Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რევოლუციის სიმბოლოდ ქცეული „ვარდები“ თუ სანახევროდ ასრულებული ქართული“ოცნება“


ავტორი: ირაკლი ავალიშვილი

ატმოსფერო დაძაბული და დამუხტური იყო 2003 წლის 22 ნოემბერის იმ ცივ და ღრუბლიან ღამეს. ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს მობეზრებული ჰქონდა ქვეყანაში გაბატონებული კორუფცია, კრიმინალის უკიდურესად მაღალი დონე, და ქმედითუუნარო საჯარო სამსახურები. რამდენიმე დღით ადრე გაყალბებით ჩატარებული არჩევნები იყო ბოლო წვეთი, პროტესტი უფრო და უფრო ძლიერდებოდა დემონსტრაციები დღითი დღე ძალას იკრებდა. და მაშინ როცა იმჟამინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე, ახლადმოწვეული პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდიოდა, გარეთ ხალხის მასა დუღდა. როცა ხალხმა, მშვიდობიანი დემონსტრაციის სიმბოლოდ ქცეული ვარდებით ხელში პარლამენტის კარი შეამტვრიეს, ცოტა ცინმე თუ იფიქრებდა, რომ ეს საქართველოსთვის სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი იყო.

და მართლაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2003 წელს საქართველოსთვის ახალი ეპოქა დადგა. მოკლედ მიმოვიხილოთ ის, თუ რა „მემკვიდრეობა“ დახვდა ნაციონალურ მოძრაობას. ქვეყანაში მართლაც, რომ უმძიმესი ვითარება იყო, უკიდურეს სიღარიბესა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების როლი იყო სრულიად დაკნინებული. კორუფციის მახინჯ სისტემას თითქმის ყველა სფეროში ჰქონდა შეღწეული, რაც მათ ქმედითუუნარობას, არაეფექტურ მუშაობას განაპირობებდა. ქვეყნის ბიუჯეტი მილიარდსაც არ აღემატებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, კერძოდ კი 1991–2003 წლამდე იყო მცდელობები რეფორმებისა, გარდაქმნის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ გრანდიოზული რეფორმების მთელი კასკადი მოაწყო. შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ერთი ათად აამაღლა პოლიციის ნულამდე დაყვანილი ავტორიტეტი, გაძლიერდა საგადასახადო სამსახური, მხოლოდ საბაჟოზე კონტროლის დამყარებით, ნახევარ წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტი გაორმაგდა, რეფორმები შეეხო განათლების სისტემასაც, სადაც აგრეთვე მყარად ჰქონდა კორუფციას ფესვები გადგმული. ქვეყანამ განვითარება დაიწყო, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სხვა მიღწევებთნ ერთად, ორი მთავარი ამოცანა: კორუფციასთან ბრძოლა და ქურდული მენტალიტეტის დამარცხება, თითქმის მიღწეული იყო.

რაც დრო გადიოდა სააკაშვილის რეჟიმი უფრო და უფრო ამბიციური გახდა, ამბიციურობამ განაპირობა ის, რომ ხელისუფლება საერთოდ აღარ უსმენდა მოსახლეობას, ხალხი და ხელისუფლება მთლიანად გაუცხოვდა. რეჟიმი ნელ ნელა ავტორიტრული ხდებოდა, ხელისუფლება იმაზეც წავიდა, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ ძალას იყენებდა, გარდა ერთეული შემთხვევებისა, სახეზე იყო მასიური ძალის გამოყენების მაგალითები, მიტინგებისა და დემონსტრაციების სასტიკი დარბევის სახით. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი.

2012 წლის ოქტომბრის თვე, ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ დემონსტრანტებად იქცნენ. 2003 წლიდან 9 წლის თავზე, ნაკლებად კორუფციულ და თითქმის დაძლეული ქურდული მენტალიტეტის ფონზე ხალხს უკვე მობეზრებული ჰქონდა ძალადობრივი ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობის პირობებში სრულიად უგულებოლყოფილი იყო სიტყვის თავისუფლების ღირებულება, განსხვავებული აზრის გამოხატვა ლამის კანონით ისჯებოდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეურაწყოფილი იყო როგორც ფიზიკურად ისევე მორალურად. გამოქვეყნებული ე.წ „ციხის კადრები“ იყო ბოლო წვეთი, საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური ძალები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა და საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები ვერ გამოირჩევა განსაკუთრებული გრანდიოზულობით, თუმცა გარკვეული წარმატებების მიღწევა მათაც შეძლეს. უმთავრესი დამსახურება ამ ხელისუფლების იყო ის, რომ მოსახლეობას „ლაპარაკის“ აღარ ეშინია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა, რაც ერთგვარი შვება იყო ქართველი მოსახლეობისთვის. წარმატებებზე საუბრისას აღსანიშნავია გატარებული რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ალბათ ყველაზე წარმატებულია დღევანდელ მთავრობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას, კოლოსალური მხარდაჭერა ჰქონდა, ნელ ნელა საზოგადოებაში იმედგაცრუების შეგრძნება გაჩნდა ამის მთავარი მიზეზი კი ის არის რომ ხალხმა უდიდესი მოლოდინების საპასუხოდ, მხოლოდ მინიმალური შედეგები მიიღო.

რა შეიძლება ითქვას? ეს ორი გუნდი რათქმაუნდა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება თუმცა არის მათში ერთი საერთო მახასიათებელიც. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და უმართავი „ქურდული სამყარო“. ფაქტია ისიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ორ ამოცანას თავი კარგად გაართვა, რამაც თავისი დადებითი შედეგები მოუტანა ქვეყანას, თუმცა ამის იქეთ მათ თითქმის ვერ შეძლეს უკეთესი განვითარება, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათი მხარდაჭერის უმთავრესი მოტივი, ძალადობრივი რეჟიმის ჩამოცილება იყო, საზოგადოებას აღარ სურდა „ჩუმად“ ცხოვრება, ისინი აღარ შეეგუებოდნენ სისხლიანი რეჟიმის მმართველობას საქართველოში. ამ შემთხვევაშიც ჯიუტია ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ ასევე წარმატებით გაართვა თავი მიღებულ „საშინაო დავალებას“ რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ დღეს ხალხი შიშში აღარ ცხოვრობს. თუმცა ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ამის იქეთ ქართულმა ოცნებამაც ვერ შეძლო უფრო მეტი სიკეთის მოტანა, რაც აგრეთვე გარკვეული მიზეზებითაა განპირობებული. სწორედ ამ მახასიათებლით ემგვანება ამ ორი გუნდის მმართველობა ერთმანეთისას.

ზემოთ მოცემული მსჯელობიდან დასტურდება, რომ ამ ორივე გუნდმა წარმატებით შეძლო საზოგადოებისგან მიღებული ამოცანის შესრულება, მაშინ რა არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენ უკეთ მაინც ვერ ვცხოვრობთ? ვფიქრობ რომ მიზეზი, სწორედ ჩვენს საზოგადოებაშია, რომელიც მხოლოდ უკიდურეს მომენტებში რეაგირებს. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყოველდღიურად უნდა უწევდეს მონიტორინგს ხელისუფლებას, სწორედ საზოგადოებამ უნდა მისცეს („ბოროტი“ მასწავლებელივით“) რაც შეიძლება მეტი საშიანო დავალებები ხელისუფლებას, რადგან ჩვენ, ხალხს გვაქვს უფლებები, ხოლო ხელისუფლებას პირველ რიგში ვალდებულებები ჩვენს წინაში. და თუარა, მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პოლიტიკური კულტურა ქართული საზოგადოება მუდამ „ვიღაცისტად“ დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG