Accessibility links

მაგდას უკანასკნელი ფიქრები


ავტორი: გიორგი მათიაშვილი

(მაგდა პაპიძის საქმიდან ერთი წელი გავიდა)

როდესაც დაიღალე ... დაიღალე გზებით, მუდმივი შეჯიბრით, წინ ყურებით, ახსნა განმარტებით... კონკურენციით... დაიღალე სულიერი შიმშილით, სოციალური უსამართლობით... დაიღალე და ნაბიჯსაც ვეღარ დგავ... ირგვლივ ხალხია, ინფანტილური საზოგადოება, უნაყოფო მზერითა და ტრაგიკული ღიმილით... დგახარ, ისმენ ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ბრალის სიმძიმეს... სასამართლო დარბაზი ექოს ამეორებს... და შენ უსუსური ისმენ ბრბოს ყიჟინას, შეძახილებს, ტაშს...
თანხმდებიან რომ მკვლელი ხარ, ოღონდ არაჩვეულებრივი, ისეთი როგორიც არსად არასდროს არავინ... შვილის მკვლელი, ქმრის მოღალატე და უროთი თავის გამჩეჩქვავი... უსმენ და ტირლიც არ გშველის... არ ესმით შენი, იქნებ არც არიან ვალდებულები რადგან უკანასკნელი უცოდველი გესვრის იმ ქვას რომელიც წმინდაა მიწიერი სამყაროსთვის. ზოგი პირდაპირ ცდილობს ბოლო მოგიღოს, იმ წამსვე ჩაგქოლოს, ზოგი კლავიატურაზე ისვრის აცახცახებულ თითებს...ბიბლიაც არ გშველის, რწმენა უფრო სიძლიერეს გმატებს თორემ ისე ფეხზე ვეღარ დგები... მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იბრძოლებ, შვილისა და ქმრის მკვლელის სახელი არ გქონდეს. ამდენმა უსამართლობამ ძალა გამოგაცალა, ყველა ზიზღით გიყურებს, სახეებიც კი ყველას ისეთი აქვს მკვლელადმიაჩნიხარ და როგორ შეხედავ თვალებში? აბა სად გინდა რომ გაიხედო? კედლების ყურება მთელი ცხოვრება მოგიწევს...
იმ წუთში რასაც ფიქრობ მხოლოდ შენი შვილის საფლავია, ნეტავ ხომ არ სცივა? ეხლა თოვლი მოვა და ძველებურად ვეღარ იგუნდავებ მასთან, ვეღარ მოუყვები ზღაპრებს უწინდებურად და დაუწყებ ხვეწნას საჭმლის ჭამაზე... ნეტავ თუ როდისმე შეძლებ ნახვას? თუნდაც საფლავის... ყველაფერი წარმავალია... სიცოცხლე ყველაზე უფრო... სიკვდილში მძიმე ისაა რომ ვერარასოდეს ნახავ... ბოლო მომენტამდე გჯერა რომ გადარჩები... ცრემლები გახრჩობს და ვერ გამსუბუქებს... იხედები მაღლა და ელოდები განაჩენს... განაჩენს ღვთისგან თორემ მოსამართლე დღეს საზოგადოების დაკვეთას შეასრულებს... შენ ბრბომ პირველივე დღესვე გაგწირა... ამხელა რეზონანსი... ამდენი ტალახი... ამდენი ლანძღვა-გინება... ყველა შენზე საუბრობს... სტერეოტიპები კანონზე მღლა დგას... არავინ მოგისმენს, არავინ... იქნებ ასე სჯობს შენი ცხოვრებისთვის, რადგან ბრძოლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს როდესაც გარეთ ვინმე გეგულება შენიანი... ეხლა? ეხლა მხოლოდ თითის გაშვერა და შიში იქნება... ყოველი შენი მოქმედება ირონია... სად გადის ზღვარი სამართლიანაობასა და უსამართლობას შორის? ფიქრობ რადგანსამართლიანობა ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლიანობის გარეშე უზნეობა...
ვერდიქტი გამოიტანეს...
სხეული გიკანკალებს...
ფიქრობ რომ არ გინდა მოსმენა მაგრამ ვერ გაექცევი...

უვადო პატიმრობა მისჯილია... არ ცხრება ბრბო... ისმის ყვირილი... მხოლოდ ერთი გახსოვს რომ გული მიგდის და იღვიძებ სიჩუმეში... სიცარიელე... სიცივე... სიბნელე... აღარავინ დარჩა შენთვის... აღარავის ახსოვს მაგდა... აღარასოდეს დაბრუნდება დრო... დრო რომელმაც შენი ცხოვრება გადაწყვიტა...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG