Accessibility links

ავტორი: ხატია ბანძელაძე

როცა სა-ზღვარი უნდა გადაკვეთო, მზე ერთ ქვეყანაში ჩავა და მეორეში ამოვა.
ჩემი მზე დაახლოებით ტრაბზონში ამოვიდა. გამაღვიძა, მომესალმა და სტამბოლამდე გამომყვა.

ყოველთვის მაინტერესებდა, რაომ ჰქონდასტამბოლს ყველგან მისტიურის მნიშვნელობა. 24 საათის ნამგზავრს დაღლილობის არაფერი მეტყობოდა. ჩასვლისთანავეერთ-ერთი სურვილის შესასრულებლად ახლოს მდებარე სანაპიროზე გავიქეცი. მიდიებისა და სიმიდის გამყიდველებს საერთოდ არ აინტერესებდათ ჩემი სურვილები და ალბათ იმ დროს. როცა მე მათ დავეძებდი სახლებში მიდიებისთვის ბრინჯს დაუნანებლად ხარშავდნენ. როცა მივხვდი, რომ იმ ადგილზე დაბრუნება მოგვიანებით მარტოსაც შემეძლო,შემოვსხედით მე და ჩემი ძმა მოპედსა და მოტოს შორის მდგარ ორბობალაზე და სტამბოლის დაუსრულებელაღმართებს ავუყევით. გულში ჩემ წინაპრებს ბორბლის მადლის გამო ვლოცავდი. ჰაერზე მყოფს, თავისუფლად რომ შემეძლო სტამბოლი მესუნთქა.

სტამბოლი ის ქალაქია, რომელშიც თავს შინაურად და ძალიან შორეულად ერთდროულად გრძნობ.მოსაღამოვებას ერთ-ერთ კაფეში ჩაის ჭიქით ხელში შევხვდი და ერთი ფრაზა თავისი წერტილ მძიმით გამახსენდა.

„მოვიდა კონსტანტინე, დადგა აქ და გახედა ბოსფორს. ალბათ საღამოვდებოდა. ჰოდა, სტამბოლი გაჩნდა.“ თქვა ერთხელ აკა მორჩილაძემ და წერტილიც დასვა.

სტამბოლი ეგოისტია ! სურს მხოლოდ მას ეკუთნოდე.ხალხმრავლობაშიც შეუძლია ისე მოგნუსხოს და დაგადუმოს,რომ მის გარდა ვერაფერს ხედავდე, გრძნობდე და სუნთქავდე.

თავი ასასინი მეგონა. ვიდექი ხალხთან ერთად სტამბოლით გაბრუებული და იქვე ვინმე იდუმალ ხმას რომ ეთქვა ედემში ხარ და თუ ჭკვიანად იქნები , აქ დარჩები სულ-ო უყოყმანოდ დავუჯერებდი.

ყველას დაუჯერეთ, ვინც იტყვის რომ სტამბოლი და მისტიკა უერთმანეთოდ ისევე არ იქნება, როგორც გაზაფხული ზამთრის მერე.

გათენებაშიც კი არის დიდი იდუმალება. ეგოისტი ქალაქი თავს ნახევრად გაჩვენებს, უნდა მისი სურვილით სუნთქვა გიჭირდეს ფეხების მოწყვეტამდე ბევრი იარო და მისი სურნელით გაიჟღინთო, თუმცა რაც არ უნდა ბევრი იარო, წერო, იფრინო და ისეირნო ამ ქალაქს ბოლომდე ვერასდროს ამოწურავ. ყველაზე ძვირადღირებული სუნამოა სტამბოლი, რაც უფრო მეტს იპკურებ, უფრო მძაფრდება და უკეთესი ხდება.

ერთი ფლაკონი და უამრავი სურნელი. ჰოდა ასე, ივლი მთელი ცხოვრება სურნელებისგან გაბრუებული ნამდვილი ასასინივით ევრაზიულ ქალაქში და არასდროს იტყვი უარს იდუმალ, მისტიურ ედემზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG