Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დარჩა ამომრჩეველთა ½ სახლში?


ავტორი: გოგა ლობჯანიძე

ცესკოს მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1814276-მა ამომრჩეველმა, რაც დარეგისტრირებული მოსახლეობის 51.63%-ია, ხოლო თითქმის ელექტორატის ნახევარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერია. რას შეიძლება გამოეწვია მსგავსი ფაქტი? ვეცდები მიმოვიხილო რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მოსახლეობის მსგავს გადაწყვეტილებას შეიძლება განაპირობებდეს:

1.გამმიჯნავი ხაზების არ არსებობა

2.უნდობლობა

3.ნიჰილიზმი

4.პრაგმატული განწყობა

5.სამოქალქო კულტურის დაბალი დონე

1. ყველას მოგეხსემებათ ქართული პარტიების სენი, ყოველთვის ცდილობენ,რაც შეიძლება მეტი ხმა მოიზიდონ და მეტი სეგმენტი მოიცვან ქართველი ელექტორატისა, რაც ლატარიის თამაშს გავს, რადგან როცა არ არსებობს პარტიებს შორის გამმიჯნავი ხაზები, პარტიას არ ყავს გამოყოფილი კონკრეტული სოციალური ჯგუფი, შესაბამისად ელექტორატმაც არ იცის რომელ მათგანს მიაკუთვნოს თავი, ამიტომაც ამომრჩეველი, რომელიც ვერ ახდენს იდენტობას კონკრეტულ პარტიასთან, მას უქრება ინტერესი ჩაერთოს ისეთ პროცესში, სადაც მისი აზრი, მისწრაფებები და მოთხოვნილებები არ არის კონკრეტიზირებული. ამიტომაც მცირდება ყოველი ალტერნატიული ძალის გამოჩენისას, თუნდაც ლიდერი პარტიის რეიტიგი, რადგან მას არ ყავს მუდმივი ამომრჩეველი იმის ნახევარიც კი, ვინც არჩევანი უარესსა და უარესს შორის გააკეთა და მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ალბათ უკვე ადვილი მისახვედრია, რომ გამმიჯნავი ხაზების არ არსებობა გულისხმობს მარტივი ენით რომ ვთქვათ პარტიებს შორის განსხვავებების არ არსებობას, რაც თავის მხრივ ამომრჩეველს ხდის ინერტულს.

2. რა შეიძლება იყოს პარტიებისადმი უნდობლობის მიზეზი? მართალია, ირონიულად ჟღერს ჩემი კითხვა თუმცა, ვცადოთ კონკრეტული მიზეზების განხილვა. მთავარი მიზეზი, რაც მახსენდება იმედგაცრუებაა, რადგან არცერთი არჩევნები არ ყოფილა რეალურად ახალი ხელისუფლების არჩევა, ყველა მათგანი ემსახურებოდა ძველის გადარჩევას, ანუ ჩვენ გვიწევდა ხმის მიცემა ძველი ხელსუფლების წასვლისთვის და არა ახალის მოსვლისთვის, როგორც კარლ პოპერი იტყოდა(პოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსი)დემოკრატია გადარჩევაშია და არა არჩევაში. დაპირებების არ თუ ვერ შესრულებაც რაღა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორში, ასევე ხშირია შემთხვევები იმისა, როცა მთავრობა ხალხს წყდება და მხოლოდ ზემოდან ქვემოთ ხორციელდება დღის წერიგის ფორმირება, ანუ მოსახლეობას აღარ უსმენს ხელისულება, კიდევ მრავალი მიზეზის ჩამოთვლაა შესაძლებელი თუ რა განაპირობებს ელექტორატის უნდობლუბის მაღალ ხარისხს, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ, რადგან თავადაც კარგად განსჯით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე.

3. ნიჰილიზმი საკმაოდ საინტერესო ფნომენია, რაც წესით 21-ე საუკუნეში იშვიათი უნდა იყოს, რადგან ყველაფრის ხელაღებით უარყოფა და საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უარყოფა რთულია სხვა თუ არაფერი. ნიჰილიზმი ძირითადად ახასიათებს არა ურბანულ ზონებს,იმ კარჩაკეტილ მოსახლეობას,რომელთა პრიორიტეტი ეზოში მოყვანილი ხილბოსტანი და მისი ნაყოფით ოჯახის გამოკვებაა. ასეთ ადამიანებს არ აინტერესესებთ ვინ მართავს, როგორ, არ იყურებიან გლობალურად, რადგან მათი ინტერესები მწირია, რაც რაღა თქმა უნდა ხელისუფლების მინუსია. ეს ხალხი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც არ იღებს მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკაში, არ ახდენს ზეწოლას რაიმე რეფორმის განხორციელების მოთხოვნით, რადგანასეთ ადამიანებს არ ეხებათ ის პრობლემები რაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს აწუხებს.

4. პრაგმატულ განწყობას, რაც შეეხება ალბათ ყველაზე კარგად ხსნის 2016 წლის არჩევნების შედეგებს ხალხის ჩართულობის კუთხით,რ ატომ მინც და მაინც 2016? პასუხი მარტივია,წინა წელს ქართული ოცნებაც გამოიცადა ხელისუფლების როლში,იმის წინამორბედიც, ორგზის გამოცდილი იყო, ამიტომაც, რადგან რეალურად კვლავ ამ ორ პარტიას შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი, იმიტომ რომ ალტერნატიული ძალა არსაით მოჩანდა, ხალხი ამ უაზრობას განუდგა, ლოიალობა და პესონფიკაცია, რამაც წინა არჩევნებზე ნაციონალური პარტია გადაირჩია და ქართული ოცნებით ჩაანაცვლა გაქრა, გააქრო თავად ოცნების პარტიამ და რადგან არჩევანის გაკეთება ისევ უარესსა და უარესს შორის გიწევს, ეს თავისუფალი არჩევანი აღარაა, რაც ხალმა გაიაზრა და საკუთარი პრაგმატიზმი განდგომით გამოავლინა, თუმცა ალბათ მსგავსი საქციელიც კონკრეტული ძალის, კონკრეტული პარტის წიქვილზე ასხამს წყალს.

5. მივადექით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, ესაა სამოქალაქო კულტურის ძალზედ დაბალი დონე, სამოქალაქო კულტურის მკვლევარებმა: გ. ვერბამ და ს. ალმონდმა შემოიღეს სამი სტრატა,რაც მოსახლეობას შესაბამისი კულტურის მატარებელ ჯგუფებად ყოფს, ესენია, მონაწილის,ქვეშევრომის და მრევლის კულტურა.მონაწილე კუტურის მატარებელი ადამიანი ყოველთვის მზადაა ხელისუფლებას შემოუძხოს, ხშირად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში და არასდროს ადუნებს ყურადღებას, არ პატიობს შეცდომებს. ქვეშევრომის კულტურის მატარებელი ადამიანი ერთადერთი რასაც პოლიტიკური აქტიურობის კუთხით აკეთებს არჩევნებში მონაწილეობაა, ხოლო მრევლი სწორედ ის ადამიანია ვინც სოფლად ცხოვრობს და საერთოდ არ აინტერესებს მიმდინარე პროცესები, ახლა თავად განსაჯეთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის მსგავსი დაყოფა, არჩენებმა და მანამდე მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის ქვეშევრდომი, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა ალბათ მხოლოდ არასამთავრობოებით და მსგავსი ორგანიზაციებით შემოიფარგლება, რაც შეეხება მრევლს, საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რაც ნამდვილად არაა ისეთი ქვყნისთვის კარგი, რომელიც დემოკრატიზაციის გზას ადგას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ფაქტორის გაერთიანებით და ალბათ კიდევ იმ უამრავი რამის რაზეც არ გვისაუბრია მივიღეთ ის,რომ საქართველოს ნახევარი პოლიტიკურად ინერტულია, რაც სავარაუდოდ ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს და მყარ საფუძველს ამზადებს სამოქალაქო კულტურის წინსვლის შეჩერებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG