Accessibility links

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: გიორგი ამირხანიანი

საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა. საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 13.4%-ს შეადგენენ ეთნიკური უმცირესობების წარმომდგნელები. მიუხედავად საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა პრობლემად რჩება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პოლიტიკური ჩართულობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით შევეცდები განვიხილო ამ პრობლემის მიზეზები და ვისაუბრო გადაჭრის გზებზე.

ეთნიკური უმცირესობების პასიურ პოლიტიკურ ჩართულობას რამდნიმე მიზეზი აქვს: ენობრივი ბარიერი, „ინფორმაციული ვაკუუმი“, პოლიტიკური პარტიების პასიურობა, პარტიების რესურსების ნაკლებობა და ა.შ. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ენობრივი ბარიერის პრობლემა ნაკლებად აქტუალურია ქალაქში მაცხოვრებელი ეთნიკური უმცირესობების წევრებში, თუმცა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია. ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. მათშორის პროგრამა 4+1, რომელმაც ასეულობით აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდას მისცა საშუალება ისწავლონ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს ეხმარება მათ განავითარონ საკუთარი ენობრივი უნარ-ჩვევები. აღსანიშნავია, რომ სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ნაკლები ყურადღება ექცევათ, შესაბამისად ეს აისახება მათ ენობრივ ბარიერზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „ინფორმაციული ვაკუუმი“. სამწუხაროა, რომ ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი არ ეცნობა ინფორმაციას ქართული მედია-საშუალებებით მეშევობით, რაც მათ შორის ენობრივი ბარიერის არსებობით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა საინფორმაციო გადაცემები ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ამას მაუწყებელს კანონი ავალდებულებს, თუმცა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს ამ გადაცემების ტრანსლირებას. აქედან გამომდინარე, შესაბამისად უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად ინფორმაციას ეცნობიან უცოური მედია საშუალებების მეშვეობით, რაც გავლენას ახდენს ინტეგრაციის პროცესზეც.

სუსტი პოლიტიკური ჩართულობის კიდევ ერთი მიზეზი არის პოლიტიკური პარტიების პასიურობა. პოლიტიკური სუბიექტები თავის პარტიულ პროგრამებში უმცირესობებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ზედაპირულად განიხილავენ ან საერთოდ იგნორირებას ახდენენ. ასევე პარტიებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, მაგალითად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მათ არ გააჩნიათ ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურა. არ აქვთ კავშირი პოტენციურ ამომრჩეველთან, ვერ აწვდიან მას ინფორმაციას პარტიული პროგრამის შესახებ.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობის პასიურ უფლებას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 850 მაჟორატარი კანდიდატიდან 34 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რაც კანდიდატების 0.3% შეადგენს. ხოლო პარტიულ პროპორციულ სიებში 12 დაპუტატობის კანდიდატი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია 25 პოლიტიკური სუბბიექტის პარტიულ სიაზე. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, აქ განსხვავებული სურათი გვხდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ პარტიები უმცირესობებს წარადგენენ კომპაქტურად დასახელებულ რეგიონებში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა მოიპოვონ. თუმცა, ამ პირებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია მყარი პოლიტიკური იდეოლოგიური პლატფორმა. ისინი იცვლიან პარტიებს, იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში.

ასევე საინტერესოა თბილისის პრეცედენტი. დედაქალაქის მოსახლების დაახლოებით 15% არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. მათ ნაკლებად აქვთ ენობირივი ბარიერის პრობლემა, თუმცა პარტიები მათხშირ შემთხევაში არ იმჩნევენ.ცნობისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისის 23 ოლქის ასეულობით მაჟორიტარ კანდიდატს შორის მხოლოდ 3 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო.

ზემოთაღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის, როგორც სახელმწიფოს, ისე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. უფრო აქტიურად უნდა გამოიკვლიოს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, პარტიებმა მეტი რესურსი ჩადონ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, უნდა აღმოიფხრას ადგილობრივი თემის მერკანტილისტი ფიგურის ნომინირების პრაქტიკა.კვალიფიციურმა, აქტიურმა და ამბიციურიმა პოლიტიკოსებმა უნდა ჩაანაცვლონ პასიური და არაეფექტური პირები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG