Accessibility links

„კაცი არ ყველა სწორია“


ავტორი: ჯაბა თებიძე

პროგრესი შედეგის გარეშე

ქ. ბათუმში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებულ სასტუმრო „ლეო-გრანდს“ ხანძარი გაუჩნდა და 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ დაცული არ იყო უსაფრთხოების მინიმალური ზომები, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. რა თქმა უნდა დაიწყო გამოძიება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა და ვინ იყო და არის პასუხისმგებელი ამ შემთხვევაზე.

ჩვენ ხშირად ვიწყებთ გამოძიებებს რომლებიც მთავრდება ხოლმე ნულოვანი შედეგებით, ანუ საკუთარ უბედურებაზეც კი ვერ ვსწავლობთ ჭკუას. იმედია გამოძიება დაადგენს, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეს 11 დამოუკიდებელი ოჯახური ტრაგედია არა მხოლოდ 40 მილიონ დილარად ღირებული გაუმართავი უსაფრთხოების სისტემების შედეგია, არამედ თვითონვე სახელმწიფოს ხელისუფლებაა დამნაშავე, აღმასრულებელი და საპარლამენტო შტო ხელისუფლებისა არის დამნაშავე. პარლამენტი უნდა იღებდეს აუცილებელ კანონმდებლობას, რომლითაც სასტუმროს მფლობელები კანონმდებლობის წინაში იქნებიან ვალდებულნი, აღარაფერს ვამბობ მათ პიროვნულ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე საზოგადოების უსაფრთხოების წინაშე, მაქსიმალური ზომები მიიღონ შენობის უსაფრთხოდ ფუნქციონირებაზე თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. საკანონმდებლო ინსტრუმენტებისა და ხელისუფლების მყარ ნებას შეუძლია მინიმალურამდე დაიყვანოს და აღმოფხვრას ის ტრაგიკული შედეგი რამაც მთელი ერი შეძრა. აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ევალება უსაფრთხოების სისტემების გამართულად ფუნქციონირების სისტემატიური მონიტორინგი და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი სამუშაო ლიცენზიების გაცემა.

ხელისუფლება სცოდავს. 2015 წელს ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა და 3 ბავშვის დაღუპვამ ხელისუფლებას ვერაფერი ასწავლა და ფაქტია რომ არც კი ცდილობს რაიმე შეცვალოს და შემოიღოს საერთაშორისო სტანდარტები, რითაც ბიზნესის ეს კონკრეტული სექტორი იხელმძღვანელებს. რა შეიძლება ეწოდოს ხელისუფალს რომელიც თავისსავე შეცდომებზე ვერ სწავლობს და არც კი ცდილობს გამოსწორდეს ? რა არის საზოგადოების როლი ამ კონკრეტულ შემთხვევებში? რისთვის დახარჯა სასტუმროს მფლობელებმა 40 მილიონი დოლარი, ნუთუ მაგ 40 მილიონში არ მოიძებნა ადგილი თანამედროვე და ეფექტური უსაფრთხოების სისტემების შეძენისათვის? შეკითხვები ბევრია, ძალიან ბევრი !

საქართველომ აიღო ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სახით, რომ დაუახლოვდეს ევროპის კავშირის მიერ შემოღებულ სტანდარტებს და დანერგოს ისინი ეროვნულ დონეზე. ფაქტია რომ პროგრესი გვაქს მინიმალური შედეგებით და ეს ყველაფერი ნელი ტემპებით ხორციელდება. ხელისუფლება არ ჩქარობს და ეფექტური რეფორმებიც ვერ ხორციელდება, რეფორმები რომლებიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგებზე. არ შეიძლება გქონდეს რესურსი და შეგეძლოს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა და არ მოქმედებდე შესაბამისად. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი უმოქმედობა და არაეფექტურობა ჩვენივე წარუმატებლობის მიზეზი გახდება ხოლმე.

ხელისუფლებებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე და პრევენციული ღონისძიებები მიიღონ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება თავმოყვარე სახელმწიფოში ადგილი ჰქონდეს ინსტიტუციურ გადაბრალებას - მე ეს არ მეხებოდა, ეს ჩემი კომპეტენცია და ვალდებულება არ იყო. გამოძიება გრძელდება !

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG