Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავთხოვდეთ!


ავტორი: ქეთევან მიქელაძე

10 მიზეზი...

15 მიზეზი...

ფრაზები - ,,დასჭირდება და ისწავლის’’ ,, მერეც ეყოფა’’,,ჩემ დროს სარეცხის მანქანა სულ არ იყო’’,, სახლის დალაგება შენ თვითონ უნდა გეხალისებოდეს’’ ,, დედაშენმაც არაფერი იცოდა მაგრამ რომ დასჭირდა ხუთსულიან ოჯახს უვლიდა’’ და სხვა.. მახსენდება და ვხვდები რომ სათაურში ციფრი არ უნდა მივუთითო.

გათხოვებამდე მოსმენილი ყველა ეს ფრაზა რომ ხუმრობა არ იყო და ჩემ გარშემო ახლობელ-ნათესავები სრული სერიოზულობით,რომამბობდნენ ამას მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი როდესაც ქორწილის ერთი კვირის თავზე მეუღლის ბებიის მამიდაშვილმა ნიშნისმოგებით მკითხა -,,რას ჩვები შენ ხომ კარგად ხარ? ‘’ იგულისხმება რას ელოდები ამდენ ხანს ? ფეღმძიმედ არ ხარ ?? რათქმაუნდა ყურადღება არ მიმიქცევია არაფრისთვის,ბედნიერებით ვტკბებოდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.ჩვენი სიყვარულის ისტორია ხომ ისეთი შთამბეჭდავი იყო.. ზღაპრული ქორწილი...დაუვიწყარი საქორწილო მოგზაურობაბლა ბლა ბლა

რათქმაუნდა თან გვდევდა ფრაზები ,, შენ გათხოვება სურათების გადაღება გგონია?‘’ ოჯახს იმდენი რამ უნდა’’ ,,ქალმა ერთი ოჯახის ნივთი (იგულისხმება გორკისგასალამაზებელი სერვიზის ჭიქები, რომელსაც არასდროს არ იხმარ ) როგორ არ უნდა იყიდოს? ,,ჩვენ რომ თქვენსავით დაგვეწყო მილიონერები ვიქნებოდით ‘’

ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ სადღაც გონებაში ილექებოდა ეს ყველაფერი.. ნელნელა ბედნიერების შეგრძნება ფერმკრთალდება და ფიქრობ,რომ შენც სხვა ცოლივით ჩხუბით უნდა კრიფო მეუღლის საქოლქვეშ დაყრილი წინდები და ეს უნდა გაბედნიერებდეს...

ფეღმძიმობის დროს შენი თავი შენ რომ არ გეკუთვნის ეს საზოგადოდ ცნობილი ფაქტია,ამიტომ ზედმეტ რჩევა-დარიგებებს გულისყურითისმენ და ცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთო..

1 წლის იუბილე.. სულმოუთმენლად გულისფაცქალით ველოდებით 12 საათის მოსვლას,ვცდილობთ ემოციები დავმალოთ,ვინმემ რომ არ გაიგოს რომ ამ თარიღის მოსვლა გვიხარია,გული აჩქარებული გვაქვს და თვალები ნაპერწკლებით გვევსება.. ჩუმად არავინ შეგვამჩნიოს რომ ეს დღე ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის,გარშემომყოფებისთვის ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა და შენც ისე გექცევიან რომ გაჯერებენ -ეს დღეც ისეთივეა როგორიც სხვა ყველა დანარჩენი..

დაუვიწყარი დღის იუბილე ჩვეულებრივად მიილია,ემოციებმა მიიძინა და დაიჯერე რომ ამაში საოცრება და განსაკუთრებული არაფერია..

ბავშვის დაბადება.. კიდევ ერთი დიდი მიზეზი იმისა რომ რჩევა-დარიგებები მიიღო..

როგორც კი ბავშვურად,გულწრფელად მხიარულად წაეთამაშები შენს შვილს ორ წამში 10 ადამიანის მზერას იგრძნობ- ჰააა შენ შემთხვევით ბედნიერი ხომ არ ხარ? დაგავიწყდა რომ ახალშობილის დედა ხარ, შეჭმუხნული და ოფლიანი სახით უნდა დადიოდე ოთახიდან ოთახში და ჩასვრილ პამპერსებს უნდა ახვევდე გაუღიმებლად. აბა შენ რა გეგონა? ბავშვის გაჩენა იოლია, მოვლაა მთავარი.შენ გგონია ბავშვი სათამაშოა და შენ ფეისბუქზე გვერდის გასალამაზებელი სელფებისთვის გინდა??

გულში უნდა ჩაიკლა ბავშვის სიყვარული ბებიის დაქალის მეზობელმა (ბავშვის სანახავად რომ არის მოსული და მთელ გენიალოგიას რომ იკვლევს იმის დასადგენად თუ ვის გავს პატარა) არ უნდა შეგამჩნიოს ღიმილი და სიხარული 40 დღის მელოგინე ,,ქალს’’.

,,რა დროს ძილია ‘’ ,, არ უნდა დაიღალო ‘’ ,,დედაშენმაც ასე წვალებით გაგზარდა’’ ,,შენ ასაკში ორი შვილი მყავდა’’ ,, ცალი ხელით სახლს ვალაგებდი მეორეთი ბავშვი მეჭირა’’ და უამრავი სხვა.გვაცადეთ ბედნიერება ! სიცილ-ხარხარში და ტაშ-ფანდურში გვინდა ცხოვრება,უდარდელად და 10 წლის მერეც ასე ბედნიერად, სიყვარულით გავიცინებთ !

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG