Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არშემდგარ თვითმკვლელთა თაობა


ავტორი: ჯუნა ნონიაშვილი


"Мысль о самоубийстве - могучее утешение,

с ней проживаешь много трудных ночей".

Фридрих Ницше

ოთხშაბათის სუსხმოკიდებული დილა, 7 საათი და კიდევ რამდენიმე წუთი. გაუჩერებელი ზარი ტელეფონზე და მარცვლებს შორის ჩამწყდარი ბგერები - „გთხოვ, სასწრაფოდ ჩემთან გამოდი. ყველაფერს სახლში აგიხსნი.“ რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი, შეშინებულია მეთქი ახლა კი, უბრალოდ მეცინება, ვემზადები და გავრბივარ. იტალიური ეზოს ტიპის უმასპინძლო სახლი, მეორე სართული, სიძველისგან ჩაშლილ-ჩაბზარულ-ჩამოჩუქურთმებული კედლები და მზის დაბადება ფანჯრებში, გაზაფხული. აი, ისიც, ჯერ კიდევ ძილბურანნარევი, საწოლზე. ფანჯრებს ფარდებისგან ვაშიშვლებ, ვაღებ და ცივ ჰაერს ხარბად ვყლაპავ, ის-არ იძვრის. უფრო ახლოს მივდივრ და მომენტალურად ვგრძნობ, კიდურების მოკვეთას, სისხლიან ზეწრებზე პარალიზებული ვეცემი.

მახსენდება, რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მომწერა „თვის მოკვლას ხომ არ აპირებო“- გამეცინა და კითხვა შევუბრუნე. მერე ამიხსნა, რომ წიგნს კითხულობს-„50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე“, სადაც მთავარ გმირს-გლორიას ლურჯი თმა აქვს ჩემსავით. მაშინვე დავგუგლე და კითხვა დავიწყე. კარგი წიგნია. ტიპური მოზარდი, უამრავი პრობლემითა და დაბალი თვითშეფასებით, რომელიც ყველასგან გარიყულია, სახლიდან გარბის, მოგზაურობს და ეძებს სიცოცხლის მიზეზს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული 50 დღის შემდეგ გაგრძელდება, თუ არა მისი არსებობა. იცით, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობ სუიციდს, როგორც ყველაზე საშინელ ბოროტებას, ვერ ვხედავ, ის გამოსავლის პოზიციაშია აღქმული, მაგრამ ახლა, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, როდესაც ჩემს წინ ჩემი ახლობელი ადამიანი, 16 წლის გოგო, მარცხენა ხელგადახვეული, სისხლითშეღებილ საწოლში წევს დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ბოროტებაა, მაგრამ საკუთარი თავის კი არა, იმ ადამიანების მიმართ ჩადენილი, ვისაც ძალიან უყვარხარ.

თავს სუსტად გრძნობს. ღამე ბევრი სისხლი დაკარგა. არ მოვყვები იმას თუ რა, როგორ გააკეთა, სასწრაფო და პატრული როდის მოვიდა ან როდის დაიბარეს განყოფილებაში, მთავარი, ალბათ, მაინც მიზეზია. წარმოიდგინეთ, რომ გოგონას, რომელმაც წინა ღამეს სუიციდის მცდელობისას ზეწრები თავისი სისხლით შეღება, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია ადამიანების გაღიმება, ბედნიერების ჩუქება, მოკლედ, სიყვარული. არ მჯერა! რთული ბავშვობა კი ჰქონდა, რამდენიმე წლის გატარებაც მოუწია დედის გარეშე, მაგრამ ახლა, როდესაც ოჯახი გაერთიანდა, ოჯახური ბედნიერება კარგადშეთხზული ილუზია უფრო აღმოჩნდა, ვიდრე ემპირიული რეალობა. ხშირად კამათობდნენ ის და დედა. იმ ღამესაც იკამათეს. აკრიტიკებდნენ, არ ინდობდნენ ერთმანეთს, არც დათმობა შეეძლო რომელიმეს. ახლა მისი მესმის, არ შეიძლება მუდმივ კონკურენციაში იცხოვრო დედასთან, მის წარმოსახულ „იდეალურ შვილთან“, არ შეიძლება ისმენდე კრიტიკას 24 საათის განმავლობაში და არ შეიძლება არ გინდოდეს გაქცევა შენი რეალობიდან, თუნდაც იმქვეყნიურში. ჩაის ვუკეთებ, ვსვამთ, ვლაპარაკობთ. ამბობს, რომ ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვს, უკვირს სად იპოვა ძალა ამ სისულელის გასაკეთებლად და ინციდენტიდან უკვე რამდენიმე საათში ნანობს მომხდარს.

წიგნის „50 დღე ჩემს სიკვდილამდე“ წაკითხვა ჯერ არ დამიმთავრებია. მე და გლორიას ერთად გასატერებელი სიცოცხლის 7 დღე დაგვრჩა. მომხდარის შემდეგ ფინალის, აღსასრულის მეშინია, მაგრამ უფრო მეტად უკვე იმ მოზარდების მეშინია, რომლებშიც შეიძლება გლორიამ გაიღვიძოს. გაიღვიძოს იმიტომ, რომ ოჯახი, საზოგადოება და საერთოდ სოციალური გარემო ზედმეტად მკაცრია მის მიმართ, იმიტომ, რომ მასზე ოჯახში ძალადობენ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ფსიცოლოგიურად, ან ფინანსურად, იმიტომ, რომ სკოლაში დაცინვის, ბულინგის მსხვერპლი ხდება და არავინაა ისეთი, ვინც მის გვერდით დადგება, ასეთ ადამიაებს ხომ ხშირად პირად ცხოვრებაშიც უამრავი პრობლემა აქვთ... რატომ გვძულს ერთმანეთი ან რატომ გვანიჭებს ერთმანეთის ტკივილი სიამუვნებას?!

ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ყოველ 40 წამში მსოფლიოს რომელიღაც წერტილში ერთი ინდივიდი მიმართავს სუიციდის მცდელობას. სწორედ თვითმკლვლელობაასიკვდილიანობის რიგით მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზი თხუთმეტიდან ცხრამეტი წლის ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
სუიციდის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, მაგრამ ამასთთან, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს მისი როლი და მნიშვნელობა საზოგადოებაში, სოციალურ გარემოში, იქნება ეს სახლი, სკოლა თუ ქუჩა, ჩვენი ნებსით თუ უნებლიედ დიდ გავლენას ვახდენთ სხვა ადამიანებზე, მათ ფსიქიკას, მენტალობასა და ცხოვრებაზე, ამიტომ გამოსავალი, ალბათ, თითოეულ მოქალაქეში ადამიანის ხელახლა დაბადებაშია. საუკუნეში, სადაც ურთიერთობებმა ფორმალური სახე მიიღო უნდა ვეცადოთ ხელახლა ვიგრძნოთ, დავინახოთ და შევიყვაროთ, ვიყოთ ლოიალურები ერთმანეთის მიმართ და უარი ვთქვათ რაიმე ნიშნით ერთმანეთის დისკრიმინაციაზე, უარი ვთქვათ ძალადობაზე. მეტიც, ვეცადოთ, როგორმე ამოვავსოთ, კულტურებსა და თაობებს შორის ნაპრალი იმისთვის, რომ მენტალური სხვაობით კიდევ ერთხელ არ მივიღოთ განსხვავებულად მოაზროვნე, შემდგარი პიროვნებენის „დაკარგული თაობა“, არშემდგარი ურთიერთობებით, ცხოვრებით, ბუნდოვანი მომავლით ან სულას თვითმკვლელთა თაობა, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს.

წიგნის „50 დღე ჩემს სიკვდილამდე“ წაკითხვა ჯერ არ დამიმთავრებია. მე და გლორიას ერთად გასატერებელი სიცოცხლის 7 დღე დაგვრჩა. მინდა, ყველაფერი „happy end“-ით დამთავრდეს. ზოგადად მინდა, ყველა გლორიამ იპოვოს მიზეზი, რომლისთვისაც სიცოცლე ღირს. მინდა უყვარდეთ, ოცნებობდნენ, იბრძოდნენ და არ ეშინოდეთ ბარიერების, რომლის გადალახვაც ოდესმე მოუწევთ. ცხოვრება მშვენიერია, მისი ხიბლი სწორედ ჩვენს წარმატებაში, მარცხში და ოცნებებშია, რამეთუ არ არსებობს მუდმივი სტატიკური მდგომარეობა, ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს, ხოლო ღამის სიბნელეს მზის დაბადება ჩვენს ფანჯრებში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG