Accessibility links

ნეტავ სად არიან თანაბარი შესაძლებლობები?


ავტორი: ესმა გუმბერიძე

ვუსმენდი ჩვენი პრემიერ–მინისტრის საჯარო გამოსვლას ილინოისის უნივერსიტეტში, სადაც მან მაგისტრატურა დაამთავრა. საინტერესო გამოსვლა იყო და მან სწორი აქცენტებიც გააკეთა ყველაფერზე. სწორად გასცა პასუხი, როგორც სახელმწიფოს ერთ–ერთ წარმომადგენელს შეეფერებოდა. მაგ. როცა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ შეიძლება, გახდეს აშშ–ს მომავალი პრეზიდენტი და ვინ გახდებიან პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები, მან განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხისგან იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს აშშ–ს სათავეში, მან მასთან უნდა ითანამშრომლოს. ეს ძალიან პოლიტ. კორექტული პოზიცია იყო, განსხვავებით ჩვენი ქვეყნის წინა პრეზიდენტისგან, რომელმაც 2008 წლის არჩევნებამდე ერთხელ ორაზროვნად განაცხადა: „ბარაკები არ გვჭირდებაო“.

ბოლოს გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პროფესორმა ჰკითხა, თქვენი 4 შვილიდან რომელიმე ერთი მაინც როდის შემოიტანს ილინოისის უნივერსიტეტში ჩასარიცხ აპლიკაციას, რომ ჩვენ ისიც სტუდენტად მივიღოთო. ეს შეკითხვა ჩემთვის იყო თანაბარი შესაძლებლობის იდეის არსებობის უარყოფის ტოლფასი. თავი უძლურად ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ რიგითმა ახალგაზრდებმა, თუნდაც ჩვენსავე შესაძლებლობებს გადავაჭარბოთ, არსებობს რაღაცები, რასაც ვერასდროს მივაღწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მშობლები პრესტიჟული უნივერსიტეტების გამოჩენილი კურსდამთავრებულები არ არიან, რომ ჩვენს მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს მაღალი თანამდებობები არ უკავიათ. მაღალი თანამდებობის პირთა შვილებისთვის მთავარია, კვალიფიციურნი იყვნენ და ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწევენ, რასაც მოინდომებენ, ჩვენთვის, რიგითი ახალგაზრდებისთვის კი არსებობს მინის ჭერი, რომელსაც ჩვენ ჩვენს თავებს გადავამტვრევთ ზედ, მაგრამ ვერ გავანგრევთ! ვერ გავანგრევთ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ–ა, სადაც თანაბარი შესაძლებლობების იდეაზე ყველა ლოცულობს, მაგრამ სინამდვილეში თითქმის არავინ უწევს მას ანგარიშს!

ჰარვარდის უნივერსიტეტშიც რომ მოხვდე, აუცილებლად გჭირდება ისეთი პირის რეკომენდაცია, რომელიც მიმღები კომისიისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ანუ ადამიანი სხვაგვარად კვალიფიციურიც რომ იყოს, თუ შესაფერისი ნაცნობი არ ეყოლება, იქ ვერ მოხვდება. პროტექციონიზმი და ნეპოტიზმია ჩვეულებრივი! აბა სხვა რაა, როცა ერთ–ერთი შესარჩევი კრიტერიუმია კარგი სანაცნობოს ყოლა!

ალბათ სოციალისტად მაინც ვერ ჩავითვლები, მაგრამ თანაბარი შესაძლებლობების მჯერა და არა– მემკვიდრეობითი არისტოკრატიის ხელახლა დამკვიდრებისა!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG