Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაცხოვრება, საკუთარ თავთან


ავტორი: ირინა რურუა

80 წლის სევდას ვიტევ, ამდენსავე დარდს და გაცილებით მეტ ნაოჭს სხეულის ყველა ნაწილზე.. უჯრედები დღითი დღე იფიტება და მხოლოდ თვალების უპეებს შემორჩათ წყალი გაუსაძლისი სიმშრალის გამოსაკვებად..
ინამებიან დამსკდარი სხეულის კიდეები და დახეთქილი უსწორმასწორო ზედაპირი ერთმანეთთან შერწყმას ცდილობს..
წითლად შეღებილი არხები მიუყვება მრავალჯერ გაცრეცილ მტევნებს და ამობურცული გორაკები ყოველი თითის ბოლოს უთქმელობისგან დაგროვილ ბზარებს მახსნებს.

თავისთავად უცნაური ამბავი არ უნდა იყოს ამ ასაკში მარტო რომ დავრჩი.
მარტო საკუთარ თავთან, მარტო გარემოსთან და ჩემს ხასიათთან.
მარტო ყველანაირი გაგებით, ასე პირდაპირ და შეუფარავად.
ყოველ დილით რკინის ზამბარებიანი ლოგინის ჭრიალს ვაყოლებ სიტყვებს, ფიქრებს და დარდს.. შემდეგ სხეულის ნაწილებს ვკრებ და ვალაგებ სათითაოდ ერთმანეთის მიყოლებით..
უკვე მარტივი აღარ არის საკუთარი სხეულის ნდობა.
მან შეიძლება ნებისმიერ დროს უღალატოს საკუთარ თავს და ვერაფერს მოსთხოვ..
შევეჩვიე.

ყოველ საღამოს როცა ფიქრების ჩახშობასცნობიერივერ ახერხებს, ვფიქრობ.
ვფიქრობ ძალიან ბევრს და მიჭირს დაჯერება რომ ამ სხეულის მიღმა მე ვარ, მე ვიყავი უწინაც და ეხლაც..
შემდეგ წყდება ყველაფერი რეალური და ნანახი სიზმრები რჩება ძილის საათებს..
როცა წამწამებს ერთმანეთს აბამ და მთელ სამყაროს ერთი ამოსუნთქვით შთანთქავ.

დილა როგორც წესი გათენებით იწყება. ფანჯრების მინებს უსხლტება მზე და ჩვეულ რუტინას მახსენებს. მოვალეობებს რომელიც საკუთარ თავს თავად დავაკისრე, მარტოობას რომელიც საბოლოოდ ასე გამოვიდა და ყველა იმ ყოველდღიურ ქაოსურ მდგომარეობას რომელიც ცხოვრებას ქმნის ისეთს როგორსაც ვხედავთ.

მარტოობის შეგრძნებებს რომელსაც მგონია რომ მივეჩვიე და პერიოდულად დეპრესიული განწყობები მაინც ახლავს, ვკლავ.
იმ ღია და ცარიელ სივრცეებში ვახშობ რომელიც უიმედობის საათეს ვარცხნის..
შემოჭრილი სევდა ჯერ მიღიმის და მოახლოებისთანავე მეჩვევა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დიდდება და მითრევს..
შემდეგ გადაუფრენენ ჩიტები ჩემი აივნის თოკებს და დაჟანგული სიცარიელე მიაქვთ ამბებად ნაწილ-ნაწილ და ცალ-ცალკე..
ცარიელი სივრცეების ძიებაში ჰორიზონტის პოვნა მირთულდება..
თვალს ვერ ვაწვდენ წარსულს რომელიც ჩემზე ძველია, ჩემზე ძლიერი და ვინ იცის იქნებ ჩემზე ცოცხალიც..

ბავშობიდან რაც შემომრჩა ჩემი სახელი და ძველი ანკესია, გახუნებული და ჟანგისგან შეჭმული მაგრამ მაინც საჭირო.
მდინარეებს ვეშურებით დროდადრო, იქ ცრემლებს ხომ არავინ თვლის..
კაცის ცრემლიც აღარ უკვირთ თევზებს და ჩამორეცხილი სევდა იკარგება წყალში.
არავინ იცის იქნებ მრავლდება და შემდგომი სევდის სახით გვიბრუნდება კიდეც უკან მაგრამ ეს მხოლოდ სამწუხარო ვარაუდია და დარწმნებით ვერაფერს ვიტყვი..
ჰოდა ჩუმად ვარ. ვისვრი ჭია გამობმულ იმედებს წყალში და მეგობრული თანაგრძნობისთვის ვაპურებ მათ ვისაც ანკესიანი ადამიანების ეშინიათ..

ვაპურებ რადგან სიჩუმეწყალში ბევრად რთულია.

შემდეგ:
მელოდიად ჩამესმის წყლის ხმაური ყოველ დილით და რკინის ჭრიალა ლოგინიდან წამოდგომა მარტივია.
გაღვიძება და გრძნობების გაცოცხლება მარტივია.
გარემოს დანახვა და სუნთქვა მარტივია.

მარტივია,რადგან მოსაყოლი ამბები ჯერ კიდევ დარჩა..

სიზმრები ისევ მსტუმრობენ ღამით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG