Accessibility links

მზეო ნურასოდეს ნუ წახვალ ჩემგან...


ავტორი: გვანცა იმერლიშვილი

მე დავიბადე აპრილის თვეში და დეიდის სახელი თამუნა დამარქვეს.ქ.თელავის სამშობიაროდან პირდაპირ მარგო ბაბოს სახლში წამიყვანეს.სახლში ,რომლის კერაზეც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა ,ნებისყოფა,სიძლიერე და ღირსება მეფობდა.ალბათ ამიტომ იყო ეს სახლი წლების მანძილზე ჩემთვის მყუდროებასთან და განსაკუთრებულ უანგარო სიყვარულთან ასოცირებული,იქ ყოველთვის თავს დაცულად ვგრძნობდი და იქ შეჭმული ლუკმაც განსაკუთრებით გემრიელი და მადლიანი იყო..

მერე იყო ბავშვობა–უდარდელობის ხანა,დღეები რომლებიც ყველას ცხოვრებაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი .ჩემი სოფლის–ლაფანყურისორღობეებშიუდარდელი სირბილი,ლაფნის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ხმაურიანი ლოპოტა.ბაღში და სკოლაში გატარებული წლები და ბავშვობის მეგობრები.თერთმეტი ლამაზი პირველი სექტემბერი და ბოლოჯერ დარეკილი სკოლის ზარის წკრიალა ხმა.უცბათ გაფრენილი ბავშვობის წლები.,,ოი დღეებო ბავშვობის არასოდეს დაგვიბრუნდებით,,.

მერე გზაჯვარედინი,სადაც ყველა არჩევანის წინაზე ვდგებით.გაფანტული მეგობრობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.შექმნილი ოჯახები და რაღაც მიზეზით დანგრეული ურთიერთობები.ნატკენი გულები,სიყვარული და სიძულვილი,ანგარება და ერთგულება,სითბო და სიცივე,თეთრი და შავი ,დასაწყისი და დასასრული.....ცხოვრებამ ყველას ჩვენჩვენი სახელი დაგვარქვა.გაგიკვირდებათ და მე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელი –ე მ ი გ რ ა ნ ტ ი–შემირჩია.

საკუთარი ნებით,შვილისთვის არჩეული გოლგოთა და ჩემში გაღვიძებული სასტიკი ნებისყოფა .გათენებული ღამეები,ცრემლებით დასველებული ბალიში,შვილის ხმა რომელიც გამუდმებით ყურში ჩაგესმის,გაუგონარი და გაუსაძლისი ტკივილი,შეგრძნება თითქოს ღიმილი თანდათან გავიწყდება.გაორებული დააბიჯებ უცხო ქვეყნის მიწაზე თუმცა შინაგანად შენი მიწის სურნელს გრძნობ,გაბრუებულს ლოპოტის ხმაური ჩაგესმის საიდანღაც და ცხვირში გცემს შვენა ბაბოს ფურნეში გამომცხვარი პურის სუნი.....გამოფხიზლდები და ჯიუტად აგრძელებ სავალ გზას რომელსაც შენს მაგივრად ვერავინ გაივლის,ეს გზა მხოლოდ შენს ნაფეხურებს ითხოვს!გულში იმეორებ:რატომ მე ღმერთო?რატომ მე,მე,მე???????

ეს იყო პროლოგი,წამზომი ჩაირთო და დავიწყე მეც იმ მწარე გამოცდისთის მზადება რაც ცხოვრებამ დამიწესა.მუდმივად ვიცოდი რომ ღირსებაზე წინ არაფერი უნდა დამეყენებინა.თითქოს მზად ვიყავი ამ დიდი განსაცდელისთვის,გავიაზრე რომ მძიმე შრომამ და დარდმა არ უნდა გამაბოროტოს,რადგან უკან შენი მთავარი მიზანი:შვილი დგას და მისი მომავალი,რომელიც შენი ასაშენებელია!ყოველდილით ვიმეორებდი სიტყვებს:ღმერთო ,ნუ დამიკარგავ იმედს....

,,დღეს ოთხი ნოემბერია ჩემო ბიჭო,წელიწადი და სამი თვე გავიდა რაც არ მინახიხარ,როგორ დავიღალე უშენობით,ჰაერი არ მყოფნის ამ მზით და ჰაერით სავსე მიწაზე ,უშენობა მიხუთავს სულს,ვიცი არა მაქვს სისუსტის უფლება,არც წუწუნის და ტირილის,მაგრამ ამ ტკვილის ვეღარ ვერევი რომელსაც უშენობა ჰქვია.როგორ მინდა ჩაგეხუტო ,მოგეფერო და შენი სუნი ვიგრძნო ჩემო ერთავ,ჩემო ბიჭო,არაფერი ჩემთვის აღარ არსებობს,თითქოს აღარც თენდება,ამ უაზრობაში გადის დღეები და წლები შენ კი იზდები უჩემოდ..,რომ იცოდე რა უღმერთოდ დავიღალე დედი...დედობა უზენაესი ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას ნებით თუ უნებლიეთ ჩამოვცილდი და უკეთესის ძებნა დავიწყე შენთვის!თუმცა ვერ ვიფიქრე რომ დედაშვილობის ცნება ერთად არის უძლეველი,ხოლო ცალცალკე უკვე გაბზარულია,რომლის გამთელებასაც წლები დაჭირდება....

ემიგრანტის ცხოვრება ერთი საინტერესო წიგნია.ჟანრი?ამ ჟანრს ჯერ კონკრეტულ სახელს ვერ ვარქმევ,თუმცა ეს ჟანი მოგვითხრობს საერთო ტკივილიანი ისტორიით გაერთიანებულ პერსონაჟებზე.კუთვნილი მიწის,ჰაერის,კუთვნილი მოვალეობის და კუთვნილი ,,მეს,,გარეშე დარჩენილებზე,დროში დაკარგულებზე.განა გაუხარია ფესვებს მოწყვეტილ ხეს?ჩვენ ხომ ვიცით რომ,,ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არა ,მისი ფესვებიდან იზომება,,განა შეიძლება იხაროს ფუძის ანგელოზმა უდედოდ და უქალოდ დარჩენილ ოჯახში?????

...მზესაც აქვს სუნი, გააჩნია სად შეხვდები განთიადს,მზეო! ნურასოდეს ნუ წახვალ ჩემგან....ღმერთო! ნუ დამიკარგავ იმედს......

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG