Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლების ფანტომი"


ავტორი: გუგა დალაქიშვილი

გამორიცხულია, ძალაუფლებამ დიდხანს გასტანოს ზოგადი ლეგიტიმაციის გარეშე. მისი ტრივიალური, დისკურსის უქონელი, სხეულებრივი ბატონობის ფორმა ჩანასახშივე განწირულია ინფლაციისთვის,რადგან ის ადამიანს უტოვებს შესაძლებლობას,დაკავდეს შიშნარევი,ხშირად თავაწყვეტილი ვნებებითაც კი. ზემდგომის მცდელობა, მანიპულირებდეს ადამიანების სხეულებით, ანუ უხმობდეს ძალოვან უწყებებს, არის ყოველთვის არაპროდუქტიული და გულისხმობს მისგან შეკერილი "კულტურის" მომაკვდაობას. კრიზისში მყოფი, ცაში ვერ გამოკიდებს, კულტურად წოდებულ იდეოლოგიურ საბურველს, ამდენად ის ვერ განახორციელებს ტოტალურ ძალაუფლებას.

ამდენად,როდესაც ძალმომრეობს თანამედროვე მამა(თუმცა ჩვენს მოცემულობაში, მამის კლასობრივი მნიშვნელობა თვალნათლივ აღემატება, მის კულტურულ მნიშვნელობას), ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, მისი პიროვნების უნიფიკაციაზე, რასაც, ვფიქრობ დროის,ძალაუფლებისათვის ანგარიშმიუცემლად ცვალებადობა განსაზღვრავს. ეს კი მოითხოვს არა "აღსაზრდელების", არამედ თავად "აღმზრდელების" ცვლილებას,რათა მათ ისევ შეძლონ, გახდნენ უჩინარნი და "კეთილსინდისიერნი".

უჩინარი ჯეროვნად უღებს ალღოს, ადამიანის დაუოკებელ ვნებას ყოვლისმცოდნეობისადმი და მას სთავაზობს ახალ სწავლებას, ახალ სიკეთეს. ის ხდება მეტად სულგრძელი, თუმცა კი, სუბიექტის მსხვერპლად შეწირვის საპირწონედ.

ახალი ადამიანი იკერება სხეულისადმი ეპისტემოლოგიური ინტერესით განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად. სული, მთელი თავისი ბრწყინვალებით, ჩანაცვლებულია ახალი, იდეოლოგიზებული ჰიბრიდით, რომლის თავისუფლება, ინსტიტუტისაგან ხდება დეკლარირებული(უწინ,ძალაუფლების ამ ილეთს მიშელ ფუკომ „სუბიექტივიზაცია“ უწოდა). ის ყოველთვის ჩართულია გარკვეულ აქტივობებში ახალი, "სუვერენული თავისუფლების" ეგიდით, რომელიც რასაკვირველია წინასწარაა განსაზღვრული. ის არსებობს ზემდგომებისაგან შეთავაზებული ჰაერის, საკუთარ სუნთქვად გარდაქმნის მეშვეობით და ამ ყოველივეს პროგრესს უწოდებს.

რასაკვირველია „ახალშობილიმა“ ვერ შეძლო, ესოდენ სასიცოცხლოდ მნივნელოვანი, ისტორიის გადააზრება და ნაცვლად ამისა, მან წარსული აღიქვა, როგორც მუდმივად,განვითარებისაკენ ან უნიფიკაციისაკენ ლინეარულად მოძრავ დროდ, რაც გულისხმობს,რომ, როგორც ყველა ისტორიული მონაკვეთი,ისე აწმყოც არის უცილობლად, საყოველთაოდ გარდამავალი.ეს აზრი კი ადამიანს უბიძგებს, დაექვემდებაროს გარკვეულ ინსტიტუციას(რომელიც ხშირად დაცლილია ყოველგვარი ანტაგონიზმისაგან), მაშასადამე დაექვემდებაროს ძალაუფლებას.

მისი მოთხოვნილება, დაეუფლოს ცოდნას, გარდაქმნილია ძალაუფლების ობსესიად. მოსწავლე ხდება მოცემული ემპირიის დროში გასიგრძეგანების მექანიზმი და შემდგომ ბეჯითი და პროგრესული ახალგაზრდა, რომელსაც ძალაუფლება უწილადებს საკუთარ სიკეთეებს(და არა საკუთარ თავს)

ახალი მცოდნე- პიროვნება, რომელიც ზოგადი სწავლებისგანაა ნაკურთხი, პრივილეგირებულია მიმართოს სიტყვა (ამაღლდეს), არა საკუთარი თავის, არამედ იერარქიულ კიბეზე, მის ქვემოთ მყოფი, "ჩამორჩენილის" მისამართით. თუმცა ამ "პროგრესის თვალ-მარგალიტით" გაწყობილი სიტყვების ჭეშმარიტი მწარმოებელი, ყოველთვის ხელისუფალია.

მცოდნეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, სასოწარკვეთილების ჟამს, მოაწყოს ოდისეა მესამე სამყაროში,აწარმოოს სოციალური გამოკითხვები,მაგალითად გარემოვაჭრეებთან(დედამიწის ზურგზე, ყველაზე უფრო მომაკვდინებელ სიდუხჭირეში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებიც სულ ახლახან, ჩვენმა ანაზდად გაესთეტებულმა მერმა, ჩვენს ნათელ თვალებს,ზედმიწევნით მოაფარა) მაგალითად, სექსუალური ემანსიპაციის(გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“) თემაზე და როდესაც ის ამხელს მათ "უმეცრებაში", ჩნდება რადიკალური წყალგამყოფი, გონებაგახსნილ, “პროგრესულ“და „ჩამორჩენილ“ ინდივიდებს შორის.

თუმცა ხელაღებით, რთულია დღესაც საუბარი, მიუხედავად ბათუმელი, "პროგრესის" მიღმა მცხოვრები, სრულიად მარგინალიზებული ახალგაზრდების იმედგაცრუების ქმედითი გამოხატულებისა,რომ ეს მანკიერი,ასოციალური პოლიტიკა ჩიხში შედის. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ეს სულ არ გულისხმობს, მის ხელახლა მომძლავრების შესაძლებლობას. მართალია, შემკრთალმა ხელისუფლებამ, დაიწყო ახალი კომიკურობამდე ამაზრზენი რიტორიკის განვრცობა,რომელიც დღეისათვის დრომოჭმულ კონსპირაციულ თეორიებზე დგას, მაგრამ,სხვა ყოველივესთან ერთად,მათ ისევ და ისევ, გამოიწვიეს თავიანთი ძალისხმევით შეკერილ ჰიბრიდების უკმაყოფილებაც. რაც გულისხმობს იმას, რომ ახლა ძალაუფლება, საკუთარ თავთან აწარმოებს ნომინალურ ბრძოლას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG