Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გიორგი შალამბერიძე

ოთახში რაც კი უჯრა იყო, ყველა გამოვაღე, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. – ვაა.სად არის?! ვეძებდი და ნერვები მეშლებოდა. მთელი სახლი გადავატრიალე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. დავიძაბე.. კარები გამოვაღე, მერე მაგრად მოვიჯახუნე და გარეთ გამოვედი. მეტროში რომ ჩავედი,ცარიელი ვაგონი ჩამოდგა. შევედი. საფულე ამოვიღე. ლარები მქონდა, მეტროს ბარათი და european insurance card, რომელსაც ვადა გასული ჰქონდა და გადაგდება მეზარებოდა. არც აქ არის. ჯინსის ჯიბეში ჩავიყავი ხელი და ვერც იქ ვნახე. ” liberty square” ყურებში ჩამყვირა და კარები გაიღო. დღეს არავის არ ვხვდები და ქუჩაში მარტო დავბორიალობ. მობილში მუსიკას ვუსმენ და თან SMS-ებს ვათვალიერებ. არა არც აქ არ არის. რიყის პარკში აღარ გავედი, შარდენზეც დამეზარა და არც ნარიყალაზე ავედი, რამდენჯერ გავედი?. ბევრჯერ წავედი.. კეტი მეხეოდა. ლიტრიანი ნატახტარი ვიყიდე და მთაწმინდაზე ავედი.ასე ჯობდა. დღეს ხმაური მაღიზიანებდა და მთაზე ჯდომა მამშვიდებდა. ქვევით არეული ქალაქი მოჩანდა და აურზაურის გუგუნი სუსტად ისმოდა. ღამდებოდა. ზევით სიჩუმე იყო, ქვევით ისევ ისე, ხმაური.. უკვე აურზაურს ოქროსფერი სინათლე ემატებოდა და ქუჩებს ედებოდა. ლუდი დავცალე და ოქროსფერი სინათლე ბუნდოვანი გავხადე. – სად უნდა იყოს?, როგორ ვერსად ვეღარ ვნახე. ვერც დღეს , ვერც გუშინ , ვერც გუშინწინ, ვერც იმის წინ და.. არც აქ ზევით იყო, არც იქ ქვევით, აურზაურში.. მერე, რომ გამომეღვიძა, სახლში ვიყავი და უკვე თენდებოდა. ჩემებს ღრმად ეძინათ. მე სარკეში ჩავიხედე. ვამთქნარებდი და მეძინებოდა… ის კი, სარკიდან მიყურებდა ვისაც დღემდე ვეძებდი, ამთქნარებდა და მასაც მაგრად ეძინებოდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG