Accessibility links

“ხუტი ტეტრი” ანუ სხვა ბავშვები


ავტორი: ქრისტინე პახომოვა

ეს ჩანაწერი ერთ-ერთმა სატელევიზიო გადაცემამ გამახსენა. გადაცემა “ზედმეტ ადამიანებზეა”. წამყვანის თქმით ისინი ძალიან შემაწუხებლები არიან და რიგით მოქალაქეებს (რიგით მოქალაქეებს) დისკომფორტს (დისკომფორტს) უქმნიან.

გადაცემა, წამყვანის საუბრის სტილი და შინაარსი სრულიად სცდება ჟურნალისტური ეთიკისა და ადამიანური ზნეობის ნორმებს, მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი შედარებით ინდივიდუალურია. არ მოვიტან ციტატებს და არც ციტატების პერიფრაზებს, რომლებიც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვისაც, როგორც “რიგითი მოქალაქისთვის”. მხოლოდ დიდი სინანულის განცდა დამეუფლა, რომ ჩვენი სოციალური კატასტროფა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის ბრალი არ არის. რომ ამ მიმართულებით ალბათ არაფერი გვეშველება.

“დილა უჩვეულოდ იწყება – ადრე. თუმცაღა არა აბაზანაში შესვლით და თავის მოწესრიგებით. ძალიან პატარაა, მაგრამ დიდი ხანია “მუშაობს”. სამსახურიც უცნაური აქვს, რაც უფრო ცუდად გამოიყურები მით უკეთესი. გაუმართლა – წვიმს. მტვრიან სახეს ჩამოუტალახებს და დღეც შესაბამისად ნაყოფიერი იქნება.

არ არის საჭირო თბილად ჩაცმა. მითუმეტეს მაშინ, როცა დიდი ხანია ტემპერატურის ცვლილება მის ორგანიზმზე არ მოქმედებს. დახეული შარვალი, თვლებმორღვეული სვიტერი და ოთახის თითებამოჭმული ჩუსტები ზედ გულზე მოხვდება მის პოტენციურ “მომხმარებელს”. ნახევრად მძინარე სახით ტოვებს საცხოვრებელს. დედას და მამას ისევ სძინავთ, აგურებისგან აწყობილ საწოლზე. უმცროს და-ძმებს გამოსვლის წინ ფეხით წამოყრის და ახალგაღვიძებულ ქალაქში უახლოესი მეტროსადგურისკენ დაეშვება.

არასოდეს უყურებს გამვლელ მანქანებს და მაღალსართულიანი კორპუსების აივნებს. დიდი ხანია, ოცნებას და მშიერი თვალებით სხვისი მაძღარი ცხოვრების ყურებას გადაეჩვია. მხოლოდ ასე – დილიდან დაღამებამდე ხან “დედა უკუდება” ; ხან ჩვილი და ყავს ზურგზე მოგდებული; ხან მუხლებდაჩოქილი გადის ვაგონის ერთი ბოლოდან მეორეში; ხანაც მამა დაყავს ხელით, ერთ დღეს ბრმა და მეორე დღეს კოჭლი…

მიწისქვეშეთის შინაური სუნი და დილის მძინარე სახეები.. ამ დროს განსაკუთრებით ღიზიანდებიან მგზავრები “გემოდარებო, ხუტი ტეტრი დამეხმარეთი”, თუმცაღა ეს ის პერიოდია, როცა მისი კოლეგები ჯერ კიდევ თავთავიანთ ბუნაგებში სხედან და მრავალწევრიანი ოჯახები ერთმანეთში ლაზღანდარობენ, ან კამათობენ, ან დღის გეგმას ადგენენ. შესაბამისად, კონკურენცია დაბალია, ამიტომ როგორღაც გაუძლებს მზერით წიხლებს და მთელი დღეც ასე გადის, მაქსიმუმ ხუთ თეთრსა და მეორეს მხრივ მინიმუმ მზერით წიხლებში.

იშვიათად აკვირდება ადამიანების სახეებს. ის “სხვებივით” ვერ გრძნობს. ამიტომაც ჰგონია, რომ სხვების განცდები, ტკივილები მისთვის გაუგებარია. სიხარულზე კი ფიქრიც არ უნდა.

დრო და დრო “თანამემამულეებს” მოჰკრავს თვალს. მასავით შესაბამისად შემოსილებს, შესაბამისად ჰიგიენურებს. თუმცა არასდროს არავის ელაპარაკება. საერთოდაც, ლაპარაკი არ უყვარს. შინ თუ გარეთ მხოლოდ პროფესიონალური ფრაზებით შემოიფარგლება.

დღე მიიზლაზნება. ვაგონები კი ხმაურით ჭრიან რელსებს. ხანდახან მიეყრდნობა კედლებს და სივრცეში იყურება. ადამიანებს კი არასდროს, რომ არ იცნობდეს, არ უყვარდეს, არ ეზიზღებოდეს, არ იცნობდეს მათ – “სხვებს” ამიტომაც არასდროს იცის, რა ფერის თვალები ჰქონდა დღის ყველაზე გულუხვს. ან ყველაზე მტკივნეული შეფასების/შეურაცხყოფის ავტორს. იყურება სივრცეში და იცის, რომ ამ სამყაროს ეკუთვნის თვითონაც, მაგრამ აამ სამყაროდან მისი კუთვნილი არაფერია.

იშვიათად მიხუჭულ თვალებს იქეთ კი საღამოზე ფიქრობს, მოეწონება კი მის ბრმა, ყრუ, კოჭლ და აბსოლიტურად ჯანმრთელ მამას დღის შემოსავალი? გაიგებარია. სად მიდიან რკინის “ხუტი ტეტრები”, როცა წლებია “მუშაობენ” და ისევ ისე შიათ, ისევ იმავე ნანგრევებზე სძინავთ, ისევ “უკუდებათ დედა” … ხანდახან იმაზეც, თვითონ რომ მოუწევს მამის როლის მორგება, როგორი “ბელადი” იქნება..

ის არ არის მეამბოხე. იცის რომ არსებობს სხვა გზა, მაგრამ არა მისთვის. ალბათ ისე, როგორც “სხვები” დებენ საქმეებს სამომავლოდ – “ხვალ” , თვითონაც ურჩევნია “იგი” (ჯემალ ქარჩხაძე) თავისი ტომიდან სხვა იყოს, ოღონდ არა თვითონ. რადგან ურჩევნია არასოდეს ახედოს მაღალსართულიანი კორპუსების აივნებს და ქუჩაში მოძრავ მილიარდნხუტტეტრიან მანქანებს…

რადგან “სხვები” მართლაც სხვები არიან. მაგრამ არც დამნაშავეები და არც მართლები.”

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG