Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განაპირობებს პოპულისტური პარტიების წარმატებას საქართველოში?


ავტორი: ირაკლი ჯანაშია

უპირველეს ყოვლისა, სანამ პოპულისტური პარტიების წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს განვიხილავდეთ, მანამდე განვმარტოთ თუ თვითონ პოლიტიკური პარტია რას გულისხმობს, ეს არის ორგანიზაცია რომელიც შექმნილია სახელმწიფოში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ არჩევნების გზით. თუმცა მას სხვადასხვა მეცნიერები შემდეგნაირად განმარტავენ: ედმუნდ ბერკი-„პარტია არის გარკვეული საერთო, შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე გაერთიანებული ადამიანების ორგანიზაცია, რომლის მიზანი საერთო მისწრაფების ეროვნულ ინტერესებად გადაქცევაა“, ენტონი დაუნსი-„ყველაზე ფართო გაგებით, პოლიტიკური პარტია იმ ადამიანების კოალიციაა, რომლებსაც კანონიერი გზით სამთავრობო აპარატის გაკონტროლება სურთ“, რონალდ რეიგანი-„პოლიტიკური პარტია მეგობართა ჯგუფი არაა. პოლიტიკურ პარტიაში ერთიანდებიან მთავრობის რაობის შესახებ გარკვეული რწმენის გამო.“

დღესდღეობით მსოფლიოში, უამრავი პოპულისტური პარტიაა, რომელთა ნაწილი არის ისეთ თემათა მიმართ ორიენტირებული, როგორებიცაა: ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ეროვნული სულისკვეთებისა და ძირძველი ტრადიციების შენარჩუნება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. პოპულისტური პარტიების უმეტესობა ამ ტიპის საკითხებით იქცევს საზოგადოების დიდი კონტიგენტის ყურადღებას, ისინი ცდილობენ აღნიშნულის მაქსიმალურად გამოკვეთას, კონცენტრაციის გადატანს ერის გადაშენებაზე. ამ მაგალითს საკმაოდ კარგად იყენებენ საქართველოშიც ე.წ მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები, და ცდილობენ ეს საკითხი რაც შეიძლება წინ წამოწიონ წინასაარჩვენო პერიოდში. რელაურად რომ შევხედოთ, პარტიათა უმეტესობა ამ შემთხვევში სრულ დემაგოგად ყალიბდება, არის საეჭვოც რომ მათ შეიძლება არც ადარდებდეთ ეროვნულობის თემა და ამ ყველაფერს დამატებითი შემოსავლის წყაროს გამო უწევენ პროპაგანდას.მაგალითვისთვის მოვიყვანოთ „პატრიოტთა ალიანსი“, რომლის პოლიტიკური პროგრამა პირდაპირ მიჯაჭვულია ეროვნულბის თემასთან, საქართველოს მოსახლეობის ბედი კი ოდითგანვე დამოკიდებული იყო, ტრადიციისა და მართლმადიდებლური რელიგიის შენარჩუნებაზე. შესაბამისად ხალხიც, დღემდე ორიენტირებულია აღნიშნულ ორ ღირებულებაზე. ამ ყველაფრის საფუძველზე პარტია ახერხებს გარკვეული ხმების მიღებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩებნებშიც მოახერხა 5%-იანი ზღვრის გადალახვა. თუ პოლიტოლოგთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ, პოპულისტური პარტიების ბედი განწირულია და ისინი მუდამ მეორეხარისხოვან პარტიებად იქნება შერაცხული,რეალობიდან გამომდინარე, სავსებით ადეკვატური არაა ეს ხედვა. არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ უსახსრობის გამო, არაადეკვატური პოლიტიკური პროგრამით, დაბალი რეპუტაციით, თუმცა ზოგჯერ მაინც ახერხებენ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევას და ხმათა მოპოვებას.

არსებობენ პარტიები, რომლებიც ხმების მიზიდვას ახერხებენ სახელმწიფოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებით. ნათელ მაგალითს წარმოადგენს ოპოზიციაში მყოფი- „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი „ ევროპული საქართველო“. ისინი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიდოში აქტიურად ცდილობდნენ გაეშუქებინათ თავიანთი პოლიტიკური პროგრამა, არ ერიდებოდნენ მმართვველი გუნდის კრიტიკას და „ქართული ოცნების“ შეუსაბამო პოლიტიკურ ქმედებებს ასახელებდნენ-მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის განმაპირობებლ ფაქტორად. ისინი უჩიოდნენ დაბალ საპენსიო შემოსავალს, მაღალ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ამან კი მიიქცია ხალხის ყურადღება და ორივე პარტიამ გარკვეული ოლქის საკრებულოებში მოიპოვა კიდეც მანდატები. თუმცა რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ „წარმატებას“, ის უფრო, პარტიის წარსულის ფონზე, ქარიზმატულ ლიდერზე-მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, ვიდრე მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე. ორივე პარტიის წარმატება განპირობებულია არა მხოლოდ ზემოხსენებული ფაქტორებიდან, არამედ, ისინი ცდილობდნენ მმართველი გუნდის კრიტიკით კვლავ დაემსახურებინათ ხალხის ნდობა, „ქართულ ოცნებაში“ მყოფი დეპუტატების, დაბალი ინტელექტის გამოვლინებას არ ერიდებოდნენ, ცდილობდნენ გამოეკვეთათ მათი არაკომპეტენტურობა, რის საფუძველზეც სავარაუდოდ ამომრჩევლებისგან ხმათა მოპოვებასაც ცდილობდნენ.

თუმცა, დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თითქმის ყველა პარტია რატომღაც პოპულისტურ გზას ირჩევს გამარჯვების მოსაპოვებლად. ისინი ხალხს დაპირებებით თავბრუს ახვევენ, რისიც საზოგაოდების დიდ ნაწილს სჯერა. მაგრამ პარტიის წარმატება, როგორც უკვე ვახსენე მხოლოდ მისი ადეკვატური პოლიტკური პროგრამით არაა განპირობებული, მას აუცილებელია ჰყავდეს ისეთი ლიდერი, რომელიც საკმაოდ დიდი რესურსის მფლობელი იქნება, ანუ საუბარია იმაზე, რომ დღევანდელმა სახელისუფლებო პარტიამაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუსტად პოპულისტური იდეებით მიაღწია წარმატებას. ამას ცხადყოს ჩვენთვის ნაცნობი „100 ქარხანა“, პენსიის 220 ლარამდე გაზრდა, ბენზინის ფასის დასტაბილურება და სხვა. აქვე მინდა ვახსენო, რომ ხალხმა, ხმა არა თვითონ პოლიტიკურ პარტიას და დაკომპლექტებულ გუნდს მისცა, არამედ ყველას იმის იმედი ჰქონდა, რომ გუნდის ლიდერი-ბიძინა ივანიშვილი, აბსოლურტურად ყველა მის ამომრჩეველს ფულად დახმარებას აღმოუჩენდა. თუმცა, მოგვიანებით ყველამ კარგად ნახა, თუ როგორც განვითარდა მოვლენები.

მაგრამ აქ ერთი გარემოებაა,რომ პოპულისტური იდეების პოპულარობაში არა მხოლოდ პარტიები, არამედ, ხალხიცაა დამნაშავე. საზოგადოების დიდი ნაწილი არ ფლობს ადეკვატურ პოლიტიკურ განათლებას, მხოლოდ მცირე კონტიგენტსშეუძლია, განსაზღვროს ისიც, რატომაა ამ თუ იმ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამა ხარისხიანი. ასევე ხალხი უფრო მეტად ორიენტირებულია ეკონომიკურ სარგებელზე, ვიდრე პოლიტიკურ თავისუფლებაზე და ზუსტად ეს უკანასკნელი უკავშირდება და განაპირობებს ხალხში შეგნების მაღალ მაჩვენებელს, რათა დემაგოგთა გავლენის ქვეშ არ მოექცნენ და არ დაიჯერონ უტოპისტური დაპირებები.

საერთო ჯამში, პოპულისტურ პარტიათა წარმატება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა განვითარებადი ქვეყნების პრობლმაც გახლავთ, ხოლო მთავარი საკითხი საზოგადოების ცნობიერებასა და თვითშეგნეში მდგომარეობას, რადგან მათი დიდი ნაწილი ყვება ემოციებს და უკანა ფლანგზე აყენებს რაციონალურობასა და პრაგმატიზმს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG