Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

«ღმერთი - სიტყვების» გამოჭერა ტყუილებსა და მანიპულაციაში


ავტორი: ხატია რაუერი

ვერბალური კომუნიკაცია_ გუგლი დაზუსტებით მიხსნის რომ ეს არის სიტყვების, ბგერების მეშვეობით გადმოცემული ინფორმაცია, ავტომატურად სიტყვების მეშვეობით მიღებული ინფორმაციაც ვერბალური კომუნიკაციაა. ზეპირად, მეტყველებით გადმოცემული სიტყვა........ცბიერი გამოგონებაა, მით უფრო ცბიერი მეჩვენება ის, როცა გამზადებულ, დაკლიშულ, საზოგადოებისგან კარგად გამოკვებილ და გამჯდარ სიტყვათა წყობასთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთი შეხედვით თუ მოსმენით შეიცავენ აზრს,მით უფრო ჭეშმარიტ აზრს, ამომწურავ ინფორმაციას. მათ აქვთ რატომღაც მაგიური უნარი, გაფიქრებინონ რომ შინაარსი სრულად გადმოიცა და შეესაბამება სინამდვილეს, ყველაფერი ითქვა, ერთმნიშვნელოვნად. ისე რომ ხშირ შემთხვევაში აღარ გიჩნდება კითხვა, აღარ გიჩნდება კიდევ უფრო დაზუსტების სურვილი, მაინც რა ითქვა რეალურად. მით უმეტესს რომ მსგავსს ბაცილებს ენაში აქვთ პრეტენზია მონოპოლიაზე და არ სურთ გადამოწმდნენ, არ ემორჩილებიან ასე ვთქვათ ხელახალ დაშიფვრას. ამიტომ პუბლიკის მანიპულაციის შესანიშნავ საშუალებებს წარმოადგენენ.

გაცილებით კეთილშობილი და ზუსტია ამ დროს ისეთი წერითი კომუნიკაცია, სადაც განმარტავ სიტყვას, სადაც მცირე შანსი რჩება ვერბალური გზით გადმოცემულ ინფორმაციას ითაღლითოს. აქ არამარტო ისმენ აზრს, ინფორმაციას, სიტყვას, არამედ ხედავ კიდეც მას. ამ დროს კი თავისუფლად შეიძლება გამოიჭირო იგი ტყუილში, ზედაპირულობაში, თუნდაც მის აბსურდულობაში. ეს პროცესი დაახლოებით გავს მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი სხეულის გაშიშვლებას, რის შემდეგაც ხვდები მას ბევრი ცელულიტები აქვს და ფიტნესი მოუხდებოდა.

ასეთივე შიშველია ე.წ ინფორმაცია-, აზრი-, იდეა-, სიტყვა-კლიშეები, რომელიც იხატება. ასე რომ წერისა და ხატვის დროს თვით შინაარსთან რჩები პირისპირ. შემდეგ შენი გადასაწყვეტია, დაეჯერება ამ შინაარს თუ არა.

მაგალითად, როცა ვისმენ გამონათქვამებს:«.....თავიანთი ქმედებით ებრძვიან ქართულ ცნობიერებას, ქართულ ტრადიციებს და საქართველოში სოდომური ცოდვის დატრიალებას უწყობენ ხელს. » პირადად მე მიჭირს დავწერო,გავშიფრო ან დავხატო მაინც რას გულისხმობენ მათში, როგორ გამოიყურებიან რეალურად ისინი, ან მით უფრო როგორია მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ალბათ ვიღაც მოდის მახვილით ხელში, ან ლიმონკით, ან ორადგაყოფილი ენით და ასე მებრძვის. მეც ვმარცხდები და მერე ვერც ხატვით და ვერც წერით ვერ მივაღწიე იმის წარმოდგენას, როგორ გამოვიყურები დამარცხებული. თმაგაჩეჩილი? ქართულ ტრადიციებ-შემოხეული, გაშიშვლებული?

«ქართულ ცნობიერებას» ვერ აღგიწერთ, ასეთი საკრალური სიტყვათა წყობა ვერ გავაცნობიერე, თუ მაინცდამიანც, შემიძლია აღგიწეროთ «გერმანული ცნობიერება», როცა მან ავლაბრის მეტროში თუ მეტროს ირგვლივ(განსაკუთრებით საღამოობით) ძალიან იოლად შეამჩნია სიღატაკე, სიბინძურე და უცებ ამ ყველაფრის თავზე შემოსკუპებული თეთრი, სუფთა სამება, ფუფუნება, რომელიც ზემოდან დაჰყურებს მის ფეხებში მობორიალე ღატაკ ხალხს, სუნიანებს, უმიზნოებს, დაღლილებს. მან თქვა რომ ეს კლასიკაა, რომ მთელი ევროპა თავის დროზე ასე ცხოვრობდა, მერე მიხვდნენ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შიგთავსი სპეციალურად აუშენებიათ თურმე ისეთი ბნელი, მისტიური. მანიპულაციისთვის, რომ ხალხი დათრგუნულიყო, არარაობად ეგრძნოთ თავი. მერე რაც მოხდა ვიცით.

კიდევ ერთი მაგალითი: « «უკრაინაში დატრიალებული და მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირშია ....უზნეობასთან.» ამბობს მოძღვარი და გვაფრთხილებს, რომ თუ ეს …...უზნეობა არ აღვკვეთეთ, უფალი განრისხდება, საქართველო დაინგრევა!“

ამ ტექსტს ბევრი ასპექტები აქვს, აქ მხოლოდ ერთზე დავწერ. ცდა არ დამიკლია განრისხებული ღმერთის წარმოდგენისთვის, ბოლოს სხვა გზა აღარ დამრჩა, ჩემს მეგობარს, ლია უკლებას, რომელიც მხატვარია, ვთხოვე ეგებ თვითონ დაეხატა ღმერთი დაახლოებით ისეთი სახით, პატარა ბავშვებს რომ აქვთ, ეზოში მოზარდები რომ აწვალებენ, ისინი კი აალებული, აწითლებული სახით რომ იგერიებენ მათ და იმუქრებიან. სხვაგვარადაც შევეცადე, ღმერთი ზემოდან გადმოგვყურებს, თავს აქნევს, ნწ -ნწ_ამბობს, თქვენ გიზამთ სეირს, და ასე გვხოცავს ზედიზედ. თან განრისხებისგან ირგვლივ ყველაფერს ლეწავს.

მილიონი მსგავსი მაგალითი არსებობს რომელიც აბსურდამდე დადის, თუ მათ დავწერთ, აღვწერთ სიტყვებს, დავხატავთ მათ, გავშიფრავთ, მუსიკად გადავაკეთებთ და ა.შ. მე ხშირად ვიქცევი ასე და ბოლო დროს ჯანმრთელად გამოვიყურები, ენერგიაც მომემატა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG