Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ეკატერინე ამონიშვილი

ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, ვის რამდენი ოჯახური პრობლემა აქვს მოგვარებული ქურდების ჩარევით. მაშინ სხვა დრო იყოო,-იტყვით, ყველასთვის ხომ მაინც არ იყო: იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც უცებ ქურდები დაადგებოდნენ და რაღაცეებს სთხოვდნენ, რადგან მათ ახლობლებში ქურდი, მისი ცოლი, საყვარელი ან ბიძაშვილი არ ფიგურირებდა:

რომ გკითხავდნენ რა უბნელი ხარო, თითო ქურდს და თითო მამაშას ყველა იცნობდა იმ უბანში, ან ნაცნობობას იბრალებდნენ; გოგონებში პოპულარულ ბიჭებს ,,კაი ბიჭობასთან“ ასოცირებული ქურდობა უნდოდათ მომავალ ცხოვრებაში, ციხისკენ მიილტვოდნენ, რომ იქ ამ ,,პროფესიის“ ანა-ბანა ესწავლათ.

და რა შეიცვალა 21 ე საუკუნეში?

აღარაა ქურდობა მოდაში, ქურდობა აღარაა მოდაში, ქურდობა აღარაა მოდაში

და ჩვენ გვიხარია...

უბრალოდ თუ მამაშენი სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს, აკრძალული სიჩქარით შეგიძლია რბოლა, ზოგჯერ მართვის მოწმობის გარეშეც.

მისი კარგი ხელფასი შენი კარგი განათლების და კარგად დასაქმების პირდაპირპროპორციულია. რეკომენდატორების დიდი სიაც გარანტირებული გაქვს და ფართო გზაც კარიერისკენ.

ავად თუ გახდი,საზღვარგარეთ მკურნალობასაც დაგიფინანსებს რომელიმე სტრუქტურა სახელმწიფო ხარჯიდან, მაგრამ მაინც ჯანმრთელობა ჯობია. J

ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ და ექიმი დაგჭირდა? აფთიაქთან შეთანხმებულ წამლებს გინიშნავს ექიმი. სხვა აფთიაქში წახვალ? დაუფიქრებლად შეგიცვლის ფარმაცევტი რეცეპტს. მერე რა?

თუ ყველა მეზობელს მოასწარი მანქანის ყიდვა, კორპუსთან ყველაზე კარგი გასაჩერებელი ადგილი შეგხვდება. ვინმე შეცდება და ახალ ნაყიდ მანქანას ,,შენს სადგომზე“ გააჩებს? მზად ხარ თვალები ამოსთხარო ჩემი ადგილიას ძახილით და ნებისმიერი მეთოდით დაუმტკიცო შენი უპირატესობა. მერე რა?

რესტორანში ჩაგიმატებენ არშეჭმულ კერძს და გადაგახდევინებენ კიდეც. მერე რა?

მეუღლეს აღარ უნდიხარ? გირჩევნია მოკვდეს, ვიდრე სხვა გააბედნიეროს. ყველაზე ძვირიც რომ დაგიჯდეს, მზად ხარ შეინარჩუნო და სამუდამოდ შენთან დარჩენა აიძულო. სხვანაირად ხომ ტეხავს.

შვილი? ოღონდ შენი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს და შენს საკუთარ ცხოვრებაზეც კი იტყვი უარს. მერე რა?

სადმე რომ ხარ მისასვლელი, პირველ რიგში ახლობლებში გაიკითხავ, რომ რიგში დგომას, კონსულტანტების დაზეპირებულ ფრაზებს და ხელოვნურ ღიმილს გადარჩე.

ისეთი სიჩქარით შემოიჭრება ვიწროდ დასახლებულ უბანში ავტომანქანა, რომ შენ მაყურებელი ნატრობ, უცებ პატარა ბავშვი არ გამოვიდეს სადარბაზოდან, შემთხვევით ეზოში თამაში ან ველოსიპედით გასეირნება არ მოუნდეს.

რა შეიცვალა ამ საუკუნეში? უფრო მრავალფეროვანია ჩვენი არაადამიანობა.

,,მოგკლავ“, ,,დაგბრიდავ“,-ყოველდღიურ სიტყვებად იქცა და მეც ვიყენებ მათ, მაგრამ ქურდობა აღარაა მოდაში, მოდაში მკვლელობაა_ ზოგჯერ მხოლოდ სულიერი მკვლელობა.

ჩვენ ყველა მკვლელები ვართ. მეც ასეთი ვარ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG