Accessibility links

ქართული რეალობა: იდეოლოგიური დეფიციტი პარტიებში


ავტორი: გოგა ლობჯანიძე

იდეოლოგიის მრავალი კატეგორიზაცია არსებობს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია მემარცხენედ და მემარჯვენე ფრთებად დაყოფა, თუმცა დღითი დღე უფრო რთულდება მათ შორის განსხვავებების პოვნა. მსგავსი ტერმინოლოგია დაყოფასთან დაკავშირებით მოდის საფრანგეთიდან, როდესაც 1798 წლის დიდგვროვანთა კრებაზე მეფის მომხრეები განლაგებული იყვნენ მარჯვნივ, ხოლო მოწინააღმდეგეები და რადიკალები მარცხნივ, ასე გარძელდა მომავალშიც და მოვიდა დღემდე ამ სახით. ძირითადი განსხვავებები მათ შორის არის თანასწორობის პრინციპი, ეკონომიკური რეგულაციები, რევოლუციური და რადიკალური ხასიათი, ჯანდაცვის სფერო, სოციალური უზრუნველყოფა განათლების რეფორმები და სხვა. მემარჯვენეები აღნიშნავენ, რომ თანასწორობა მიუღწეველი დ მიუღებელია, ასევე არ არიან რადიკალური ცვლილებების მომხრე და ემხრობიან კერძო საკუთრებას, , მემარცხენები შესაბამისად მონეტის საპირისპირო მხარეს არიან, თუმცა დღეს ყველაფერი ცდილობს დროს მოერგოს და რთულია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა. ქართულ რეალობაში თითქმის არც ერთ პარტიას არ გააჩნია კონკრეტული იდეოლოგიური ჩარჩო და ხშირად მოდის აცდენაში იდეოლოგია მათივე პოლიტიკურ პლატფორმასთან. მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ქართულ პარტიებში: (ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ერთიანი ოპოზიცია) იდეოლოგიურად არანაირი სხვაობა არაა ჯანდაცვის, განათლების, მაკროეკონომიკური საკითხების და დასაქმების კუთხით. (2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები).

საქართველოში ორ ასეულზე მეტი გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე პარტიული გაერთიანება არსებობს. საქართველოშ ვითარების გათვალისწინებით ქვეყანას უფრო წაადგებოდა, განსხვავებული იდეოლოგიებისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე მინიმუმ ორი ან სამი ძლიერი პარტია, რომ იყოს ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში. ვინაიდან იდეოლოგიურ ჭრილში ამომრჩეველს უკეთ შეეძლებოდა არჩევანის გაკეთება.

საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, ის ადამიანები ვინც პირდაპირ არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საკუთარი ნების გამოხატულებას ახდენენ არჩევნების საშუალებით. ელექტორატისთვის აპრიორი არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მისაღებ დღის წესრიგს შეადგენს და მისივე ინტერესების დაკმაყოფილებას შეეცდება მომდევნო წლების განმავლობაში. სწორედ ის ინტერესები, მისწრაფებები, პრობლემების გადაჭრის გზები, ეკონომიკური ხედვები და ყველაფერი ის რაც ხალხს და მის წარმომადგენელ პარტიას აერთიანებს არის იდეოლოგია და გაწერილ უნდა იყოს პლატფორმაში. თუმცა 21-ე საუკუნეში იდეოლოგიების რაობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხალხს უჭირს იდეოლოგიებში გამმიჯნავი ხაზების დანახვა და ვეღარ ახდენს კონკრეტული იდეოლოგიის მატარებელ პარტიასთან იდენტიფიკაციას.

განსხვავებულ ქვეყნებში ეს ყველაფერი განსხვავებულად აისახება არჩევნებში, მაგალითად ამერიკის მსგავს ქვეყანაში ხალხს არ აქვს ცვლილებების შიში იმიტომ, რომ დარწმუნებულია ქვეყნის სტაბილურობაში რაც არ უნდა მოხდეს, შესაბამისად ელექტორატი მზადაა იდეოლოგიური მხარდაჭერა გამოუცხადოს პარტიას იმის იმედად, რომ წინ წავა და უკუსვლა მსგავს ქვეყანაში უბრალოდ არ განიხილება, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც მომავლის ეშინიათ და არჩევნებზე არც პროგრამულ და არც იდეოლოგიურ ქონტექსტს არ ენდობიან, მძიმე რეალობიდან გამომდინარე. ხალხი მსგავს შემთხვევაში მიმართავს პერსონიფკაციას და უბრლაოდ არ არსებული ალტერნატივიდან გამომდინრე, ისევ ნაცად ჭირს ამჯობინებს. პერსონიფიკაცია ძალზედ საშიში და ლოიალურია, არჩევნების პერიოდში ხალხი ნებისმიერ პარტიასა თუ პარტიის ლიდერს კრიტიკული თვალით უნდა უყურებდეს და პრაგმატულად იყოს განწყობილი პოლიტიკური პროცესების მიმართ. საქართველოში მოღვაწე არც ერთი პარტია ძირითად აქცენტს სოციალურ პრობლემებზე არ აკეთებს და გაურბიან მემარცხენე რეფორმების გატარებას მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა გაღარიბდა. თუმცა ყველაზე ალოგიკური ის ფაქტორია, რომ ხშირ შემთხვევაში როცა მოსახლეობას უჭირს მემარცხენე პარტია ნაბიჯს ვერ დგამს და ამის სანაცვლოდ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც წესით და რგით მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას წარმოადგეს სულაც არ ერიდება საპირისპირო იდეოლოგიების მქონე რეფორმების გატარებას რათა ხალხის გული მოიგოს.

დღეს იდეოლოგია არის ლეგიტიმაციის საუკეთესო საშუალება, მსუბუქ და დაფარულ ფორმებში, ხალხს კვლავ ეძლევა ყალბი სჭიროებები, რომლებიც მათ არჩევნებამდე აპოლიტიკურს ხდით, ხოლო არჩევნებისას კი ყველა თანამედროვე პარტია უგულვებელყოფს იდეოლოგიურ ჩარჩოებს, არღვევს ბარიერს და ცდილობს ელექტორტის ყველა სეგმენტს მოედოს. იდეოლოგია არის წარმართველი ძალა და დამაკვშირებელი რგოლი ხალხსა და პარტიას შორის რათა ერთობლივი რწმენა-წარმოდგენების საფუძველზე განვითარდეს. პოლიტიკური კულტურის ასეთი დონე როგორიც საქართველოშია განაპირობებს პარტიების ინსტიტუციონალური და იდეოლოგიურ სისუსტეს. საზოგადოების განათლების დონე პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კულტურასა და ინსტუტიციურ განვითარებასთან რასაც მსოფლიოში მრავალი მაგალითი მოწმობს. იმ დროს როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკურ მემარჯვენეობას და მემრცხენეობას ვერ ანსხვავებს, რთულია ილაპარაკო იდეოლოგიურ თანხმობაზე პარტიასთან მიმართებაში. საქართველოში პარტიები იდეოლოგიის საფუძველზე არ იქმნებიან ხშირ შემთხვევაში და სწორედ ამიტომ ნაკლებად ზრუნავენ იდეების პროპაგანდაზე. პარტიების უმეტესობა ჩვენთან იქმნებოდა ქარიზმატული პიროვნებების გარშემო, ამის მკაფიო მაგალითია სახელისუფლებო პარტიები: მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ასევე ამ ტენდენციას არც ის ოპოზიციური პარტიები ჩამორჩებიან ვინც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ მოსულა. საქართველოში პარტიები პერსონიფიცირებულია და პარტიის წევრობა იდეოლოგიური კუთვნილების ნაცვლად ლიდერის მიზნებზე და შეხედულებებზეა დამყარებული, ხშირად სწორედ ლიდერის წასვლაა პარტიის უმოქმედობის მიზეზი ან სულაც დაშლის.

პარტიები ჩვენთად მაქსიმალურად ცდილობენ მიესადაგონ მოსახლეობის ინტერესებს და უქომაგონ ახალ ახალ პრობლემებს ნაცვლად იდეოლოგიური ღირებულებებისა. პლატფორმა დაწვრილებით გამოხატავს პარტიის ქმედებების ჩარჩოს და დებულებს და მისი გაცნობისთანავე მოსახლეობა უყოყმანოდ უსადაგებს თავს რომელიმე მათგანს. თუ გადავხედავთ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს ვნახავთ, რომ არ არსებობდა არსებითი განსხვავება ლიდერ პარტიებს შორის თუმცა მოსახლეობა მაინც ერთი კუთხით გადაიხარა რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან....

როგორც ვიცით ნაციონალური მოძრაობა მემარჯევენე-ცენტრსტულ პარტიას უნდა წარმოადგენდეს და ეწეოდეს პატრიოტიზმის პროპაგანდას და აშ..., თუმცა იყო ფაქტები საკუთარი იდეოლოგიის უგულვებელყოფის, როგორიცაა „ნატო“, მჭიდრო ურთიერთობები აშშსთან, აგვისტოს ომი, ბაზარზე გაძვირებლი ფასები და სხვა. ქართულ ოცნებას რაც შეეხება დასაბამშივე აბსურდია მას იდეოლოგიური პრინციპები ამოძრავებდეს, რადგან თავად პარტია 6 განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიას აერთიანებს. ფაქტია, რომ საქართველოში იდეოლოგიური პარტიების დეფიციტია და ხშირად მოდის აცდენაში მათივე პლატფორმასთან, რაც თავის მხრივ კვლავ ელექტორატის დაბნევას და აპათიას იწვევს. ერთადრთი მკაფიო იდეოლოგიის მატარებელი და გამტარებელი პარტიად ლეიბორისტები შეიზლება მივიჩნიოთ, თუმცა ასე მკაფიო მაგალითია ლეიბორისტული პარტია პერსონიფიცირების და ლიდერის გარშემო მოძრავი გაერთიანების. რათქმაუნდა ამ კუთხით საქართველო დასავლური სტანდარტებს ვერ და არც უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან განსხვავეუბული პოლიტიკური თუ სამოქალაქო კულტურის ქვეყანა ვართ, თუმცა ფაქტია, რომ წინსვლა გვესაჭიროება და მეტი გამმიჯნავი ხაზები პარტიებს შორის, რათა არჩევნები პოლიტიკური ლიდერის პირადმა ცხოვრებამ არ გადაწყვიტოს. და ბოლოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიებს არ აქვთ ამის ბერკეტი მოიცვან გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი ელექტორატი, რადგან ხალხი არაა სტრატიფიცირებული მსგავსი კუთხით, ამიტომაც პარტიას სხვა გზა არ რჩება და ცდილობს მოედოს ამომრჩეველთა ყველა სეგმენტს რათა გაიმარჯვოს გადამწყვეტ დაპირისპირებაში და მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG