგვარი სიმბოლური ანშინაარსობრივი დატვირთვის გარეშე, ცხადია, მისთვის ისეთად არის გასაგები საგანი, როგორადაც ის ხედავს მას.

შესაბამისად, მეთვრამეტე საუკუნის ფრანგ რევოლუციონერს ბასტილიის ციხე პირდაპირ ძალმომრეობად მიაჩნდა და არა, ვთქვათ, საფრანგეთის ძლიერების სიმბოლოდ. ამიტომ, ადგა და უბრალოდ მიწასთან გაასწორა იგი.

სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო ევროპულ ცნობიერებაში აღქმის პერსპექტივის ტრანსფორმირება, რომელიც ვიზუალურად ყველაზე მეტად დასავლურ არქიტექტურაში გამოიხატა.

მმართველი ელიტის „სახლი-ციხესიმაგრეები“ ნელ-ნელა დახვეწილ, თვით ღარიბებისთვისაც დასათვალიერებელად სასიამოვნო სანახაობად გადაიქცა, ხოლო ფეოდალური კარჩაკეტილობა ქალაქურმა კარანავალიზირებულმა ყოფამ შეცვალა. ქალაქი მკვიდრ მოსახლეობის ზრდასთან ერთად სოფლის მაცხოვრებლების ეკონომიკური ინტერესის ცენტრიც გახდა. ასეთ პირობებეში სხვადასხვა სოციალური ფენები უკვე ინტენსიურ ეკონომიკურ-სამომხმარებლო ურთირთობაში ჩაებნენ ერთმანეთის მიმართ. შესაბამისად, ადამიანს სხვა ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა უფრო ხშირად უწევდა, რამაც განაპირობა კიდეც გარემოს აღქმის თვალასაზრისით პრინციპული ცვლილებების განხორციელება.

ძველმა თეზამ „მე ვხედავ – გასაგებია“ ადგილი დაუთმო პრინციპს „მე ვხედავ – ისიც მხედავს“.

ეს იგივეა, რაც ჟან-პოლ სარტრის „არსებობა სამყაროში სხვათა თანაარსებობით“, როდესაც „ჩემსკენ მოპყრობილი სხვისი მზერა იმას ნიშნავს, რომ მე ვარ არა სუბიექტი ანუ მიზნის დამსხველი ინსტანცია და თავად მიზანი, არამედ პერიფერია, არა ერთადერთი და შეუცვლელი, არამედ ერთ-ერთი სხვათა შორის ანუ სწორედ ის, რასაც მთელი ცხოვრება გავურბივარ“.

სხვისი მზერისაგან გამოწვეული სარტრისეული პიროვნების ნიველირების პესიმისტური ჰიპოთეზა, მოდერნიზმმა მისთვის დამახასიათებელი პომპეზურობითა და გარდაქმნის ნიშნით წარმოადგინა. არქიტექტურაში მომხდარი „შუშის რევოლუცია“ პირველ რიგში გამოხატვდა ინტეგრირებული საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფარანტულობისა და გახსნილობის იდეას. „გამჭვირვლე“ შენობები იქმნებოდა იმისათვის, რომ გარეთ მყოფ ადმიანს მის საწინააღმდეგო ბარიერად კი აღარ აღექვა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები, არამედ, მათ საქმიანობაში მაქსიმალურად „ჩართულად“ ეგრძნო თავი.

თუმცა, ასეთი მიდგომა უფრო ოპტიკური ილუზია იყო, ვიდრე რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, რადგან, შუშის მასიურ სიბრტყესთან მიახლოებული ადამიანისთვის გამჭვირვლეობა სრულდება იქ, სადაც იწყება ვიდეო-თვალითა და მონიტორებით უხილავი, სისტემატიური „დამზერა“ და არქიტექტურის ტრანსფარანტულობის მომხიბლავ იდეაზე უფრო მეტად ობიექტი იძულებულია მხოლოდ საკუთარი გამოსახულების მინაზე ანარეკლით დაკმაყოფილდეს ანუ თავის „პერიფერიულობას“ შეეგუოს.

მოკლედ, ადამიანი მოტყუებულია და ემანდ, გაბრაზებულს უეცრად მინის დასაზიანებლად ხელი რომ არ წაუცდეს (ბასტილიის მაგალითზე), ახლა უკვე პოსტმოდერნიზმი სრულიად სხვა გამოწვევას სთავაზობს დათამაშში ითრევს,ამ სიტყვის პირდაპირი და თან ესთეტიზირებული მნიშვნელობით.

პოსტმოდერნიზმს თავისი უაღრესად ნარტიული და კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, პოპ-კორნთან ერთად მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზებაც შეუძლია თამაშში ძალაუნებურად ჩართული ადამინისათვის. თანამედროვე არქიტექტურის „სივრცეში განგრძობითობის“ პრინციპი საშუალებას გვაძლევს გართობა მინაში არეკლილი საკუთარი სილუეტიდან დავიწყოთ და „იქვე“ გავაგრძელოთ, მაგალითად, ძველი თბილისის „ჰიპერრეალისტურ“ ფანტასმაგორიაში…

მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან დაწყებული გრანდიოზული არქიტექტურული ფორმების (იუსტიციის სახლი, თეატრის შენობა, რიყის პარკი) ეფემერული შეტევა პირდაპირ ქალაქის ისტორიული ცენტრისაკენ არის მიმართული. ამ ბრძოლის ჭეშმარიტი ავანგადი, შუშისჯავშნიანი „მშვიდობის ხიდი“, პირდაპირ გულში უმიზნებს კალა-უბანს, ქალაქის ყველაზე ძველ ნაწილს. ხოლო, წარმატებული ინტერვენციის ნიშნად, იქვე, ხიდის დასასრულშივე ფორპოსტად აღმართული სამორინეუკვე ვიზუალურ-შინაარსობრივად აფორმებს „გაერთიანებული თამაშის“ (Union of Play) პოსტმოდერნისტულ პრინციპს.

შემდეგი სიტყვა უკვე რეფლექციამ ანუ არეკვლამ უნდა თქვას, რომელიც, ურბანული გარემოსა და შესაბამისად ცნობიერებისტოტალურ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

უზარმაზარ სარკისებურ ზედაპირებზე, როგორც მხატვრის ტილოზე, თავისუფალი მონასმების სახით პროექცირდება მიმდებარე გარემო, რომელიც თავისი ისტორიული თუ სხვა მნიშვნელობის გამო, ცალკე აღებული შეიძლება ინარჩუნებდეს თავის პირვანდელ სახეს, მაგრამ ცვლილებას განიცდის იქვე აღმრთული „ტრანსფორმერის“ გლუვ ზედაპირზე და სხვა „თავისუფალ ფორმებთან“ ერთად შინაარსდაკარგული ნელ-ნელა იძირება მარადცვალებად თანამედროვე იმპრესიონისტულ ლუსკუმაში.

ასეთი ფორმით მოდერნიზებულ გარემოს თუ დავუმატებთ სხვადასხვა არტისტული ინტერვენციებით სოციალური სივრცის ათვისების პრაქტიკას (ინსტალაცია, პერფორმანსი, აქტივიზმი), აგრეთვე გამართულ კომუნიკაციებს და საყოველთაო კეთილგანწყობის ილუზიას გამოხატულს სლოგანით: I Love My City, მივიღებთ კომერციული თვალსაზრისით კარგად შეფუთულ ქალაქს, რომლის ერთადერთი მიზანია რაც შეიძლება მალე და ძვირად გაიყიდოს ანუ ჩვენთვის უფრო „გასაგებ“ ენაზე რომ ვთქვათ, ინვესტიცია მოიზიდოს (დ. სმიტი).

ურბანული განვითარების ეს მოდელი პროპორციულად ზრდის სოციალურად ნაკლებუზრუნველყოფილი მოქალაქეების რიცხვს, რომელთა ძირითადი მასაც შესაბამისი რევოლუციური ცვლილებების განხორციელებისათვის საჭირო რესურსად შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ნურასუკაცრავად. პოსტმოდერნიზმმა თავის დროზე ამისთვისაც „იზრუნა“ და მისი ესთეტიკური ღირებულებების ქვეშ ჩამოყალიბებული „მოთამაშე ადამიანი“ (ი. ჰაიზინგა) სრულიად უუნარო გახადა მსგავსი ტიპის რთული გამოწვევების წინაშე.

საბოლოოდ, „ბურთი და მოედანი“ უპრობლემოდ აღმოჩნდება ერთი უცნაური კაცის ხელში, რომელიც აქამდე სადღაც შუა მანჰეტენზე აღმართულ შუშის უზარმაზარ კოშკში იჯდა და დროდადრო ექსენტრიულად ახალისებდა ჰიპსტერულ თვითკმაყოფილებაში ჩაძირულ საზოგადოებას.

დღეს კი უკვე როგორც „არჩეულმა პრეზიდენტმა“ სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება განაცხადოს აღქმის ახალი პერსპექტივის შესახებ, სადაც ის იქნება „ის“, ვინც „ყველაფერს ხედავს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG