Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გიორგი შალამბერიძე

ჩემი ნევროზული განაჩენი.. ეს ასე დაიწყო. დრო ბევრი მქონდა, რადგან ისევ უმუშევარი ვიყავი და ისევ რეზიუმეს გაგზავნით დაკავებული. კომპში ფილმების ყურებით, ევროპაზე ოცნებით, ნაყოფიერი ნძრევით და უანაყოფო დღეებით. ხშირად ვჩათაობ და არც თუ ისე ხშირად ვფიქრობ. ამ დროს ფიქრი ნაკლებად საჭიროა ალბათ. ვჩათაობთ და ემოციებით ვითენთებით. უფრო სწორედ მოთენთილი ემოციებით ვიკერებით. არა, არა, უემოციო სახეებით ვითენთებით - ეს უფრო სწორია. სახეებით, რომელსაც ფერადი სმაილიკებით გადმოვცემთ. გავცემთ ჩვენს ფიქრებს, აზრებს, ეროტიულ სპაზმებს. გახსოვს ასე ბოლოს როდის შეგიყვარდა? სიყვარული ღრმაა, სამყარო სიყვარულივით ღრმა და ღრმა სამყარო ვირტუალიზმით ფეხმძიმე და გაბერილი. დღეს ჩემი ემოცია შენმა სმაილმა გამოიწვია. ჩემი შენით გამოწვეული ემოცია ამით გამოიხატა და მერე შენც ყვითლად გაგეღიმა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG